ეს "დილაა" - გორულმა გუნდმა გაიმარჯვა და მესამე რაუნდში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დილამ“ სახლში „ვორსკლა“ 3:1 დაამარცხა.

პოლონეთში 1:2 წაგების შემდეგ „დილა“ საკუთარ მოედანზე თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, შეუტია და პირველი ტაიმის დასასრულს ფარულავამ დააწინაურა. თამაში მეორე ტაიმშიც მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ლამაზი სანახავი იყო. კარგი მომენტი გომისმა ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, 71-ე წუთზე გამოიყენა კოვტალიუკმა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთს პოლტაველთა კარში მიუჩინა ადგილი. სტუმრებმა მალევე მოახერხეს სტეპანიუკის გოლით ანგარიშის შემცირება. თუმცა 86-ე წუთზე გეილმა ძოწენიძის გრძელი პასი მიიღო, მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა, გაიტანა და "დილა" გათამაშების
მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

"დილამ" მიმდინარე ტურნირზე საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა. ისევე, როგორც დაკ-თან, "ვორსკლასთანაც" წაგებული პირველი შეხვედრის შემდეგ გაიმარჯვა და მესამე ეტაპზე იასპარეზებს.

ყოჩაღ დემჩენკოს და მის შეგირდებს - აი, სწორედ ასეთ გუნდს სჭირდება მეტი დაფინანსება და თანადგომა!

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - ვორსკლა 3:1
გოლები: 1:0 ფარულავა (45), 2:0 კოვტალიუკი (71), 2:1 სტეპანიუკი (74), 3:1 გეილი (86)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 83 /
მართლა საღოლ დილას. აბას ბათუმის ან დინამლს ბიუჯეტი მიცა და დემჩენკო ევროპალიგაზე მაინც გაიყვანდა კარგი სპეციალისტია ლეგიონერებიც ნორმალური.ბრავო დილა
დილა გორი ბრავო
03 აგვისტო 2023 23:02
2
შეადარეთ გორის დილას შესაძლებლობები და დინამო თბილისის, ბრავო გორის დილას. ჭკვიანი მწვრთნელი ჰყავს და ლეგიონერებიც ხარისხიანი. ეხლა უყუროს ფიფიამ, თურმე შეიძლება სლოვაკეთის ერთ-ერთი საუკეთესო და უკრაინული კლუბების დამარცხება და არა უშანსოდ მალტის ჩემპიონთან დამარცხება.
zaza
03 აგვისტო 2023 22:59
0
დილა საქართველოს საუკეთესო გუნდია!!! ესეთ თანამედროვე ფეხბურთს მაღალი პრესინგით ვერცერთი ქართული გუნდი ვერ თამაშობს. იმედია დინამო გამოიჩენს კეთილ ნებას და კვირას გასამართ თამაშს დილასთან გადადებენ რო გუნდმა დაისვენოს ხუთშაბათის თამაშისთვის. და კიდევ, ძოწენიძე ზედიზედ მესამე თამაშია საოცარ საგოლე პასებს აკეთებს. რა დიაგონალი გააკეთა გეილის გოლზე. ბოლოს ტრადიციას არ დავარღვევ და გორელებს გეტყვით რო უმაგრესი გუნდი გყავთ უმაგრესი მწვრთნელით!!!
dogi
04 აგვისტო 2023 02:48
1
არადა აჩემებულია, თანამედროვე ფეხბურთში, კარგი თამაში მხოლოდ მოკლე პასებით შეიძლება. მაშინ ყიფიანი და კახი ასათიანი პასებს რა ვუყოთ? გუნდს უნდა შეეძლოს ყველა დადებითი მომენტების გამოყენება.
გიზოგ
04 აგვისტო 2023 12:24
0
არა აქვს მნიშვნელობა როგორ ითამაშებს შემდეგ თამაშს დილა, ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ეს ბიჭები იბრძოლებენ, რადგან აქვთ სინდისი და ნამუსი, აქვთ სისხლი, რომელიც დუღს, აქვთ გულშემატკივრის პატივისცემა, მიუხედავად პატარა ბიუჯეტისა სხვა მუქთახორა ქართული კლუბებისგან განსხვავებით.
მადლობა გორს!!!
მადლობა დილას!!!
პატარა გორი მართლაც დიდია!!!
შალვა 73
03 აგვისტო 2023 23:24
0
სიმბოლურია რომ 4 ქართული გუნდიდან ერთადერთი თამაშობს ფეხბურთს ქართულ სახელიანი დილა
გიუშა
03 აგვისტო 2023 23:31
1
ჩემი დაწერილი ლექსი მოგწონთ არა? მაგრამ იმას რა ვუყოთ, გორში ჩემი ქანდაკება, რო ვერ დაიცავით? სირცხვილი თქვენ გორელებო!
იოსებ სტალინი.
03 აგვისტო 2023 23:58
16
ბერიას შემოქმედება ძალიანადვილი დასანხია , როგორც ცუდი , ისე ძალიან კარგი .
კახაბერი
04 აგვისტო 2023 08:23
0
უკრაინელი მცველის ყოვლად უღირსი კომენტარი გამახსენდა გეგონება ბელარუსი ვიყოთ ისე მოიხსენია დილა :)
სიმართლე
03 აგვისტო 2023 23:00
6
ქართული პოლიტიკა უკრაინის მიმართ ბელარუსზე უარესია,ის ქართველი ხალხია დასაფასებელი, ვინც არასოდეს ეთანხმება ამ მოღალატე მთავარობის ტვინის რეცხვის პოლიტიკას
Georgian
03 აგვისტო 2023 23:08
45
აი გუნდი აი მონდომება აი მწვრთნელი. თავისზე 5 თავით უკეთეს გუნდს მოუგეს (ყოველ შემთხვევაში ფურცელზე ასე იყო)
მერე მეორე სად ჩვენი და სად უკრაინის დონის ჩემპიონატი. მადლობა მთლიან შტაბს და ყველა ფეხბურთელს. მოგებაცაა და მოგებაც თამაშით მოიგეს და არა გამართლებით. ამ ფეხბურთით ეს გუნდი კონფერენც ლიგას უდავოდ იმსახურებს
ქართველი
03 აგვისტო 2023 23:55
2
მადლობა გორის დილას
დათო
03 აგვისტო 2023 23:31
1
დილა ქართული ფეხბურთის ნამუსია. თავმოყვარე კლუბია და აქედან აუცილებლად უნდა დააკვირდნენ მწვრთნელები ქართველ ფეხბურთელებს!
ლაშა
03 აგვისტო 2023 23:00
0
აბა რა! 2:1 ის შემდეგაც ეტყობოდა თამაშს, რომ დილა არ გაჩერდებოდა და მიიყვანეს ბოლომდე! ყოჩაღ მწვრთნელს: თქვა და გააკეთა! ასეთი რამე, რომელი ქართველი მწვრთნელისგან გახსოვთ ბოლოს?

მადლობა საიტს ლინკის დადებისთვის! იმედია საზოგადოებრივი მე-3 ტურზე დილას თამაშის ნაცვლად თბილისის "დინამოს" ვარჯიშს არ ჩაგვირთავს.
ვისტი
03 აგვისტო 2023 23:11
0

სიახლეები პოპულარული