19-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

20 და 23 სექტემბერს, ჩვენი გუნდი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში აზერბაიჯანის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

19-წლამდელთა მთავარმა მწვრთნლემა, ლავრენტი დავითაშვილმა მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრებში 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: მარიამ ჭრიკიშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), სალომე ხაჭაპურიძე (ნორჩი დინამო, თბილისი)

დაცვა: ლიზი ჯგუშია (ვერე, თბილისი), თამუნა ლონდარიძე (ნორჩი დინამო, თბილისი), ანა პავლიაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ლიზი გოგალაძე (კვარტალი, თბილისი), ნათია ჯოჯუა (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ელენე გაზდელიანი (ვერე, თბილისი), ნათია
ცეცხლაძე (ბათუმი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა:
ელენე ენჯიბაძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ანა საღირაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), მარიამ მამფორია (კვარტალი, თბილისი), ნინი ბერიძე (კვარტალი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი), შორენა ჯანეზაშვილი (ელიტა, თბილისი), ნატა კვირკვაია (კოლხეთი, ხობი), ელენე ჩიქოვანი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ლიზი ცაავა (კოლხეთი, ხობი), სესილი ყოლბაია (კოლხეთი, ხობი), რუსუდან მანაგაძე (ელიტა, თბილისი)

ამხანაგური მატჩები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ოქტომბერის ბოლოს გასამართ შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ბულგარეთს, ხორვატიას და ლატვიას დაუპირისპირდება.

Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული