უკრაინელი მწვრთნელის ლოგიკური შედეგი, საგოლე პასები დაცვიდან, ძლიერი ლეგიონერები - გორის "დილას" წარმატება

AutoSharing Option
ევროტურნირებზე ქართული კლუბების გამოსვლა ბოლო წლებში ერთმანეთს ჰგავს. თუკი რომელიმე გუნდისგან მოლოდინი არსებობს, მალევე გვიცრუვდება, ამ დროს კი გამოჩნდება ერთი, რომელიც ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე უფრო შორს მიდის, ვიდრე წარმოვიდგენდით. წარუმატებლობის მიზეზებზე ბევრი ვწერეთ და განსაკუთრებულის დამატება გაგვიჭირდება, გორის "დილას" წარმატება კი გარკვეულ კანონზომიერებას ეფუძნება...

Sportall.Ge

ანდრეი დემჩენკოს გუნდი პირველივე სეზონიდან თანამედროვედ თამაშს ცდილობდა, ევროტურნირებზე კი, გამოცდილებასთან ერთად, გარკვეული უნარები აკლდებოდათ. ასე წააგეს დიდი ანგარიშით სლოვაკურ "ჟილინასთან", თუმცა ბევრი სასიამოვნო ეპიზოდი გვახსოვს და ეს არ ყოფილა ისეთი უფანტაზიო, სწორხაზოვანი და უბრძოლველი მატჩი, როგორიც
სხვა გუნდებისგან გვინახავს. განცდა, რომ უკრაინელ მწვრთნელთან ერთად გორელები ერთხელ უფრო მეტს შეძლებდნენ, სულ არსებობდა.

Sportall.Ge

უკრაინელი სპეციალისტის მთავარი სიძლიერე პრაგმატულობაში ან ანგარიშის შენარჩუნებაში არაა, "დილას" შეტევა უყვარს და ყველა რგოლში მაქსიმალურად სწრაფად თამაშობს. ანდრეის მოადგილე ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი სახე, ირაკლი მოდებაძეა. გორულ კლუბს არ აქვს აკადემია, უჭირს შეინარჩუნოს ის ფეხბურთელები, რომლებიც თავს გამოიჩენენ და შემადგენლობის სიღრმეც არ არსებობს. ამის მიუხედავად, ისინი მოლოდინებს აჭარბებენ. 

Sportall.Ge

მათი მთავარი სიძლიერე გუნდურობაშია, თუმცა რამდენიმე მოთამაშეს მაინც გამოვარჩევთ. როგორც "დუნაიკა სტრედასთან", ასევე "ვორსკლასთან" ცენტრალურმა მცველმა თორნიკე ძოწენიძემ პასის მაღალი კულტურა გვაჩვენა და ბარბადოსელ ტიერი გეილის ორჯერ გაატანინა. ქართველი უკანახაზელების თამაშს ამ კომპონენტში მუდმივად ვაკვირდებით და არათუ შედეგიანი, ჩვეულებრივი პასებით შეტევების წამოწყება უჭირთ და ბურთს უმეტესად, ერთმანეთში ათამაშებენ. 23 წლის ძოწენიძე თბილისის "დინამოს" წევრი იყო. გვესმის თბილისელთა აკადემიის სიძლიერე, კონკურენცია, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მათი აღზრდილი სხვა კლუბში თავს უკეთ რომ წარმოაჩენს. დარწმუნებული ვართ, ძოწენიძის სხვადასხვა საფეხბურთო უნარის დახვეწაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი დემჩენკოს აქვს.

Sportall.Ge

"დილაში" საკმაოდ ცოტა ქართველი თამაშობს. ერთ-ერთმა ასეთმა, 22 წლის ოთარ ფარულავამ გაიტანა. ის "გაგრადან" გვახსოვს. მარჯვენაფლანგელ რევაზ ჩიტეიშვილს "ჩიხურასთან" ერთად დიდი ევროპული გამოცდილება აქვს მიღებული. რაც შეეხებათ ლეგიონერებს, გორში მათი შერჩევა აშკარად კარგად იციან. გეილი უკვე ვახსენეთ, თავისი კლასის გამოვლენა და გატანა ნიკოლა კოვტალიუკმაც იცის. წლებია, ბრაზილიელი ალეფ სანტოსი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო წევრია... ნახევარდაცვაში გამორჩეული ნიკა გაგნიძეა, რომელმაც 21-წლამდელთა ნაკრებში გამოსვლითა და ემოციებით თავი ყველას დაამახსოვრა. 

გორის "დილა" ახალ გამოწვევაზე უნდა გადაერთოს, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ "აპოელს" შეხვდება, სადაც ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია თამაშობენ. ფავორიტი ისევ მოწინააღმდეგე იქნება, ეს კი "დილას" არათუ აშინებს, იქნებ უფრო კომფორტულ ვითრებაშიც ამყოფებს. გორი ამ კატეგორიის თამაშებს ვეღარ უმასპინძლებს და მატჩი თბილისში ჩატარდება. შუალედებში დემჩენკოს გუნდი ბათუმისა და თბილისის "დინამოებს" უნდა დაუპირისპირდეს. "აპოელის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ასე სანატრელ ჯგუფურ ეტაპამდე მხოლოდ ერთი მეტოქე დაგვაკავშირებს. გორელები ამასთან ახლოს ერთხელ უკვე ევროპა ლიგაზე იყვნენ, სადაც პლეი-ოფამდე მიაღწიეს.

altეს "დილაა" - გორულმა გუნდმა გაიმარჯვა და მესამე რაუნდში გავიდა! [VIDEO]

alt"დილას" მეტოქე მესამე ეტაპზე დვალისა და ქვილითაიას "აპოელია" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
https://www.facebook.com/PetroxGeorgia/posts/pfbid0KRpQSoCYWLQRyCJy7LBRLuiUarJU8tQF3iJQKfVYW4V4eny9QYv5q1rPRjMGr3Bgl
სუპერ
21:17 04-08-2023
2
თქვენ სად წაიკითხეთ, რომ ჟურნალისტები ან გულშემატკივრები ამბობენ, ლიგა მოვიგეთო. საუბარი აშკარად იმაზეა, დილადან სხვაზე ცოტას რომ ველოდით და ამ ნაქებ დინამოებს აჯობა. ბოლო წლებში რაც ხდება, ორი ეტაპი წარმატებაა კიდე, რას ვიზამთ
odala-ს
21:08 04-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული