გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი "შავი ზღვის მეკობრეები" განცხადებას ავრცელებს:

"დინამო ბათუმის" ევროსეზონის ნაადრევად დასრულების შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა და ამ დრომდე არც გუნდისა და არც მთავარი მწვრთნელის (თუ არ ჩავთვლით მატჩისშემდგომ ბუნდოვან განცხადებას) ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

ჩვენ არ ვერევით კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში - ჩვენთვის მთავარია შედეგი და ის, რაც ჩვენ წინ, მინდორზე ხდება და ის, რაც გასულ შეხვედრაში მოედანზე ვიხილეთ, არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რასაც სტადიონზე მოსული 20 000-მდე გულშემატკივარი ვითხოვთ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ისტორიული, საჩემპიონო სეზონის შემდეგ
გუნდის განვითარება შენელდა და ყველაფერმა ძალიან მდორე ხასიათი მიიღო, შედეგად კი ევროტურნირებზე განთესილი გუნდი არაფრით გამორჩეულ მეტოქესთან, ყოვლად უფანტაზიო ფეხბურთის წყალობით პირველივე ეტაპზე დამარცხდა. ჩვენთვის ეს ყოველივე სასტიკად მიუღებელია და ამის მოთმენას აღარ ვაპირებთ.

ვფიქრობდით, რომ მთავარი მწვრთნელი აიღებდა პასუხისმგებლობას და ჩაგდებული ევროსეზონის შემდეგ დაგვემშვიდობებოდა - როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად ველოდით. შესაბამისად, თუკი უახლოეს დღეებში გია გეგუჩაძე არ დატოვებს მთავარი მწვრთნელის პოსტს, პირატები და სხვადასხვა თაობის გულშემატკივარი ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაპროტესტოთ მისი გუნდში დარჩენა."

altგია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

altბათუმის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

altმეტი ახალი მწვრთნელი ქართულ ფეხბურთში! - ქართულ-უკრაინული დაპირისპირება და 3 შანსი

მკითხველის კომენტარები / 65 /
გეგუჩაძე მართლა უნდა წავიდეს, ფაქტია ამდენი წელია ბათუმშია, მეტნაკლებად მნორმალური დაფინანსებით, კარგის სტადიონით და გულემატკივრით. არაა ცუდი მწვრთნელი მართლა, მაგრამ არ გამოსდის ფაქტიურად არაფერი, რაღაც ნამდვილად არის შესაცვლელი.
gionat
25 ივლისი 2023 15:44
1
... რაც ახალი სტადიონი აშენდა, ბათუმის დინამოს გულშემატკივრებს ვერავინ შეედრება, ყვლა თამაშზე 15-20 ათასი კაცი დადის (რომელიმე გუნდმა მოიყვანოს ამის თუნდაც ნახევარი)!!!
...გულშემატკივრების წინააღმდეგ წასვლა, არ იქნება კლუბის პრეზიდენტის მხრიდან სწორი საქციელი (ჯერ არავის გაუმარჯვია)...
... იტალიელ მწვრთნელებზე იყო წლის დასაწყისში საუბარი. კარგი იქნებოდა, მოგვესინჯა...
მალხაზ ბოლქვაძე
25 ივლისი 2023 15:30
1
ყველა გეგუჩაძის გადადგომას ითხოვს სიმართლეა.არჩილ ბერიძის გადადგომას რატომ არ ვითხოვთ?20 მეტრიდან ვუყურებდი 20 ათასი მაყურებლის თვალწინ როგორ გარბოდა გუნდის პრეზიდენტი მსაჯის გასლახვათ ესე უნდა იქცეოდეს გუნდის პრეზიდენტი?გეგუჩაძემ ამოწურა თავისი მაგრამ საქმე იმაშია არ იცის ვინ მოიყვანოს მის შემცვლელად.არჩილ ბერიძე დიდი მოყვარული ჩანს ფეხბურთის მაგრამ აზრზე არაა როგორ უნდა განავითაროს ფეხბურთი.
ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი
25 ივლისი 2023 15:21
0
ყველა გეგუჩაძის გადადგომას ითხოვს სიმართლეა.არჩილ ბერიძის გადადგომას რატომ არ ვითხოვთ?20 მეტრიდან ვუყურებდი 20 ათასი მაყურებლის თვალწინ როგორ გარბოდა გუნდის პრეზიდენტი მსაჯის გასლახვათ ესე უნდა იქცეოდეს გუნდის პრეზიდენტი?გეგუჩაძემ ამოწურა თავისი მაგრამ საქმე იმაშია არ იცის ვინ მოიყვანოს მის შემცვლელად.არჩილ ბერიძე დიდი მოყვარული ჩანს ფეხბურთის მაგრამ აზრზე არაა როგორ უნდა განავითაროს ფეხბურთი.
ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი
25 ივლისი 2023 15:20
0
გეგუჩაძემ რაუნდა ქნას გუნდი რომ ვერქაჩავს.არცერთი გუნდი არარის მზად ფეხბურთის სათამაშოდ.პატარას რაღაცას გაიფაფხურებენ ჭ კლასის გუნდთან და ვსიო მერე ჩაკვდებიან:(ფეხბურთია შედეგი!
ბურთი
25 ივლისი 2023 15:15
6
ბათუმის წვალება არც მე მომეწონა, მაგრამ...
ვთქვათ, წავიდა მწვრთნელი, გათენდა მეორე დღე და რას ვშვებით?
ვინმე უკეთესი მოგვყავს?
ვინ არის მერე უკეთესი?
ან იმ უკეთესს რამდენ ხანს აცლით?
თუმცა ისიც მართალია, რომ ამ რესურსით უკეთესი თამაში შეიძლებოდა.
mamuka09ze
25 ივლისი 2023 15:12
6
გეგუჩაძეზე უკეთესს ვის მოიწვევთ, საინტერესოა?! თუ ფიქრობთ, რომ გვარდიოლას დონის მწვრთნელები დათანხმდებიან საქართველოში მუშაობას?!
N
25 ივლისი 2023 15:08
12
როგორც იქნა ხმა ამოიღეთ...
ნიკო
25 ივლისი 2023 14:59
0
ბათუმის დინამოზე თვითონ ბათუმელმა ფანებმა, ვეტერენმა ფეხბურთელებმა და ვითომ ჟურნალისტებმა შექმნეს გადაჭარბებული მოლოდინები, ყველა გადაცემაში ამბობენ რო ბათუმი ყველაზე გამართული გუნდია საქართველოშიო, რანაირად არის გამართული გუნდში ერთი ბათუმელი არ თამაშობს, გუნდს გამართული აკადემია არ აქვს, გუნდს ევრო 21 ზე ერთი ფეხბურთელი არ ყავდა, გუნდი ტრანსფერებს ვერ აკეთებს, იანვარში მოყვანილ ლეგიონერებს ივნისში უშვებენ ეს არის გამართული გუნდი? გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაა დილაში გამოწურული ფეხბურთელების დატაცება. ნახევარი გუნდი დემჩენკოს გამოწურული ფეხბურთელებით არის სავსე და რაც ყველაზე მთავარია ვერც ერთი ვერ ამართლებს სკამზე ზიან. ბათუმის ფანები ქართულ ბაიერნს რო ეძახდით რა აზრი აქვს ეროვნულ ლიგაში თამაშსო მაგ ამპარტავნობამ მიგიყვანათ იქამდე რო გყავთ გუნდი რომელმაც ფეხბურთის თამაში არ იცის. მარტო ლამაზი სტადიონით რო წარმატებები მოდიოდეს ყატარი მსოფლიოს ჩემპიონი უნდა გამხდარიყო. ამპარტავნობამ დაგღუპათ თქვენ. და თუ გგონიათ გეგუჩას გაუშვებენ ცდებით!!!
dogi
25 ივლისი 2023 14:53
1
ეს არის ყველაზე პოპულარული ქართული სპორტული საიტი და ამ კომენტარებს იმედია კითხულობს ბათუმის დინამოს მწვრთნელები და გუნდის მფლობელი. დიახ, დრო კიარა დაგვიანებულიც კია გეგუჩაძის წასვლა! მარტო საპრიზო ადგილებზე გასვლა ვერაფერი შედეგია, არადა გუნდს ყველა პირობა აქვს იმისათვის რომ რამდენიმე ეტაპი გაიაროს თუნდაც კონფერენსლიგაზე.მადლობა მას იმისათვის რომ ისტორიაში პირველად გახადა გუნდი ქვეყნის ჩემპიონი. მან უკვე ამოწურა საკუთარი თავი ამ გუნდში.
გეგუჩაძე წადი!!!
თომა
25 ივლისი 2023 14:39
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული