Sport.kz ავრცელებს ინფორმაციას, რომ "აქტობეს" ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩისთვის პრობლემა შეექმნა.
საქმე იმაშია, რომ კლუბს 30 ივლისს ყაზახეთის პრემიერ ლიგის მე-17 ტურის შეხვედრა "კასპიისთან" არ გადაუდეს.
"აქტობემ" 27 ივლისს ქუთაისში უნდა ითამაშოს, შემდეგ ჩარტერული რეისით პირდაპირ ქალაქ აქტაუში ჩაფრინდება, სადაც ზემოთ ნახსენები "კასპიი" თამაშობს.
ამის შემდეგ კლუბი საკუთარ ქალაქში დაბრუნდება და "ტორპედოსთან" განმეორებითი შეხვედრისთვის მოემზადება, რომელიც 3 აგვისტოს შედგება.
რა თქმა უნდა, ეს ქუთაისელებისთვის უპირატესობა იქნება. "აქტობე" უფრო დაღლილი იქნება, ჩვენს გუნდს კი 3 აგვისტომდე მატჩი და დამატებითი მოგზაურობა არ უწევს.
12:35 22-07-2023
"აქტობეს" "ტორპედოსთან" მატჩისთვის დიდი პრობლემა შეექმნა - ეს ქუთაისელებისთვის უპირატესობა იქნება
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
აქტობე თუ გადალახეს, მერე მათი გამჩერებელი გალაქტიკაში არავინ იქნება. ესე ჯობია ხო?
მეტი არაა ჩემი მტერი მაგათ ვინმე მოგება შეძლონ, თქვენც დაგაბოლეს მაგრა მოემზადნენო, გამაზავენ და ბაც! მერე ვნახოთ ვინ იქნება საგინებელი.
რაც ტორპედოს აგინონ, ერთი არ აგცდეთ მის გულშემატკივრებს. აი ესე!
მაგრად არ მინდა, მარა სიმართლე თვალის აჩკიაო; აი ნახეთ თუ დიდი ანგარიშით არ გაფარჩაკდნენ ჩვენები.