"ქართველებს წარმატებულ ადამიანებზე ბოღმა, შური და კრიტიკა გვახასისათებს, ჯოხს ნუ გადავტეხთ 22 წლის ბიჭზე" - თემურ ქეცბაიას ინტერვიუ

AutoSharing Option
გაზეთმა "კვირის პალიტრამ" საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან და მწვრთნელთან თემურ ქეცბაიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ჟურნალისტმა რატი შელეგიამ და კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრეს. მათ შორის - ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ.

- კვარაცხელიამ ძველი, "რომანტიკული" ფეხბურთი გაგვახსენაო, რომ ამბობენ, ფურორის გამომწვევი სეზონი სწორედ მისი არაორდინარული სათამაშო სტილის დამსახურებაა, არა?

- თანამედროვე ფეხბურთში ფული ბევრია, ისეთი მოთამაშე კი, ვისაც რამდენიმე მეტოქის მოტყუება, ერთდროულად სანახაობრივი და სასარგებლო თამაშის ჩვენება შეუძლია, ძალიან ცოტა. ამდენი ტაქტიკური სქემის, კარის დაცვაზე გადამეტებული ფიქრის გამო ინდივიდუალიზმი
თითქოს გაქრა ფეხბურთიდან... ამ დროს გამოჩნდა კვარა, რომელსაც შეუძლია ისე თამაში, როგორიც მაყურებელს მოსწონს. ხვიჩას შთამბეჭდავმა თამაშმა დიდი სამსახური გაუწია ქართულ ფეხბურთს, სხვა ქართველ მოთამაშეებსაც დიდ სტიმულს აძლევს. შესაძლოა კვარაზე ატეხილი აჟიოტაჟის გამო შედარებით "ჩრდილში" არიან მამარდაშვილი, დავითაშვილი, მიქაუტაძე და სხვები, თუმცა ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და ეს თაობა აუცილებლად იტყვის ხმამაღალ სიტყვას!

- საქართველოში დიდი კრიტიკა მოჰყვა მის გადაწყვეტილებას, არ ეთამაშა 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე.

- სამწუხაროდ, ქართველებს გვახასიათებს წარმატებულ ადამიანებზე ბოღმა, შური და კრიტიკა. ხვიჩას თამაშის ნახვა ყველას გვინდა - ყოველდღე! მაგრამ სიტუაცია ყოველთვის ობიექტურად უნდა შევაფასოთ - კვარამ არ ითამაშა, სამაგიეროდ, სხვას მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძალიან მაგარი შედეგი აჩვენა ქვეჯგუფში, სადაც სამივე მეტოქე ჩვენზე ძლიერი იყო. კვარაცხელიას რომ ეთამაშა, შესაძლოა ჩვენს გუნდს სხვანაირი ტაქტიკა და შედეგი ჰქონოდა, იქნებ ვერც გასულიყო ჯგუფიდან და კრიტიკა მერე გენახათ. ამიტომ ვიღაცებისთვის გადაბრალება, რომ ეთამაშათ, აუცილებლად გავიდოდით ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში და ოლიმპიადის საგზურიც ჩვენი იქნებოდაო, არასწორი მგონია. ტურნირის დაწყებამდე ვერც კი ვინატრებდით შედეგს, რაც საბოლოოდ მივიღეთ. მესმის, რომ "მადა ჭამაში მოდის", მაგრამ ჯობს საბოლოო შედეგით გავიხაროთ და ჯოხს ნუ გადავტეხთ 22 წლის ბიჭზე, რომელზეც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ "მზე და მთვარე ამოგვდიოდა"... ხვიჩას მთელი კარიერა წინ აქვს და საქართველოს კიდევ ბევრჯერ გაახარებს! გული დაგვწყდა, ჩვენთვის ისტორიულმა ევროპის ჩემპონატმა კვარას გარეშე რომ ჩაიარა, მაგრამ რადგან არ ითამაშა, ყველაფერს ხაზი გადავუსვათო, არასწორია. იმისთვის, რომ მომავალ სეზონში უფრო კარგად ითამაშოს, დაკარგული ენერგიის აღდგენა უნდა შეძლოს.

განაგრძეთ კითხვა

alt"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

altხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

altკანდელაკი "ალ ნასრის" დამრიგებლად ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ მწვრთნელს სთავაზობს

მკითხველის კომენტარები / 52 /
ნუ წაიღეთ ტვინი თქვენი პროფესორობით და პატრიოტიზმით ნუ გოუხურეთ მაგ ბიჭს საქმე რა რაფერც საჭირო იყო ისე მოიქცნენ და თქვენ ვინ ხართ ამდენ ბოღმას რო ანთხევთ მიხედეთ რა თქვენ გაქსუებულ ტრ..კბს შეეშვით ხვიჩას ლანძღვას თქვე არასწორებო თქვენი პატრონი დედებს რო ჩოვუარე ახლოში ვა ვინარიან ეს ტრა..კ..ბი !!!!! მიდი ხვიჩა არ მიაქციო ამ გაბოროტებულ ხალხს ყურადღება სულ წარმატებული იყავი ჯიგო
ბუხუტი
13:12 25-07-2023
1
თემურის ჩემი პატივისცემა. ყველაზე ჯიგარიანი და თავდადებული ფეხბურთელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ცოტა ჩვენს ხალხზეც მინდა ვთქვა.
ისტორიულად რომ არ გვაკლდნენ შურიანი და ბოროტი ხალხი ქართველებს, ახალი არაა. ერთმანეთს მხოლოდ პირში ვეფერებით.
წარსული და აწმყო ჯანდაბას, მაგრამ თუ ეს მომაკვდინებელი თვისებები ჩვენს ეროვნულ გენშია, არ ექნება ქვეყანას არც მომავალი.
გოგია
07:47 25-07-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული