"დილა" ისევ დამარცხდა - ქართული საკლუბო ევროსეზონი ისევ ნაადრევად დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დილა“ გასვლაზე „აპოელთან“ 0:1 დამარცხდა.

თბილისში პირველ შეხვედრაში 0:2 წაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გორული გუნდის გასვლის შანსი მინიმალური იყო, თუმცა მწვრთნელმა დემჩენკომ განაცხადა, რომ სიტუაციის შემობრუნებას შეეცდებოდნენ, რაც გასულ ორ რაუნდში მოახერხეს. სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას, მასპინძლები კი შეტევებს ორგანიზებულად იგერიებდნენ და სწრაფი კონტრიერიშებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას. პირველი სახიფათო მომენტი აქტიურმა გეილმა შექმნა, რომლის დარტყმული ბურთი მეკარე ბელეცმა მოიგერია. „აპოელის“ რიგებში ქართველი ლეგიონერები დვალი და ქვილითაია გამოირჩეოდნენ, რომელთაც გატანის შანსები ვერ გამოიყენეს. ერთი
სიტყვით, თამაში კვიპროსული გუნდისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა.

შეცვლაზე შესულმა ნდონგალამ შესვენების შემდეგ თავურით დალაშქრა კუჩერენკოს კარი და შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა საბოლოოდ გაირკვა. დარჩენილ დროში აღსანიშნავი არაფერი მომხდარა, "აპოელმა" მშვიდად მიიყვანა მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე და პლეი-ოფში "გენტს" დაუპირისპირდება. ამით ქართული კლუბების მორიგი მონაწილეობა ევროტურნირების შესარჩევ ეტაპებზე დასრულდა.

ნიქოზია. „Neo GSP“
აპოელ - დილა 1:0
გოლი: ნდონგალა (48)


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 29 /
რო ეცლიათ ძალიან მაგარ გუნდს გააკეთებდა ადგილობრივი ფეხბურთელებით აკადემიით და ასეშემდეგ ქოცო
H_s
18 აგვისტო 2023 03:22
6
რო ეცლიათ? ეგრე ყველა იტყვის არ გვაცლიანო. ჩემი აზრით, კლუბებს სახელმწიფო არ უნდა ეხმარებოდეს. თუ თავს ვერ ინახავს, უნდა ერქვეს მოყვარული გუნდი და გადავიდეს რაიონის ფიზკულტურის განყოფილების ხელში. სადაც ითამაშებენ ადგილობრივი მძღოლები, ბაზრობის მუშაკები, პოლიციელები.
ეგრეა
18 აგვისტო 2023 08:10
3
გოლს რომ ვერ გაიტან რა მოგებაზე უნდა იფიქრო? უაზროდ ბურთის თრევა, კუთხურს და სტანდარტების მომწოდებელი არავინაა, ეს მეტოქის საჯარიმოს ხაზთან დგომა და ვითომ " კედელის" გათამაშება ვინ ასწავლა ამათ? დაცვა ხომ საერთოდ არ ვარგა, ორივე თამაში უხეშ შეცდომებს მოჰყვა, აპოელმა ბურთის ფლობა მოგვცა და მაინც ვერ გამოიყენა დილამ, ასე ჯობია, აბა გენრი რა გვიზავდა?!
გოგა
17 აგვისტო 2023 23:14
21
გოგა შენ ისე კარგად გცოდნია ფეხბურთი და დემჩენკოს მერე იქნებ შენ ჩაიბარო დილა. დ.დ. იფიქრე აბა ამაზე.დ.დ.
გორელი
18 აგვისტო 2023 01:33
4
გოგა,რაც დაწერე,ყველაფერი მართალია,მაგრამ გულშემატკივარი კი არ ხარ,არამედ ნიშნს უგებ,დილას ფეხბურთელებს და ამდენი დისლაიქი,ალალად დაიმსახურე.გუნდს ძალიან მოკლე სკამი აქვს და ყოველი ფეხბურთელის ტრავმა,აუნაზღაურებელი დანაკლისია,გუნდური თამაშისათვის.ამიტომ იყო,რომ ყოველი ფეხბურთელის გამოკლების შემდეგ,გუნდის თამაში,საგრძნობლად სუსტდებოდა.ძოწენიძემ,აქაც დაუშვა უხეში შეცდომა,მაგრამ თუ ყურადღება მიაქციე,რამდენჯერ დაწვა მოედანზე და დახმარება მოითხოვა,სანამ ფეხზე დგომა შეეძლო,ცდილობდა გუნდის დახმარებას.ისევე როგორც სხვები.ცუდი ისაა,რომ შემცვლელები არიან,შედარებით სუსტები და სრულფასოვნად ვერ სცვლიან,ძირითადის ბიჭებს.ტრავმიანი რომ თამაშობ,ეს კიდევ უფრო ამძიმებდა ტრავმას და გასაკვირი რა არის,რომ თამაში თანდათან იშლებოდა?ბევრი დასცინის ქვილითაიას,მაგრამ ის,საქართველოს ჩემპიონატის დონეზე,საგრძნობლად უფრო ძლიერი ფეხბურთელია,ისევე როგორც დვალი.ტყუილად არც ერთს არ ეძახიან ნაკრებში.ასე რომ ნუ გიკვირთ,მათ როგორ გვაჯობესო.პერიპეტიებზე ლაპარაკს,აზრი არა აქვს.ბიჭებმა,რაც შეეძლოთ გააკეთეს და თუ მეტი არ გააკეთეს,ესე იგი,ამ შემადგენლობით,მეტი არ შეეძლოთ.არც აპოელს უთამაშია სრული ძალით.რამდენიც სჭირდებოდათ,იმდენი ენერგია დახარჯეს,თუმცა თუნდაც სამიოდე მათი სათადარიგო,გორელების გუნდში ყოფილიყო და მერე ეკითხათ,მატჩის ანგარიში.წავაგეთ?წავაგეთ!გვაჯობეს?გვაჯობეს!მაგრამ ენა არ მომიტრიალდება გორელების სასაყვედუროდ.ნეტავი ყველა, მათსავით დახარჯულიყო.
სოსო
18 აგვისტო 2023 12:59
1
დილამ წააგო არაფრად გამორჩეულ გუნდთაან, არადა შეეძლო ამ ბარიერის დაძლევა, აი ნახეთ გენტი რა დღეს დააყრის აპოელს
მგელი
18 აგვისტო 2023 06:43
7
სანამ ქართულად გვეწერება მაისურებზე გვარები და საქართველოს ჩემპიონატის ლოგოებით ვითამაშებთ ევროთასების თამაშებს - არაფერი არ გვეშველება!!!!
SHMAGI
18 აგვისტო 2023 15:03
1
დემჩენკოს და რამდენიმე ფეხბურთელის შენარჩუნება დილას გაუჭირდება.ფეხბურთელებისა რა გთხრათ,აი დემჩენკო არ დათანხმდეს დინამო თბილისს და სამუდამოდ არ დაინგრიოს კარიერა მეცოდება-კარგი მწვრთნელია და უეჭველი გაქაჩავდა ევროპაში საშუალო დონეს.
jordan beli
18 აგვისტო 2023 15:26
0
თუ ევროპიდან არ იქნება კარგი წინადადება დემჩენკო დარჩება დილაში გადაწყვეტილია, წასვლით 90% გეილი წავა ისეთი წინადადებები აქვს. თან გუნდასც აწყობს უფასოდ მოყვანილ ფეხბურთელში დიდი თანხის აღება.
a a
18 აგვისტო 2023 20:17
0
ან არ უნდათ რო გაიგონ ან ძალით აკეთებენ, კლასი თუ დაინახეთ ან მწვრთნელის ან ფეგბურტელების.
დავით
18 აგვისტო 2023 16:43
0
ვახ მე გორის დილამ წაგო.მეწყინა :(
Robert22
18 აგვისტო 2023 04:32
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული