"სამეგრელოს" ქალთა გუნდმა სლოვენიაში გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგის გამარჯვებულმა ჩხოროწყუს "სამეგრელომ" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ტურნირზე, სლოვენიაში, ადგილობრივი "მურა" პენალტების სერიაში დაამარცხა.

მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი "სამეგრელოს" ფეხბურთელებმა 5:4 იმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულა, რადგან მეორე ყვითელი ბარათი მიიღეს ანა პავლიაშვილმა (86) და მაიკო ბებიამ (96).

9 სექტემბერს, ნახევარფინალში, გივი კვარაცხელიას გაწვრთნილი გუნდი კვიპროსის "აპოლონს" შეხვდება, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიის "ლიუბოტენი" 9:0 გაანადგურა.

მურსკა-სობოტა. „ფაზანერია“
მურა- სამეგრელო 0:0 (პენ 4:5)
სამეგრელო: ნევეში, მილხევსკა, ახობაძე, ჰარვეი, ვილეგასი, ჯესიკა, ენჯიბაძე,
ჩიქოვანი (პავლიაშვილი 52), ჯანიკაშვილი (ბებია 37), მწყერაშვილი, ბუხრიკიძე
გაძევება: პავლიაშვილი (86), ბებია (96)

მკითხველის კომენტარები / 9 /
რო შეიძლებოდეს კაცების გუნდში ქალების დამატება ბათუმის დინამო სამეგრელოსაც მიადგებოდა ფეხბურთელების და მწვრთნელის ტრანსფერზე, მაგათი ფანტაზია ხო მეტს ვერ ქაჩავს. რომელი გუნდიც ევრო თასზე ერთ ეტაპს მაინც გაივლის გონიათ რო იმ გუნდიდან თუ ვინმეს დაიმატებენ ლიგას მოიგებენ.დ.დ.
dogi
01:10 07-09-2023
2
ყოჩაღ გოგონებო!გილოცავთ! წიმაულა ირიათო ძღაბეფ
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
00:43 07-09-2023
1

სიახლეები პოპულარული