"სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა" - გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ

AutoSharing Option
"ზესტაფონის" "საბურთალოს", "ლოკომოტივისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა სტუმრად გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტში" საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.

გამოცდილი სპეციალისტის თქმით, ეროვნული ნაკრების პრობლემა არა მთავარი მწვრთნელი, არამედ არასწორი სისტემაა.

"სიმართლე გითხრათ, ესპანეთთან მატჩში ვილი სანიოლის არჩეულმა ტაქტიკამ (4-4-2) გამაკვირვა. ასეთ ძლიერ მეტოქესთან უფრო დიდი სიფრთხილეა საჭირო. სხვათა შორის, იმ მატჩში საყრდენი ნახევარმცველების ადგილს უფრო შემტევი სტილის ფეხბურთელები იკავებდნენ.

ამ შემადგენლობის გათვალისწინებით, ბურთი საქართველოს ნაკრებს უნდა გაეკონტროლებინა. განაპირა მცველებს შეეტიათ და სამივე ნახევარმცველი კარიდან შორს უნდა ყოფილიყო, თუმცა დაცვაში ბევრი
თავისუფალი სივრცე დაგვრჩა და მოხდა ის, რაც მოხდა...

ზოგადად, მეც შეტევის მოყვარული ვარ, მაგრამ თუ 5 მცველით თამაშობ, ესპანეთის დონის ნაკრებთან 6 მცველით უნდა ითამაშო.

სამწუხაროდ ნაკრებში 6 ნომერი არ გვყავს. მექვაბიშვილი? დღეს იმ დონეზე ნამდვილად არ არის, რომ მაღალი დონის ნაკრებებთან ძირითად შემადგენლობაში დააყენო.

ჩვენ ილუზიები გვაქვს, მაინტერესებს, სანიოლმა ვინ უნდა დააყენოს? ხან მარჯვენა მცველი გვაკლია, ხან - ვინ.

სანამ მუდამ იმაზე ვისაუბრებთ, რომ ნაკრების წარუმატებლობა ხან ქეცბაიას, ხან სანიოლის და ხან სამჭკუაშვილის ბრალია, ასე არაფერი გამოვა, ეს ჩვენი სისტემის ბრალია.

ვფიქრობ, ერთა ლიგაზე ყველაზე მაგარი შანსი შარშან გვქონდა, თუმცა შეცდომა დავუშვით. ალბათ, არც ფედერაციამ, არც მთავრობამ და არც ჟურნალისტებმა საკმარისი არ გავაკეთეთ. რაც არ უნდა მომხდარიყო, იმ შეხვედრაში მაყურებლები ტრიბუნებზე უნდა ყოფილიყვნენ, დღეს ნამდვილად ერთა ლიგის დონის გუნდი ვართ", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

altწასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

altგიორგი ჭიაბრიშვილი: "დინამო" არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზი გააკეთოს

მკითხველის კომენტარები / 24 /
მართალია ეს კაცი რას ერჩით, კარგმა ფედერქციამ უნდა იზრუნოს რომ მოყვარული მწვრთნელები ვერ მოხვდნენ ნაკრებში, ასევე კლუბის პრეზიდენტმა იგივე უნდა ქნას, რომ ან ჭიაბრიშვილის დონის მოყვარული არ მოიყვანოს როცა დინამო ხარ, ან გადაამზადე შესაბამისად და აუმაღლე კვალიფიკაცია. მაგრამ ასე მხოლოდ ნორნალურ ქვეყნებში ხდება და ხალხიც ჩართულია ბოლომდე.
რუსთავი
19:30 07-10-2023
3
არა ჩემი ბრალი ყოფილა .... ერთი შენ ხარ და მეორე სანიოლი ძალათ მწვრთნელები ...
დავითი
20:05 07-10-2023
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული