"სამეგრელოს" ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე მატჩში დამარცხდა

AutoSharing Option
ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში „სამეგრელო“ კვიპროსის „აპოლონთან“ 0:3 დამარცხდა.

ტურნირზე პირველ მატჩში გივი კვარაცხელიას გაწვრთნილმა გუნდმა სლოვენიის „მურას“ სძლია, საბოლოოდ ორიდან ერთი შეხვედრა მოიგო და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

მურსკა-სობოტა. „ფაზანერია“
აპოლონი - სამეგრელო 3:0
გოლები: 1:0 ბრინკმანი (9), 2:0 კალიანი (71), 3:0 დანტასი (87)

სამეგრელო: ნევეში, მილხევსკა, ახობაძე, ჯოჯუა (ჯანიკაშვილი 15), ჰარვეი, ვილეგასი, ჯესიკა (პაპასკირი 90+4), ენჯიბაძე, ჩიქოვანი (კირვალიძე 59), მწყერაშვილი, ბუხრიკიძე

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰე ახლა ბათუმის დინამოს მესვეურებო, გადალახეს ერთი ეტაპი და შეესიეთ გადაიყვანეთ ხალხი. ფეხბურთელებს გენდერი თუ უშლით თანამშრომლები მაინც არ დატოვოთ უყურადღებოთ
Dima
01:27 10-09-2023
2

სიახლეები პოპულარული