გიორგი ჭიაბრიშვილი: მე ბევრი შეცდომა დავუშვი - ვიმედოვნებთ, ამ ყველაფრის გამოსწორებას სახლში შევძლებთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად "ჰამრუნ სპარტანსთან" 1:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა:

"რთული მატჩი გამოდგა. ეს პირველი თამაში იყო. ვიმედოვნებთ, რომ ამ ყველაფრის გამოსწორებას სახლში შევძლებთ. მარცხის მიზეზებზე საუბარი, ვფიქრობ, არ ღირს, რადგან ბევრი რამ გაანალიზებული არ გვქვს, მაგრამ ვხვდები, რომ პირადად მე ბევრი შეცდომა დავუშვი, რაც თამაშზე აისახა.

ცვლილებების მომენტიც იყო, ბევრი ტრავმა, ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი რამ. სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, მთელი თამაში ჩემი დაგეგმილი იყო და არ გამომივიდა. ამიტომ შეხვედრა დავთმეთ.
ვეცდები, თბილისური მატჩი სხვანაირად დავგეგმო, შემოვაბრუნოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ".

მკითხველის კომენტარები / 59 /
ამ განცხადებას ორი სცენარი აქვს:
1) მარგველაშვილს ძირითადში კი არა და შეცვლაზეც აღარ გააკარებს და სწორი შემადგენლობით ამ ბარიერს ფორთხვით გაივლიან(ძალიან ზღაპარი სცენარი)
2) ეს სიტყვები ბლა ბლა ბლა იქნება,მარგველაშვილსაც ტრადიციულად დააყენებს და სახლშიც უსირცხვილოდ წავაგებთ ( რეალური სცენარი)
ორივე დინამოს ყავს სასწაული ეტალონი მცველთა დუეტი მარგველაშვილი-კობახიძეს სახით ! ჯერ ამათი ფეხბურთის შესვლის დღე და მერე ამათი უნამუსო პატრონების გეგუ-ჭიასი !
დავითი
04:16 26-07-2023
10
კაი რას იძახი.. სიცხე იყო მაგარი და მაგიტომ წავაგეთ თორემ... გადავიმტვრევდით ძვლებში )) პ.ს მარგველაშვილი მომიკითხე. ბოლოს კამარა რომ იდგა და ვეღარ ინძრეოდა, ის ახალი ახალგაზრდა რატომ არ შემოიყვანე? 5 ცვლილება გაქვს და რაში დახარჯე? ჯერ იმ ცენტრალურ მცველს რა ვუთხარი 90 წუთი რომ ვერ ძლებს მინდორზე (მე შენ გეტყვი ახლა და საქმე ჰქონდათ ბევრი). აქაო და რადგან სხვებზე მეტ ხელფასს უხდით მაგიტომ უნდა ითამაშოს? დავიჯერო მწვრთნელებმა არ იცით ვინ რისი მაქნისია? ხომ იცოდი რომ რაღაცას გაგიჩალიჩებდათ რატომ შემოუშვი? ყვითელი ჰქონდა ტიპს და საჯარიმოში პატკატში შევიდა, ის რომ წამოგებოდა გააგდებდნენ და პენალტი იყო.. ნეტა მასე მომხდარიყო, ნეტა.. ეს ლორია კიდე დაბერდა და კინაღამ მე-2 წითელი აიღო საუბრისთვის, მეტოქემ გააჩერა კიდევ კარგი..
ilar10N Youtube
04:07 26-07-2023
5

სიახლეები პოპულარული