ეს უკვე პროგრესია - საქართველოს ქალთა ნაკრები ლუქსემბურგს დაუზავდა

AutoSharing Option
ქალთა ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ლუქსემბურგს დაუზავდა - 1:1.

შეხვედრამდე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ირის ანტმანმა განაცხადა, რომ თუ თავს კარგად დაიცავდნენ, მოგების შესაძლებლობა ექნებოდათ. მართალია, გამარჯვება ვერ მოახერხეს, მაგრამ ფრეც არაა ურიგო შედეგი.

ანტმანის შეგირდებმა თურქეთთან წაგების შემდეგ ქულა მოიპოვეს და შემდეგ მატჩს 27 ოქტომბერს სტუმრად ლიეტუვასთან გამართავენ.

ეშ-სიურ-ალზეტი. „სტად ემილე მაირიში.
ლუქსემბურგი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 ჩემინავა (27), 1:1 მაგალიაეში (34)

საქართველო: გაბელაია, ტატუაშვილი, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, პასიკაშვილი, დანელია, ჩემინავა, ამბალია (ბუხრიკიძე 56), ბაქრაძე,
ჭყონია (მწყერაშვილი 84)


მკითხველის კომენტარები / 5 /
რა ვქნა ვერ აღვიქვამ ქალების ფეხბურთს სერიოზულად
dato
23:46 26-09-2023
14
ყოჩაღ გოგონებო ასე გააგრძელეთ
Dato
23:52 26-09-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული