"აპოელთან" კონფერენს ლიგის მესამე ეტაპის საპასუხო მატჩის წინ "დილას" მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ პრესკონფერენციაზე მედიასთან ისაუბრა:
"წლევანდელი ევროთასების მიმდინარეობისას ისე ხდებოდა, რომ პირველ მატჩში ყოველთვის ვმარცხდებოდით, შემდეგ კი ვახერხებდით მდგომარეობის ჩვენ სასარგებლოდ შემობრუნებას. ვეცდებით, ხვალინდელ შეხვედრაშიც იგივე გავაკეთოთ. ფაქტია, რომ საქართველოში მატჩის წაგების მიზეზი მეტწილად ჩვენი შეცდომები იყო. რაც შეეხება მეტოქის რიგებში გამორჩეულ ფეხბურთელებს, ორ ცენტრალურ ნახევარმცველს ბურთი ძალიან კარგად ეჭირა. გიორგი ქვილითაია შესანიშნავი თავდამსხმელია. ასევე მინდა გამოვყო მეტოქის მცველები, მათ შორის, გოლის ავტორი.
ზოგადად, მეტოქეს ძალიან დადებითად შევაფასებდი, კარგად ორგანიზებული გუნდია,
რომელიც განსაკუთრებით კარგად თამაშობს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე. ჩვენი ბიჭებისთვის ასეთ გარემოში თამაში დამატებითი მოტივაცია იქნება, რადგან გვიყვარს სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში".
მომზადებულია "დილას" "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით