"გუნდი, რომელიც გულით თამაშობს და აქვს ხასიათი" - რა ითქვა კვიპროსის დამარცხების შემდეგ

AutoSharing Option
ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის მესამე ტურში, რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა სტუმრად კვიპროსს 2:0 სძლია. ნამატჩევს nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და მეკარემ, თათია გაბუნიამ გააკეთეს.

Sportall.Ge

ირის ანტმანი: "საოცარი თამაში იყო. კარგად ვერ დავიწყეთ, ჩვენს გეგმას ვერ მივყვებოდით. მოგვიანებით, 10 ფეხბურთელით დავრჩით, მაგრამ ამ გუნდმა გამოავლინა ის, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ - თუ რას ნიშნავს იყო გუნდი, რომელიც მთელი გულით თამაშობს და აქვს ხასიათი. გოგონებმა სწორედ ასე ითამაშეს და ამით ძალიან ვამაყობ. ყველაფერი გააკეთეს წარმატების მისაღწევად,
ორი გოლი გავიტანეთ და დავიმსახურეთ ეს გამარჯვება.

თბილისში მოგება და ამ ორ თამაშში ექვსი ქულის აღება გვსურს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელ მატჩთან შედარებით განსხვავებულად თამაშს ვაჩვენებთ. ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი მოთამაშეები გვყავს, რომლებიც ეროვნული ნაკრებისთვის ყველაფერს აკეთებენ".

Sportall.Ge

თათია გაბუნია: "საკმაოდ დაძაბული თამაში გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ 10 ფეხბურთელით ვიყავით, მაინც მოვახერხეთ 3 ქულის მოპოვება. 4 ივნისს, კვიპროსის ნაკრებს უკვე თბილისში ვეთამაშებით. ვთხოვ გულშემატკივრებს, რომ მოვიდნენ, რადგან მათი გვერდში დგომა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. თქვენ ხართ ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც გვამხნევებენ და მეთორმეტე მოთამაშეს წარმოადგენენ მოედანზე".

საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული 3 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 4 ივნისს, თბილისში გამართავს. საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქე კვლავ კვიპროსის ეროვნული გუნდი იქნება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
აი რას ნიშნავს კარგი მწვრთნელი და სწორი მიდგომა.
მუდმივი მარცხისთვის განწირულნი,გუნდს ემსგავსებიან.
ასე გააგრძელეთ.წარმატებებს გისურ ებთ!
დრანდელი
15:30 01-06-2024
0
აღმავლობის გზაზე შემდგარნო,წინსვლა გააგრძელეთ!!!
კოლხიდელი
13:39 01-06-2024
0

სიახლეები პოპულარული