"აქტობე" ქუთაისში ხვალ, თამაშის დღეს ჩამოფრინდება - ახალი დეტალები ცნობილია

AutoSharing Option
როგორც მოგახსენეთ, ყაზახური "აქტობე" ქუთაისში "ტორპედოსთან" მატჩისთვის რამდენიმე საათის წინ უნდა გამოფრენილიყო, თუმცა ქართული სასაზღვრო მხარე ყაზახურ კლუბს არ აძლევდა თანხმობას, რომ თვითმფრინავი საქართველოში დამჯდარიყო.

"ევროპოპის" ინფორმაციით, ყაზახების ჩარტერული რეისის მიღებაზე საქართველომ უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ ამ ფრენას სანქცირებული ავიაკომპანია ასრულებდა. "ტორპედოს" უშუალო ჩარევის შედეგად, პრობლემა მოგვარდა და "აქტობე" საქართველოში ხვალ, 27 ივლისს ჩამოფრინდება.

რაც შეეხება "აქტობეს" ლეგიონერის, ნიანგბოს საკითხს, ფეხბურთელს დოკუმენტები წესრიგში არ ჰქონდა და ვიზაზე უარი ამიტომ ეთქვა. "ტორპედომ" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, რომ მოთამაშეზე
ქვეყანაში შემოსვლის სამდღიანი საშვი დაეშვათ. საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. 

ქუთაისის "ტორპედო" "აქტობეს" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება. დუელის პირველი შეხვედრა ქუთაისში, "რამაზ შენგელიაზე" 27 ივლისს გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

წყარო: ევროპოპი

alt"აქტობეს" ქართული სასაზღვრო მხარე საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომის უფლებას არ აძლევს - უცნობია უეფას პოზიცია

მკითხველის კომენტარები / 31 /
ბარემ მეორე ტაიმში ჩამოფრენილიყო ბარემ რაეჩქარებოდათ
მოსწხონელი
26 ივლისი 2023 16:11
1
ალბათ პირდაპირ სტადიონზე დასვავენ ხო?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
26 ივლისი 2023 16:10
2
დილაზეც დაწერეთ რამე, ჩვენი გუნდია ტაჯიკეთის ხო არაა. ჩაფრინდნენ, ვარჯიშობენ, თუ რას აკეთებენ?!
რაბუ
26 ივლისი 2023 22:46
0
"ამ ფრენას სანქცირებული ავიაკომპანია ასრულებდა. "ტორპედოს" უშუალო ჩარევის შედეგად, პრობლემა მოგვარდა" - კი ვიცოდი რომ ქუთაისლები მაგრები არიან, მაგრამ, თუ მსოფლიო წესრიგზე ახდენდნენ გავლენას ნაღდად არ მეგონა. ეხუმრები სანქცირებული ავიაკომპანიისთვის სანქიის მოხსნას, თანაც რამდენიმე საათში.
goga
26 ივლისი 2023 16:33
2
აქტობეს თუ უნდა თამაშის მეორე დღეს ჩამოფრინდნენ. რა პრობლემაა?
G.LA
26 ივლისი 2023 19:06
1
ან უეფაა ჩარეული, ან ავიაკომპანია შეცვალეს (უფრო - მეორე), ტორპედო ჩაერია არა იხვის ტოლმა… ჩარევა შეუძლია იმას, ვისი კომპეტნციაც არის ეს თემა.
ბადრი ჯაფარიძე
26 ივლისი 2023 19:32
3
ხოშტარია დეკანოიძე სად ხართ/? ესიგი რა გამოდის როცა მოგვინდებ რუსეთს ისე ვექცევით როგორც სანქცირებულს და როცა მოგვინდება სანქცირებულს ხელს ვუწყობთ? პირველი რეისიდან 2 თვე გავიდა და არ ქონია არავის მიზეზი სანქცირებული ბორტის მითების გამო დავესანქცირეთ მიზეზი რო ქონოდათ არავინ დაგვინდობდა
ნოდო
26 ივლისი 2023 18:39
9
აი დაუფარავი მოღალატე იცანით ესეთებს დეპორტი უნდა ჩაგირტყან. იმ ბანძ ჩრდილოელებს კარგათ ულაკავთ. მსაჯებს აქ რომ ეხმარებიან ორივე დინამოს ეს სახალხოდ ცნობილია ნუ ერთს საერთოდ დაუფარავად მაგრამ ევროტურნირებზე არ აძლევენ პირადი მსაჯებით გავიდნენ მოედანზე და მიტომ დაიქნიეს ერთი ალბანელებმა და მეორე მიყვარულმა კუნძულელებმა.
ბათუმს ქათქათას
26 ივლისი 2023 17:48
14
ყველაფერი იქით მიდის რომ სასურველია სახლში ჰანდიკაპით მოვიგოთ. 2:0 იდეალური იქნება. ყაზახეთში რთული თამაში იქნება, ასე რომ ცდა არ დააკლოთ.
რაბუ
26 ივლისი 2023 22:16
2
წესით თუ გინდა რომ თანაბარ პირობებში იყო, ზეგისთვის დაენიშნათ თამაში. რაღაც ვერ გამოდის კარგად. აეროპორტიდან პირდაპირ სტადიონზე ,ძალიან გაუჭირდებათ თამაში და მიზეზიც ექნებათ, თუმცა სანქცირებული ავიაკომპანია არ გვჭირდება.
დავით 67
27 ივლისი 2023 02:56
1

სიახლეები პოპულარული