კაცნაკლულმა "ტორპედომ" ყაზახეთში გაიმარჯვა, მაგრამ გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ტორპედომ“ გასვლაზე „აქტობე“ 2:1 დაამარცხა.

ქუთაისში 1:4 წაგების შემდეგ „ტორპედომ“ სტუმრად გამარჯვების მოპოვება შეძლო, რაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

პირველ ტაიმში მასპინძლები სამოროდოვმა წინ გაიყვანა, შესვენების შემდეგ ყაზახეთის გუნდის კარი არაბიძემ და ბუღრიძემ დალაშქრეს, „ტორპედო“ დაწინაურდა, შანსი გაუჩნდა, მაგრამ მერე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სანდოხაძემ და საბოლოოდ ქუთაისელებმა 2:1 გაიმარჯვეს.

აქტობე. „კობლანდი-ბატირა“
აქტობე - ტორპედო 1:2
გოლები: 1:0 სამოროდოვი (31), 1:1 არაბიძე (58), 1:2 ბუღრიძე (66)
გაძევება: სანდოხაძე (78)

მკითხველის კომენტარები / 22 /
მოკლედ, თან ლუზერები ვართ, თან უკუდო ამპარტავნები.საშუალოზე დაბალი დონის კლუბმა აქტობემ აჯობა ტორპედოს, თანაც მაგრად აჯობა. არ შეგვიძლია ამის აღიარება? 4;1 რომ წააგებ საკუთარ მოედანზე,ამას რაც ქვია კი იცით. რაც შეეხება ბრძოლას,ტორპედოს წამყვან ფეხბურთელებს საქართველოს პირობებში ხელფასი თვეში 30 000 ლარი რომ აქვთ ,უნდა ირბინონ მაინც, თუნდაც უაზროდ და ერთი-ორს ხანდახან გაარტყამენ.
სიმართლე ნუ გაღიზიანებთ.
16:16 04-08-2023
1
ასეტი ბოგმიანი კომენტარები არ დაყმსახურებია ტორპედოს, ბოლომდე იბრზოლენ და ევროტასებზე გირსეყლად გამოვიდნენ.მეტი რაუნდა ეკნა 2 ტვის გუნდს. მადლობა გამარჯვებისტვის და ბრზოლისტვის.
realoba
12:43 04-08-2023
1

სიახლეები პოპულარული