გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი "შავი ზღვის მეკობრეები" განცხადებას ავრცელებს:

"დინამო ბათუმის" ევროსეზონის ნაადრევად დასრულების შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა და ამ დრომდე არც გუნდისა და არც მთავარი მწვრთნელის (თუ არ ჩავთვლით მატჩისშემდგომ ბუნდოვან განცხადებას) ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

ჩვენ არ ვერევით კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში - ჩვენთვის მთავარია შედეგი და ის, რაც ჩვენ წინ, მინდორზე ხდება და ის, რაც გასულ შეხვედრაში მოედანზე ვიხილეთ, არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რასაც სტადიონზე მოსული 20 000-მდე გულშემატკივარი ვითხოვთ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ისტორიული, საჩემპიონო სეზონის შემდეგ
გუნდის განვითარება შენელდა და ყველაფერმა ძალიან მდორე ხასიათი მიიღო, შედეგად კი ევროტურნირებზე განთესილი გუნდი არაფრით გამორჩეულ მეტოქესთან, ყოვლად უფანტაზიო ფეხბურთის წყალობით პირველივე ეტაპზე დამარცხდა. ჩვენთვის ეს ყოველივე სასტიკად მიუღებელია და ამის მოთმენას აღარ ვაპირებთ.

ვფიქრობდით, რომ მთავარი მწვრთნელი აიღებდა პასუხისმგებლობას და ჩაგდებული ევროსეზონის შემდეგ დაგვემშვიდობებოდა - როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად ველოდით. შესაბამისად, თუკი უახლოეს დღეებში გია გეგუჩაძე არ დატოვებს მთავარი მწვრთნელის პოსტს, პირატები და სხვადასხვა თაობის გულშემატკივარი ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაპროტესტოთ მისი გუნდში დარჩენა."

altგია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

altბათუმის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

altმეტი ახალი მწვრთნელი ქართულ ფეხბურთში! - ქართულ-უკრაინული დაპირისპირება და 3 შანსი

მკითხველის კომენტარები / 65 /
მართალია,დროა წავიდეს,ამუხრუჭებს გუნდს.შეიძლება,არა მხოლოდ ის,მაგრამ ყველაზე მეტს ყოველთვის მთავარ მწვრთნელს სთხოვენ...
ისაა მხოლოდ გაუფებარი,ზოგიერთი ჭკუისკოლოფი,პოლიტიკას აქაც რომ ვერ ელევა,-"დავარცხნილად საუბრობს გეგუჩაძე,ქოციაო"..რაოდენი "დაუვარცხნელი" ტვინი უნდა გქონდეს,ასეთს რომ ამბობდე.ფუი!
ხვიჩა
25 ივლისი 2023 21:56
0
ყველა გეგუჩაძის გადადგომას ითხოვს სიმართლეა.არჩილ ბერიძის გადადგომას რატომ არ ვითხოვთ?20 მეტრიდან ვუყურებდი 20 ათასი მაყურებლის თვალწინ როგორ გარბოდა გუნდის პრეზიდენტი მსაჯის გასლახვათ ესე უნდა იქცეოდეს გუნდის პრეზიდენტი?გეგუჩაძემ ამოწურა თავისი მაგრამ საქმე იმაშია არ იცის ვინ მოიყვანოს მის შემცვლელად.არჩილ ბერიძე დიდი მოყვარული ჩანს ფეხბურთის მაგრამ აზრზე არაა როგორ უნდა განავითაროს ფეხბურთი.
Правда
25 ივლისი 2023 21:46
1
აბა ამდენი შენობა რითი ვაშენო?ბიზნესია ეს ჩემი და არაა თქვენი საქმე
ბერიძე
25 ივლისი 2023 21:39
1
შარშან ეგ რო დავწერე მომიცვინდენ ვითო ფეხბურთის ფანები და მაგი მეორედ ართქვაო და იყავით ეხლაბცხვრები ხართ ვინმეს თქვენი აზრი არაინტერესებს ბერიძე და ჯუღელი ფყლებს აკეთებს ბიზნესია მათი ბალაძე დვალიშვილი ყუმარს აგვარებენ გეგუჩაძეს ვინმე რამეს არეკითხება.
samartali
25 ივლისი 2023 21:38
1
ნამუსის ძრაღვი რო გაგიწყდება,არსადაც არ წახვალ..ვენაცვალე გულშემატკივარს, ვეთანხმები თქვენს მოთხოვნას!!!
მეიცა
25 ივლისი 2023 20:56
0
გეგუჩაძემ ამოწურა თავის რესურსი ბათუმში. გუნდს ის ვეთარაფერს მისცემს ამიტომ აუცილებლად უნდა წავიდეს ეს ნორმალურია.ბათუმს კარგი უცხოელი მწვრთნელი და ზოგადად ახალი სისხლი ჭირდება ფეხბურთელების ჩათვლით.
ქომაგი
25 ივლისი 2023 20:12
0
ᲓემᲩენკო კაი იქნებოდა. ᲐრაფრიᲗ გამორᲩეულ გორის დილას მიაᲗრევს. Თან კაი ფეხბურᲗს ᲗამაᲨობს
რომა
25 ივლისი 2023 21:21
0
Შენ გაიხარე beqa,ახლა უნდა დამეწერა კუპატაძეზე.
Კუპატაძეს ცოდვა მოეწია ბათუმს.ნაკრების მეკარეს კარიერა რო დაუნგრიეთ ის გუნდი ხართ. Ის რაც თქვენ კუპატას გაუკეთეთ რუსეთის გუნდი არ გაუკეთებდა.ჩიჩკანი რო კარგი ყოფილიყო განა დინამო ერთ თამაშს მაინც არ ათამაშებდა?
Როგორ ფიქრობთ გუნდიდან გაგდებულ მეკარეს ადვილად აიყვანს ვინმე? ისეთ დროს გაუშვით თან რო საერთოდ უთამაშებელი დატოვეთ ნაკრების მეკარე.Ხოდა ბუმერანგი ბათუმელებო,ბუმერანგი.
ბათუმს ქათქათას
25 ივლისი 2023 19:29
7
დიდი ხანია ქოჩორა გასაშვებია. იმ ხელფასს რასაც ეგ იღებს ნორმალური უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანა შეიძლება.
ჩელენჯერი
25 ივლისი 2023 19:21
0
გეგუჩაძის მომხრეთა საყურადღებოდ! თუ ბათუმი ყველაზე გამართულ ფეხბურთს თამაშობს საქართველოში და ეს გეგუჩაძის დამსახურებაა, მაშინ ლოგიკური იქნებოდა თვითონ გეგუჩაძეს გამოეთქვა პროტესტი ხელმძღვანელობის მიმართ და მოეთხოვა მაგალითად სპორტული დირექტორის ან ვინც ხელს უშლის გუნდის განვითარებაში იმის განთავისუფლება. ან კიდევ დაეყენებინა ულტიმატუმი რომ თუ ისე არ გაკეთდება საქმე როგორც მას უნდა მაშინ პასუხისმგებლობას იხსნის და გადადგება. ამის კარგი მაგალითია სპალეტი. სამწუხაროდ მე არ ვიცი რა ხდება კულისებში და აქედან გამომდინარე მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა რომ ჩემი აზრით ყველა დამნაშავეა გულშემატკივრის გარდა, როგორც ვხედავ ყველა თბილად არის მოკალათებული და გულშემატკივრის გარდა არავის აწუხებს ქართული ფეხბურთის ბედი. მაპატიეთ თუ ვცდები მაგრამ ჩემი მოსაზრება ასეთია. მადლობა.
გიორგი
25 ივლისი 2023 19:11
1
კუპატაძეც წასვლა ყველაფერზე მეტყველებდა !! მეკარეს შეტენეს ყველაფერი როცა ყველაზე კარგი სანდო კუპატა იყო შეცდომა ყველას მოდის გეგუჩაძეს რამდენი შეცდომააქ ათ ქულა გაანიავა! ბანძი მწვრთნელია დავარცხნილად საუბრობს ქოცია
beqa
25 ივლისი 2023 18:40
3
კარგი რა!ჯერ ხომ ყველას გვახსოვს,როგორი ბულინგი წავიდა,ლაზარეს მიმართ.კაცმა კინაღამ თამაშს გაანება თავი!პირველ რიგში,პირადად ლაზარესათვის აღარ შეიძლებოდა ბათუმში დარჩენა,ამხელა გაღიზიანების ფონზე.არც მაშინ შეიძლებოდა ასეთი რადიკალიზმი და არც ახლა!არც შუა სეზონში ღირს,მწვრთნელის შეცვლა,რადგან ეს,ცუდს უფრო მეტს მოუტანს გუნდს,ვიდრე კარგს.ემოცია ცუდი მრჩეველია!სეზონს ბოლოს კი შეაჯამებენ ყველაფერს და თუ გადაწყვეტენ გაშვებას ,ისიც წავა.მისი შემცვლელის საპოვნელადაც საკმარისი დრო ექნებათ,თუ გადაწყვიტეს.
სოსო
26 ივლისი 2023 20:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული