გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი "შავი ზღვის მეკობრეები" განცხადებას ავრცელებს:

"დინამო ბათუმის" ევროსეზონის ნაადრევად დასრულების შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა და ამ დრომდე არც გუნდისა და არც მთავარი მწვრთნელის (თუ არ ჩავთვლით მატჩისშემდგომ ბუნდოვან განცხადებას) ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

ჩვენ არ ვერევით კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში - ჩვენთვის მთავარია შედეგი და ის, რაც ჩვენ წინ, მინდორზე ხდება და ის, რაც გასულ შეხვედრაში მოედანზე ვიხილეთ, არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რასაც სტადიონზე მოსული 20 000-მდე გულშემატკივარი ვითხოვთ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ისტორიული, საჩემპიონო სეზონის შემდეგ
გუნდის განვითარება შენელდა და ყველაფერმა ძალიან მდორე ხასიათი მიიღო, შედეგად კი ევროტურნირებზე განთესილი გუნდი არაფრით გამორჩეულ მეტოქესთან, ყოვლად უფანტაზიო ფეხბურთის წყალობით პირველივე ეტაპზე დამარცხდა. ჩვენთვის ეს ყოველივე სასტიკად მიუღებელია და ამის მოთმენას აღარ ვაპირებთ.

ვფიქრობდით, რომ მთავარი მწვრთნელი აიღებდა პასუხისმგებლობას და ჩაგდებული ევროსეზონის შემდეგ დაგვემშვიდობებოდა - როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად ველოდით. შესაბამისად, თუკი უახლოეს დღეებში გია გეგუჩაძე არ დატოვებს მთავარი მწვრთნელის პოსტს, პირატები და სხვადასხვა თაობის გულშემატკივარი ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაპროტესტოთ მისი გუნდში დარჩენა."

altგია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

altბათუმის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

altმეტი ახალი მწვრთნელი ქართულ ფეხბურთში! - ქართულ-უკრაინული დაპირისპირება და 3 შანსი

მკითხველის კომენტარები / 65 /
გაძლიერება რომ არ ხდება გუნდის პასუხი მოთხოვეთ ბერიძეს!!! გეგუჩაძე
ჯინი კი არ არის.
The
25 ივლისი 2023 17:42
5
სიმართლეა რომ ბათუმი ყველაზე გამართულ ფეხბურთს თამაშობს საქართველოში და ალბათ ეს გეგუჩაძის დამსახურებაცაა. რაც შეეხება ევროპაზე კარგად გამოსვლას მაგას კიდევ უფრო უკეთესი ფეხბურთელები ჭირდება და არა მწვრთნელის შეცვლა. 20 მწვრთნელი ყავს დინამო თბილისს შეცვლილი ბოლო 12 წელიწადში და რა ჩიტსაც იჭერს ყველა კარგად ვხედავთ.
გუჯი
25 ივლისი 2023 17:36
10
შენ წარმოიდგინე თბილისელი ვარ და დინამო თბილისის გულშემატკივარი 30 წელია მაგრამ რომ მტკივა ის რასაც გუნდის უთავმოყვარე ხელმძღვანელობა აკეთებს იმიტომ ვაკრიტიკებ. რაც შეეხება ბათუმის გუნდს ცდილობენ მაინც და მეეჭვება გეგუჩაძის ბრალი იყოს გუნდმა რომ საკვალიფიკაციომდე გაძლიერების მაგივრად ალთუნაშვილი გაყიდა. გუნდს ჭირდება თავმოყვარე, ამბიციური და ფულიანი პატრონი რომელიც სამწუხაროდ არც ერთ გუნდს არ ყავს. რა თქმა უნდა ამას ემატება თავმოყვარე და ამბიციური მოთამაშეები რომლის ნაკლებობასაც განვიცდით. აი ეგაა ჩვენი პრობლემა
გუჯი
25 ივლისი 2023 20:13
0
Აქ ბათუმის დინამოზეა ლაპარაკი და შენ ისევ დინამო თბილისს უკმინე.აკი იმოტომაც მოიგეთ თბილისის მარცხი რო გაგიხარდათ.
Შეეშვით თბილისის დინამოს და მიხედეთ თქვენ პატენტ დინამოს.
დაიოკეთ ამბიციები და დაიწყეთ მომავალზე ფიქრი ბავშვთა ფეხბურთით.იქნებ რაღაც მოხდეს და ერთი ფეხბურთელი მაინც გაზარდოთ საუკუნეში ერთი
Გუჯი-ს
25 ივლისი 2023 19:24
5
Კაცურად სიმართლე თქვი-ბადრი ხარ შუბლაძე?
G.LA -ს
25 ივლისი 2023 17:32
0
ჭკუაზე მოსულხართ ადრე იყო გასაგდები გეგუჩაძე რომელიც მხოლოდ დიდ ხელფას იღებდა
Asea
25 ივლისი 2023 17:32
1
ჩვენწელთაღრიცხვიდან დღემდე ერთი ფეხბურთელი არ გაგიზრდიათ და ისევ ერთი და იგივეს გაიძახით,წაიღეთ ტვინი თქვენი გულშემატკივარობით.
Მე პირადად თქვენი რაოდენობა სტადიონზე სულ ძაან არ მაინტერესებს.ერთი ფეხბურთელი მაინც გაზარდეთ წამლად.სიტისაც არ გაუზრდიაო ფეხბურთელიო...აზრზე ხართ რაც დაწერეთ? Და საერთოდ სადა ხართ საფეხბურთო რუკაზე ქართული მაშტაბით იცით?არ ვიცი საიდან ამხელა ამბიციები?ერთი ტრანსფერი არ გამიგია თქვენი ნორმალური.ერთი ფეხბურთელი არ გაგიზრდიათ ჩვენ წელთაღრიცხვიდან დღემდე და გია გეგუჩაძესგან რა გინდათ???
ბათუმს ქათქათას
25 ივლისი 2023 17:04
20
გეგუჩასვით მაგარი მწვრთნელი მეორე არ დაიარება ქართულ სივრცეში.... დაფიქრდით... დასკვნის გამოტანა ძალიან ადვილია.....
Guja
25 ივლისი 2023 16:56
25
გეგუჩაძის ძლიერება რაში გამოიხატება?
თემო
25 ივლისი 2023 17:15
1
Bichebisgan xelfasidan ro wilshia xo yvelam icit tu aqamde rogor ver gaigo direqtorma, ro fulebs texavs , wavides unda
Gig
25 ივლისი 2023 16:39
2
Xelfasebidan ro bichebs wilebs axevs g nabichvari, davijero aqamde ar icis direqtorma da tqven bichebo, ro Wilshire uzis da procentebs igebs ,batumlebi imito ar chirdeba klubshi ar Unda mag nabichvars gabazreba, geguchadze vici ro amas kitxulob sheni ampartavani dedashevecit. Gaajmevinet mag yles
Vato
25 ივლისი 2023 16:38
1
რო გაიზახით ერთი ფეხბურთელი მაინც გაგიზრდიათო ეგ რა შუაშია??! გუნდი ვერ გაზლიერდა და ითხოვენ გადადგომას გეგუჩაძის და მართალიცაა რას პროფესორობთ ?! ეგრე სიტისაც არ გაუზრდია არცერთი ფეხბურტელი მაგრამ ლიგა მოიგეს მერე? ცოტა დაფიქრდიტ სანამ რამეს დაწერთ.
ზოგს
25 ივლისი 2023 16:30
5
თხა რომ გაძღება მგლის მო . . . . ას მოინდომებსო ! ასეა თქვენი საქმე, ღრმად პატივცემულო ბათუმელო გულშემატკივრებო. აჭარაში გაზრდილი ერთი ფეხბურთელი დამანახეთ თქვენს გუნდში და მერე გამოთქვით პრეტენზიები. ისტორიას არ ახსოვს, ჩელეს გარდა, ბურთს გამოკიდებული ყმაწვილი თქვენი რეგიონიდან, რომელზეც ვინმეს ეთქვას, ფეხბურთის თამაში იცისო. საინტერესოა, კიდევ რამდენი საუკუნის მანძილზე გინდათ სხვისი გაზრდილი ფეხბურთელებით იარსებოთ, ჰა? გაანძრიეთ ხელი და პაწა ტვინიც დააყოლეთ, თუ გაქვთ, რა თქმა უნდა !
დ.დ.
25 ივლისი 2023 16:12
20
Aba ar axarebs batumlebs maqedan fuli motexva dznelia budzu ucxoelebi awyobs
Gig
25 ივლისი 2023 16:40
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული