"სამეგრელოს" ქალთა გუნდმა სლოვენიაში გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგის გამარჯვებულმა ჩხოროწყუს "სამეგრელომ" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ტურნირზე, სლოვენიაში, ადგილობრივი "მურა" პენალტების სერიაში დაამარცხა.

მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი "სამეგრელოს" ფეხბურთელებმა 5:4 იმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულა, რადგან მეორე ყვითელი ბარათი მიიღეს ანა პავლიაშვილმა (86) და მაიკო ბებიამ (96).

9 სექტემბერს, ნახევარფინალში, გივი კვარაცხელიას გაწვრთნილი გუნდი კვიპროსის "აპოლონს" შეხვდება, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიის "ლიუბოტენი" 9:0 გაანადგურა.

მურსკა-სობოტა. „ფაზანერია“
მურა- სამეგრელო 0:0 (პენ 4:5)
სამეგრელო: ნევეში, მილხევსკა, ახობაძე, ჰარვეი, ვილეგასი, ჯესიკა, ენჯიბაძე,
ჩიქოვანი (პავლიაშვილი 52), ჯანიკაშვილი (ბებია 37), მწყერაშვილი, ბუხრიკიძე
გაძევება: პავლიაშვილი (86), ბებია (96)

მკითხველის კომენტარები / 9 /
მეტოქის კარში დარტყმა ნოლი? აბა სად ურტყავდნენ, საკუთარ კარში? ვერ ვიჯერებ, მეგრელ ქალებს ვინმემ დარტყმაში რავა უნდა აჯობოს?
კ ო მ ბ ლ ე
19:01 07-09-2023
1
აბა რაა!!!...ნევეშს, მილხევკას, ჰალვეის, ვილუგას და ჯესიკას, ხომ სუფთა კოლხური სისხლი აქვთ-ცისფერიიიი....ეს იმათ ვინც გუშინ ერთი გნიასი ატეხა- ესპანელებმა, ესპანეთში დაბადებულ- გაზრდილ, წარმომავლობით მაროკოელს, ბარსელონას ფეხბურთელს იამალს როგორ უხმეს ნაკრებშიო...... დეიღუპა ესპანეთი და ეგ არისოო,ისე როგორც საფრანგეთი,ინგლისი და გერმანიაა დაღუპულიოო...
leqso
10:46 07-09-2023
16

სიახლეები პოპულარული