"აქტობე" ქუთაისში ხვალ, თამაშის დღეს ჩამოფრინდება - ახალი დეტალები ცნობილია

AutoSharing Option
როგორც მოგახსენეთ, ყაზახური "აქტობე" ქუთაისში "ტორპედოსთან" მატჩისთვის რამდენიმე საათის წინ უნდა გამოფრენილიყო, თუმცა ქართული სასაზღვრო მხარე ყაზახურ კლუბს არ აძლევდა თანხმობას, რომ თვითმფრინავი საქართველოში დამჯდარიყო.

"ევროპოპის" ინფორმაციით, ყაზახების ჩარტერული რეისის მიღებაზე საქართველომ უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ ამ ფრენას სანქცირებული ავიაკომპანია ასრულებდა. "ტორპედოს" უშუალო ჩარევის შედეგად, პრობლემა მოგვარდა და "აქტობე" საქართველოში ხვალ, 27 ივლისს ჩამოფრინდება.

რაც შეეხება "აქტობეს" ლეგიონერის, ნიანგბოს საკითხს, ფეხბურთელს დოკუმენტები წესრიგში არ ჰქონდა და ვიზაზე უარი ამიტომ ეთქვა. "ტორპედომ" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, რომ მოთამაშეზე
ქვეყანაში შემოსვლის სამდღიანი საშვი დაეშვათ. საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. 

ქუთაისის "ტორპედო" "აქტობეს" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება. დუელის პირველი შეხვედრა ქუთაისში, "რამაზ შენგელიაზე" 27 ივლისს გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

წყარო: ევროპოპი

alt"აქტობეს" ქართული სასაზღვრო მხარე საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომის უფლებას არ აძლევს - უცნობია უეფას პოზიცია

მკითხველის კომენტარები / 31 /
Წინადადება შემომაქ რამდენიმე ფეხბურთელი დარიშხანითაც მოვწამლოთ.სხვანაირად აბა როგორ უნდა მოვიგოთ-მსაჯი პენლებს არ დაგვიდებს და ფედერაცია ვერ დაგვეხმარება
ქუთაისელი
12:29 27-07-2023
2
Fc Kutaisi მშვენიერი იქნება, მოაცილეთ ეს ტორპედო სახელი. Fc Batumi ასევე .
რაბუ
12:27 27-07-2023
1

სიახლეები პოპულარული