"ჯუნგლები": "ტორპედო" მკაცრი სანქციების მოლოდინშია

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრები ("ჯუნგლები") საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" განცხადებას ავრცელებენ:

"27 ივლისს, უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ "აქტობესთან" შეხვედრის დასრულების შემდეგ, "შენგელია არენაზე" შეკრებილი გულშემატკივრების მცირე ნაწილი მოედანზე შეიჭრა, ერთ-ერთი მათგანი კი საერთოდ მსაჯთან მივიდა და ხელით შეეხო.

ამის გამო ჩვენი გუნდი მკაცრი სასჯელის მოლოდინშია. საუბარია სოლიდურ ფულად ჯარიმაზე და ყველაზე უარესი და მტკივნეული ჩვენთვის, როცა "ტორპედო" ისევ გავა ევრო ტურნირებზე, 1 საშინაო შეხვედრას ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშებს.

მაშინ, როცა ყველა განსაკუთრებით ველოდებით ევრო ტურნირებს, ძლივს მეოთხე კატეგორიის სტადიონი გვეღირსა
ქუთაისში, ვთამაშობთ თამაშებს და ამ დროს ვიღაც ერთეულების სულელური საქციელის გამო ყველა უნდა დავისაჯოთ.

ბოლო დროს ტრადიციად იქცა მოედანზე გადახტომები, რაც როგორც გუნდს, ისე ჩვენც გვაზარალებს.

ყველას მოგიწოდებთ, რომ შემდეგ შეხვედრებში მაქსიმალურად შეიკავოთ თავი მსგავსი ქმედებებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნულ ლიგაშიც აგვიკრძალავენ თამაშებზე დასწრებას, რაც მარტო ჩვენზე არა, ჩვენი გუნდის შედეგებზეც უარყოფითად აისახება...

იმას არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ანგელოზები, ჩვენც არაერთხელ ბევრად უარესი რაღაცები გაგვიკეთებია, მაგრამ საბოლოო ჯამში ამან ყველაზე მეტად ისევ ჩვენ დაგვაზარალა.

ასე რომ, მეგობრებო, თუკი რაიმე პროტესტი იქნება საჭირო, ერთობლივად ვიმოქმედოთ. როგორც უკვე გითხარით, კარგს არაფერს მოგვიტანს ყველა თამაშზე მოედანზე გადახტომა.

იმედია, სასწაული მოხდება და ავცდებით ამ ჯარიმებს, მაგრამ როგორც ამბობენ, 1%-იც არაა მაგის შანსი, მომხდარს ვეღარ ვუშველით, მაგრამ შემდეგში აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ეს ყველაფერი".
მკითხველის კომენტარები / 5 /
უკვე რამდენჯერ ხდება ასეთი რამე და რამდენჯერ დააჯარიმეს ქართველი გუნდები,ალბათ ვეღარც დავითვლით.არასოდეს გადავრჩენილვართ სანქციების გარეშე და ხომ უნდა გავიგოთ,რომ ვინც ასეთ რამეს აკეთებს,იმას კლუბი ფეხებზე ჰკიდია?!მაშინ თქვენ რატომღა უწევთ ანგარიშს იმათ ჯიბეებს და წილში არ გაგყავთ,ჯარიმის გადახდის დროს?ვინ დაიჯერებს,რომ არ იცით ვინ არის გამკეთებელი?ერთი რომ დაჯარიმდება,მეორე რომ დაჯარიმდება,მესამე უკვე აღარ გააკეთებს იგივეს და წესიერად მოიქცევა.ხომ არის ქონების დაზიანების გამო სასჯელი და ეს რა, დაზიანება არ არის?ქონების ყველა დაზიანება,ფულად იანგარიშება და პირდაპირ ფულად ზარალს რომ გაყენებს,იგივე არ არის?ჰოდა მოჰკითხეთ პასუხი.თუ აღარ მოვლენ სტადიონზე,არც მაგით დაკარგავთ ბევრ რამეს.ბრიყვ მეგობარს,სულ არ გყავდეს, ის სჯობია!თუ კი ვინმე ჰყოლია საქართველოს,მეტი წილი ქუთაისის გამოვლით გახდა კულტურის დიდი მოღვაწე,ქუთაისელს ვერავინ ასწავლის როგორ მოიქცეს,ქუთაისი თვითონ არის კულტურის სკოლა და ქუთაისელებმა ,რატომ უნდა მოითმინოთ ისეთი ხალხის საქციელი,ხალხში მოქცევა რომ არ იციან!
სოსო
18:37 16-08-2023
2
რაც აეკი-ზაგრების ფანებს შორის დროს მოხვდა დღემდე ვერ ვხვდები ორივე გუნდი როგორ არ მოკვეთეს როცა რაღაც პოლიტიკურ ბანერებზე შეძლება სტადიონს მიცე დისკვალიფიკაცია ადამიანის სიკვდილის ადექვატური ვერაფერი იქნება მარა კლუბის მოკვეტა მიახლოვებული მაინც იქნება სამართალთან ვიდრე ერთერთის გასვლა შემდეგ ეტაპზე
ნოდო
17:48 16-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული