ორი განსხვავებული ტაიმი - "დილა" "აპოელთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „დილა“ თბილისში „აპოელთან“ 0:2 დამარცხდა.

მიუხედავად სიცხისა, შეხვედრა მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო. თამაში სანახაობრივი იყო. მე-10 წუთზე მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ და მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ. ყველაზე სახიფათო მომენტი გორულ გუნდს პირველ ტაიმში, 30-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც საჯარიმოდან ჩიტეიშვილის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. კომპენსირებულ დროში მეკარე კუჩერენკომ ქვილითაიას დარტყმული ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი უმეთვალყურეოდ დარჩენილმა კრესპომ გაიტანა.

შესვენების შემდეგ „აპოელმა“ მაღალ პრესინგს მიმართა, თამაშის ტემპიც დაეცა და მოწინააღმდეგემ ანგარიში გაზარდა - საჯარიმოდან ეფრემის დარტყმული
არგასაშვები ბურთი კუჩერენკომ გაუშვა. დარჩენილ დროში "დილა" უშედეგოდ ცდილობდა გატანას. ბოლოს მცველმა სანტოსმა წითელი ბარათი მიიღო და დემჩენკოს შეგირდებმა მარცხი განიცადეს.

აშკარაა, "აპოელი" "დილაზე" უკეთესად დაკომპლექტებული გუნდია და ეს საბოლოოდ შედეგზე აისახა.

საპასუხო შეხვედრა 17 აგვისტოს ნიქოზიაში გაიმართება.

თბილისი. „დინამო არენა“
დილა - აპოელი 0:2
გოლები: 0:1 კრესპო (45+1), 0:2 ეფრემი (64)
გაძევება: სანტოსი (87)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 46 /
ეს ყველაფერი გასაგებია რო საკლუბო ფეხბურტი ნოლია მარა მე რა მაინტერესებს გორს სტადიონი დაუცუნეს სტანდარტებს არ აკმაყოფილებსო კონფერენს ლიგის და კლაკსვიკი სოფლის მსგავს სტადიონზე ტამასობს ცემპიონტა ლიგას
beso 70
11 აგვისტო 2023 22:08
0
ვრ ვართ შეკრული ,ერთ მუშტად ,ერი,ვერ ვართ სრულიად საქართველოს თავდადებული ქომაგები,ვერ ვართ კარგი სპეციალისტები,უგულოდ ვწერთ თამაშის წინაც და შემდგომაც,ვიწროდ ვუყურებთ ყველაფერს,ეგოისტურად,ურთიერთ "წაკბენებით" განანსწავლულობა გვაკლია,დაბლომად სამშობლოს წინსვლის სურვილი,კარგი ცხოვრება კი გვსურს,ბევრი ფული კი გვინდა,გაურჯელად,თავისუფალი ყოფით,ეგრე ვერ გამოგვივა,ვიქნებით სულ,სხვათა გაცლენის ქვეშ,არსებობით არა ცხოვრებით ამ ქვეყნად.
ლონდონი.მი-6
11 აგვისტო 2023 15:37
1
ჰო და, თუ უკეთ დაკომპლექტებული გუნდია, ნუ წერთ ხოლმე, რომ აპოელის გადალახვის შემთხვევაში შეხვდება ამას და ამას?! ძალიან სასაცილოა ასეთი პოსტები.
????
11 აგვისტო 2023 11:31
3
ეს ბოლო წუთის სინდრომი ვერა და ვერ მოვიშორეთ. ქართული გუნდების უმრავლესობა, მათ შორის ნაკრებიც, ბოლო წუთზე გაშვებული გოლით აფუჭებენ თამაშს. ეს ფსიქოლოგიური მომენტი როგორმე უნდა დაიძლიოს.
გიზოგ
11 აგვისტო 2023 11:30
1
სიმართლე ითქვას დიდი იმედი არ მქონდა გორის დილასი, მაგრამ საერთო აღტკინების ფონზე ხმას არ ვიღებდი. რატომ უნდა იყოს გორული კლუბი თბილისისა და ბათუმის დინამოებზე ძლიერი, როცა სატურნირო ცხრილში მათზე მაღლა არ დგას. მაგრამ, ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი რადგან კვიპროსის და მალტის გუნდებია, უპირობოდ უნდა ვუგებდეთ. არადა დღეს გასული საუკუნის 70-იანი წლები არაა, როდესაც ბაიერნი კვიპროსულ კლუბს 12:0 უგებდა, თუმცა ბაიერნი და მისთანა ბობოლები სხვა სამყაროა და არც დღეს გაუჭირდება შედარებით ნაკლები ანგარიშით.
დღეს კი ასეთი რეალობაა; კომუნისტური ბლოკის დაშლის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპული საკლუბო ფეხბურთი, დასავლურთან შედარებით უკონკურენტო გახდა. აღმოსავლეთევროპული კლუბები დასავლური ბობოლების ფარმკლუბებად იქცნენ და საუკეთესო კადრების გადინება ჩვეულებრივ ამბად იქცა(მარტო ჩვენ არ ვართ გამონაკლისები). განსაკუთრებით ხელი შეუწყო ამას ყბადაღებულმა ბოსმანის საქმემ 90-ნ წლებში, როდესაც კლუბს მოედანზე 2 უცხოელი ფეხბურთელის ნაცვლად მათი უსაზღვრო რაოდენობის ყოლა შეუძლია. სწორედ ამის დამსახურებაა ის რომ დღეს კვიპროსული კლუბი უფრო ძლიერია ვიდრე სლოვაკური და უკრაინული, აღარაფერს ვამბობ ჩვენსაზე. არადა, ადრე ასე არ იყო: დიდი ლივერპული მარტო ჩვენ არ გვყავს გამოგდებული, 1982 წელს ეს სოფიის ცსკა-მ გააკეთა, ხოლო ერთი წლის შემდეგ პოლონურმა ვიძევმა და ეს ჩემპიონთა თასის უფრო მაღალ ეტაპებზე, ვიდრე თბილისის დინამომ.
ასეა თუ ისე, საწყენი ის არი რომ კვიპროსული და მალტურიც კი ჩემპიონატები ჩვენსაზე ძლიერია. მაგრამ, გული მაინც არ უნდა გავიტეხოთ, ირლანდიის, ჩრდ.ირლანდიის და უელსის ჩემპიონატებიც ძალიან სუსტებია, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ მათი მოტამაშეები ინგლისურ პროფესიონალურ ლიგებში თამაშობენ, სანაკრებო დონეზე გარკვეულ წარმატებას აღწევენ ჩვენგან განსხვავებით.
პროფესიონალური ტყუილად არ ვახსენე, ირლანდიების და უელსის კლუბები ნახევრადპორფესიონალები არიან, სხვათა შორის 1992 წლის ევროპის ჩემპიონის, დანიის ლიგის კლუბებიც. თავის დროზე საბჭოთა ფეხბურთელებიც არ ითვლებოდნენ ოფიციალურად პროფესიონალებად, არადა რეალურად იყვნენ, ამით აიხსნება მათი დაბალი ანაზღაურებაც. მაგალითისათვის; მესხიც, მეტრეველიც, ყიფიანიც და სხვებიც საბჭოთა მილიციის ოფიცრები იყვნენ.
რითი დაიმსახურეს ჩვენმა ფეხბურთელებმა პროფესიონალის წოდება და მაღალი ხელფასები? არაფრით. ამიტომ, ვფიქრობ ჩვენ საფეხბურთო ლიგას უნდა ჩამოერთვას პროფესიონალურის სტატუსი და ითამაშონ ბიჭებმა თავისუფალ დროს თავისი სიამოვნებისათვის და იმუშავონ სადაც უნდათ. უცხოეთის კარგ კლუბში თუ გაიყიდებიან, იქ მიიღებენ კიდეც პროფესიონალის სტატუსს.
ამით, ქართულ ფეხბურთს არაფერი დააკლდება, თუ არ მოემატება.
სტალინი
11 აგვისტო 2023 11:24
3
მაშინდელ ლივერპულშიც,თუ სწორად მახსოვს,1,ან 2 ინგლისელი ფეხბურთელი თამაშობდა.დანარჩენები,ზოგი უელსელი,ზოგი შოტლანდიელი და ზოგიც ირლანდიელი იყვნენ!
სოსო
11 აგვისტო 2023 23:59
1
მიუხედავად ამ სიგრძე დაწერილისა,მაინცწავიკითხე. თან სიამოვნებით! მშვენიერი აზრი - ჩამოვართვათ პროფესიონალის სტატუსი!
alexandre
11 აგვისტო 2023 12:16
1
Ბატონო ბადრი როგორ გეტყობათ რო ძველი პიონერ,კომკავშირელ,კომუნისტი ხარ.,,ნაპერწკლიდან ალი აინთება"?რა ნაპერწკალი აგიტყდა?ლიაკა მომიკითხე რუბლიოვკა-რუბლიაკა
G.LA -ს
11 აგვისტო 2023 11:19
7
ფეხბურთი გასაგებია.თხოვნა იქნება, ტელევიზორში ფეხბურთი გვაყურებინეთ კომენტატორების გარეშე.გამოაცხადონ შემადგენლობა,გოლი ვინ გაიტანა,შეცვლა.ამათი მოსმენა არის სასჯელი. არ დაიწყოთ ეხლა,ხმა გამორთეო.
გელა2
11 აგვისტო 2023 10:53
2
ფედერაციიდან ყარს ქარტული ფეხბურტი
pepe
11 აგვისტო 2023 10:34
4
ბანალური რამეა - სათანადო ფინანსები საბამ არ იქნება ჩვენს ფეხბურთში, არაფერი გამოგვივა. საშუალო სათამაშო კონდიციის ლეგიონერები რომ მაინც გამოვიწვიოთ სუსტ ჩემპიონატებიდან. ახალი არაფერი მითქვამს.
მერაბი
11 აგვისტო 2023 09:51
1
არა ქედაში ჯობდა)))არჩილ ფარტენაძეზე სრული ანშლაგი იქნებოდა,თან ზღვის დონიდან მაღალ ადგილზე გაუჭირდებოდა აპოელს)))
გიუშა
11 აგვისტო 2023 09:49
3

სიახლეები პოპულარული