ეს "დილაა" - გორულმა გუნდმა გაიმარჯვა და მესამე რაუნდში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დილამ“ სახლში „ვორსკლა“ 3:1 დაამარცხა.

პოლონეთში 1:2 წაგების შემდეგ „დილა“ საკუთარ მოედანზე თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, შეუტია და პირველი ტაიმის დასასრულს ფარულავამ დააწინაურა. თამაში მეორე ტაიმშიც მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ლამაზი სანახავი იყო. კარგი მომენტი გომისმა ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, 71-ე წუთზე გამოიყენა კოვტალიუკმა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთს პოლტაველთა კარში მიუჩინა ადგილი. სტუმრებმა მალევე მოახერხეს სტეპანიუკის გოლით ანგარიშის შემცირება. თუმცა 86-ე წუთზე გეილმა ძოწენიძის გრძელი პასი მიიღო, მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა, გაიტანა და "დილა" გათამაშების
მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

"დილამ" მიმდინარე ტურნირზე საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა. ისევე, როგორც დაკ-თან, "ვორსკლასთანაც" წაგებული პირველი შეხვედრის შემდეგ გაიმარჯვა და მესამე ეტაპზე იასპარეზებს.

ყოჩაღ დემჩენკოს და მის შეგირდებს - აი, სწორედ ასეთ გუნდს სჭირდება მეტი დაფინანსება და თანადგომა!

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - ვორსკლა 3:1
გოლები: 1:0 ფარულავა (45), 2:0 კოვტალიუკი (71), 2:1 სტეპანიუკი (74), 3:1 გეილი (86)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 83 /
"გორული მწვანე"გამიგია, გორული დილა კი არა გორის დილა
სამართალი
13:42 06-08-2023
1
დემჩენკო მაღალი დონის მწრვთნელია. თუ ასე გააგრძელა, გორში კი არა, საქართველოშიც არ გააჩერებენ დიდხანს.
2

სიახლეები პოპულარული