"ტორპედოს" მწვრთნელი: ჯერ არაფერი დასრულებულა, ყველაფერი წინაა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "აქტობესთან" 1:4 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე "ტორპედოს" მწვრთნელმა სტივ კინმა ისაუბრა:

"იმედგაცრუებული ვართ, ამ შედეგს არ ველოდით. მეორე ტაიმის დასაწყისში შანსები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. მეტოქემ ნახევარდაცვის ხაზში განსაკუთრებით გვაჯობა. ჯერ არაფერი დასრულებულა, ყველაფერი წინაა.

ვიტყვი, რომ გოლების გაშვება ყველა რგოლის ბრალია. ასევეა, როცა გაგვაქვს. თავისუფალი ზონები რჩებოდა, თუმცა მარცხში მცველების განსაკუთრებული ბრალეულობა არ ყოფილა.

მომდევნო მატჩში აუცილებლად უნდა გავიტანოთ. სწრაფ გოლს დიდი მნიშვნელობა ექნება და კარგად უნდა შევუტიოთ.

სამწუხაროდ, მეტოქეზე ზეწოლა ვერ განვახორციელეთ.
ქარი და დამატებითი გარემოებები არაფერ შუაშია. პირველ ტაიმში მოწინააღმდეგის ნახევარზე გადასვლა გვიჭირდა. მეორე 45 წუთში შეტევებში ყოფნას მხოლოდ ჩვენ ვცდილობდით და მეტოქეზე ზეწოლას ვახორციელებდით.

ცვლილებების განხორციელება მანამდეც შეიძლებოდა, თუმცა მას გეგმაზომიერად ვახორციელებდით".

მკითხველის კომენტარები / 49 /
თუ არ გრცხვენია მაგას რომ ამბობ? ან შენ მაინც თუ გჯერა მაგის?
ვასილ
09:01 29-07-2023
0
შენ ბიჭო ჩემზე მეტი აფერისტი ხარ მგონი.
ჭიჭიკია
19:53 28-07-2023
1

სიახლეები პოპულარული