"გვინდა, საქართველოში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მატჩები ჩავატაროთ" - შოთა არველაძემ ბრწყინვალე პროექტი დააანონსა

AutoSharing Option
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ახალ შესანიშნავ პროექტს აანონსებს:

"გვინდა ახალი პროექტი წამოვიწყოთ და საქართველოში სეზონში მინიმუმ ერთხელ ჩავატაროთ მატჩი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით. მასპინძელი გუნდი საქართველოს ნაკრები იქნება, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ. უკვე დაწყებული გვაქვს გუნდებთან მოლაპარაკება და მატჩის ჩატარების თარიღს მოკლე პერიოდში შეგატყობინებთ.

რაც მნიშვნელოვანია, უახლოესი მატჩი ერთმანეთის გამხნევების და მხარდაჭერის იდეის მატარებელი იქნება. ვფიქრობ, რთული პერიოდის დროს უფრო გვჭირდება მეტი საერთოს გამოძებნა.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი იდეის და მიზნის გარშემო არაერთი ადამიანი, კომპანია და ბრენდი გაერთიანდება", - წერს არველაძე.
მკითხველის კომენტარები / 31 /
ადგა ერთი ქ.ტროლი და სხვადასხვა სახელით არ დაეზარა კომენტარების წერა, შოთი კაცობაში არასდროს ჩაჭრილა და არც ჩაიჭრება არასოდეს ვიღაც "კალიაში" არ შეგეშალოთ, თქვე ქვეყნის მტრებო მოვა დრო ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა
ტროლ ქოცს
11:50 16-08-2023
13
ბებრების ფართხუნი გვაკლდა და აჰა! შოთამ ფული იშოვოს, საშუალო დონის ბებერ ფეხბურთელებსაც აშოვნინიოს და ქართულ ფეხბურთს ამით რაა?
geno
11:20 16-08-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული