Geo Team-ის ინფორმაციით, ყაზახური "აქტობე" ქუთაისში "ტორპედოსთან" მატჩისთვის რამდენიმე საათის წინ უნდა გამოფრენილიყო, თუმცა ქართული სასაზღვრო მხარე არ აძლევს თანხმობას ყაზახურ კლუბს, საქართველოში დაჯდეს.
როგორც Geo Team-ს ქუთაისის "ტორპედოში" განუმარტეს, ქართულ სასაზღვრო მხარეს პრობლემა აქვს იმ ავიაკომპანიასთან, რომლითაც ყაზახურმა "აქტობემ" ჩარტერული ფრენა საქართველოში უნდა განახორციელოს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უეფა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
დღეს ქუთაისში ლუკა გადრანის გუნდის მატჩისწინა ვარჯიში უნდა გაიმართოს.