მატჩამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრებმა დავით პეტრიაშვილი არენაზე ივარჯიშა. მოახლოებული შეხვედრის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და ფეხბურთელმა, თამარ ტატუაშვილმა ისაუბრა.
ირის ანტმანი (საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ვცდილობთ, ერთი დიდი ოჯახი ვიყოთ. შევქმნათ გუნდი, რომელიც ერთად იბრძოლებს. ამას თუ გავაკეთებთ, კარგ შედეგს მივიღებთ. თურქეთის ნაკრები ჯგუფის ფავორიტია. ძალიან კარგი გუნდია, ჰყავს საზღვარგარეთ მოთამაშე
თურქეთთან მატჩის შემდეგ ლუქსემბურგში მივემგზავრებით. მეტოქე ამ შემთხვევაშიც ჩვენზე ძლიერია, თუმცა ქულები უნდა მოვიპოვოთ. მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები.
ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ჩვენთვის მხოლოდ შედეგი არ არის მნიშვნელოვანი. უნდა ავაშენოთ გუნდი, რომელიც მომდევნო წლებში ითამაშებს საქართველოსთვის".
თამარ ტატუაშვილი (საქართველოს ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): "გუნდში ძალიან კარგი განწყობაა სომხეთთან ორი გამარჯვების შემდეგ. ვიცით, რომ თურქეთი რთული მეტოქეა, მაგრამ მოწინააღმდეგე კარგად გვყავს შესწავლილი. რთული იქნება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ".
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, ეტლინგენი, გერმანია), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი, თბილისი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: მარიამ ჯანიკაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ანა წულაია (ლანჩხუთი), თეონა თოდაძე (კოლხეთი, ხობი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ლიზი მწყერაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ნინო ბუხრიკიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ხატია ჭყონია (ბათუმი), მაიკო ბებია (სამეგრელო)
მატჩების განრიგი
26 სექტემბერი | ლუქსემბურგი - საქართველო
nakrebi.ge