"სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა" - გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ

AutoSharing Option
"ზესტაფონის" "საბურთალოს", "ლოკომოტივისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა სტუმრად გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტში" საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.

გამოცდილი სპეციალისტის თქმით, ეროვნული ნაკრების პრობლემა არა მთავარი მწვრთნელი, არამედ არასწორი სისტემაა.

"სიმართლე გითხრათ, ესპანეთთან მატჩში ვილი სანიოლის არჩეულმა ტაქტიკამ (4-4-2) გამაკვირვა. ასეთ ძლიერ მეტოქესთან უფრო დიდი სიფრთხილეა საჭირო. სხვათა შორის, იმ მატჩში საყრდენი ნახევარმცველების ადგილს უფრო შემტევი სტილის ფეხბურთელები იკავებდნენ.

ამ შემადგენლობის გათვალისწინებით, ბურთი საქართველოს ნაკრებს უნდა გაეკონტროლებინა. განაპირა მცველებს შეეტიათ და სამივე ნახევარმცველი კარიდან შორს უნდა ყოფილიყო, თუმცა დაცვაში ბევრი
თავისუფალი სივრცე დაგვრჩა და მოხდა ის, რაც მოხდა...

ზოგადად, მეც შეტევის მოყვარული ვარ, მაგრამ თუ 5 მცველით თამაშობ, ესპანეთის დონის ნაკრებთან 6 მცველით უნდა ითამაშო.

სამწუხაროდ ნაკრებში 6 ნომერი არ გვყავს. მექვაბიშვილი? დღეს იმ დონეზე ნამდვილად არ არის, რომ მაღალი დონის ნაკრებებთან ძირითად შემადგენლობაში დააყენო.

ჩვენ ილუზიები გვაქვს, მაინტერესებს, სანიოლმა ვინ უნდა დააყენოს? ხან მარჯვენა მცველი გვაკლია, ხან - ვინ.

სანამ მუდამ იმაზე ვისაუბრებთ, რომ ნაკრების წარუმატებლობა ხან ქეცბაიას, ხან სანიოლის და ხან სამჭკუაშვილის ბრალია, ასე არაფერი გამოვა, ეს ჩვენი სისტემის ბრალია.

ვფიქრობ, ერთა ლიგაზე ყველაზე მაგარი შანსი შარშან გვქონდა, თუმცა შეცდომა დავუშვით. ალბათ, არც ფედერაციამ, არც მთავრობამ და არც ჟურნალისტებმა საკმარისი არ გავაკეთეთ. რაც არ უნდა მომხდარიყო, იმ შეხვედრაში მაყურებლები ტრიბუნებზე უნდა ყოფილიყვნენ, დღეს ნამდვილად ერთა ლიგის დონის გუნდი ვართ", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

altწასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

altგიორგი ჭიაბრიშვილი: "დინამო" არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზი გააკეთოს

მკითხველის კომენტარები / 24 /
მართალია ეს კაცი რას ერჩით, კარგმა ფედერქციამ უნდა იზრუნოს რომ მოყვარული მწვრთნელები ვერ მოხვდნენ ნაკრებში, ასევე კლუბის პრეზიდენტმა იგივე უნდა ქნას, რომ ან ჭიაბრიშვილის დონის მოყვარული არ მოიყვანოს როცა დინამო ხარ, ან გადაამზადე შესაბამისად და აუმაღლე კვალიფიკაცია. მაგრამ ასე მხოლოდ ნორნალურ ქვეყნებში ხდება და ხალხიც ჩართულია ბოლომდე.
რუსთავი
07 ოქტომბერი 2023 19:30
3
მართალს იძახის რაღაც მომენტში, გადავხედოთ სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები და სად ესპანელები, მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო.
მამუკა
07 ოქტომბერი 2023 21:19
14
Და სანამ ვითომ მწვრთნელები იქნებიან ქართულ ფეხბურთში?
Ბაბუაწვერა
07 ოქტომბერი 2023 20:38
1
არა ჩემი ბრალი ყოფილა .... ერთი შენ ხარ და მეორე სანიოლი ძალათ მწვრთნელები ...
დავითი
07 ოქტომბერი 2023 20:05
13
100%
გიორგი
11 ოქტომბერი 2023 12:13
0
მწვრთნელებს არ ვაბრალებთ, ვაბრალებთ ფედერაციას და მის კორუმპირებულ მართველებს
ფეხბურთი
07 ოქტომბერი 2023 20:39
6
გამოძახებული ფეხბურთელებიდან გოჩოლეიშვილი, აზაროვი, დავითაშვილი არასტაბილურები არიან,მიქაუტაძეს,გელაშვილს,ქოჩორაშვილს,ზივზივაძეს,შენგელიას,გუგეშაშვილს სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ,ლოჩოშვილი,კვირკველია, მექვაბიშვილი არ არიან კარგ ფორმაში!!!ამ ნაკრებმა რა უნდა გააკეთოს??!!
!!!
07 ოქტომბერი 2023 21:09
4
ვეთანხმები,ჩვენ გვყავს ერთა ლიგის D-დივიზიონის დონის ნაკრები,ჩვენი ფეხბურთელების მთავარი პრობლემა არის არასტაბილურობა,ერთ სანაკრებო შეკრებაზე კარგად ითამაშებენ, მეორე შეკრებას მთლიამად ჩააგდებენ,ამიტომ ვერავის დაეყრდნობი,ამიტომაცაა ჩვენი შემადგენლობა არასტაბილური ხან ვინ თამაშობს და ხან ვინ,ვერაფრით მოიძებნა ნაკრების მთავარი ბირთვი!!!!!!!
!
07 ოქტომბერი 2023 20:12
7
ისე ადრეც,დანიაში წაგებული 5-1 და ა.შ. მერე ლიტვას მოვუგებთ 4-0,ყაზახებს და რაღაც გვგონია.
ყველა ნაკრები რომელიც დარბის გვიგებს.
ირლანდიასთან 0-0 თბილისში,იმათი მარტო ერთი კაცი დარბოდა სანდერლენდის მარცხენა ნახევარმცველი და ის ერთი კაციც ვერ გააჩერეს,მერე ჩადის ეს გუნდი რომელიმე მორბენალ შოტლანდია-ნორვეგიასთან და გვიკვირს რატო ვაგებთ.
Levani
08 ოქტომბერი 2023 01:40
1
მორბენალ გუნდთან მუდამ წააგებენ, რადგან მოძრავი სათამაშო სახეობაა და ჩვენებს სირბილს კიდე არავინ ასწავლის, მარტო არბენინებენ
Levani-ს
08 ოქტომბერი 2023 12:22
0
სანიოლი თამაშის გეგმას ვერ ადგენს, მოთამაშეებს ვერ ირჩევს, თამაშზე გავლენას ვერ ახდენს. და რაც კატეგორიულად მიუღებელია კომუნიკაცია არა აქვს (ჟურნალისტების მეშვეობით) გულშემატკივართან. აქამდე ბოდიში არ მოიხადა 1:7! 1:7 მერე 1:2 სწორ გზას ეძახის. კატასტროფაა!

არველაძე ბევრად პროფესიონალურია და გულშემატკივართან კომუნიკაცია არ გაუჭირდება. მარტო სფფ-ს აქვს პრობლემა არველაძესთან. თუმცა სფფ-ს პრობლემა ჩვენთანაც (გულშემატკივართანაც) აქვს ))
გია_544
07 ოქტომბერი 2023 20:36
12
არველაძეს ნუ ტენი თუ ძმა ხარ რა! ვითომ ტონკად და თან რა პრიმიტიულად. აი არველაძეღა აკლია ეხლა კიდე ქართულ ფეხბურთს, ითამაშა ამ კაცმა და წარმატებები. თავიდან მეორე წრეზე თუ წავა ყველაფეირ, შევარცხვინე მე ქართული ფეხბურთი
რა იცის ვანჰაზებრუკმა
08 ოქტომბერი 2023 01:30
1
არველაძესთან და თქვენისთანა გულშემატკივართან ბევრს გვაქვს პრობლემა.
ანუკა
08 ოქტომბერი 2023 01:45
2
კი ბატონო პრობლემა თავშია.
მაგრამ მწვრთნელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს
გიჟები არ არიან ტოპ კლუბები მილიონებს რომ იხდიან.
ქეცბაიას დროს მოვუგეთ უძლეერეს ხორვატიას. და 3 დღეში ისრაელტან წავაგეთ? რატომ ? 2 დღით ადრე კომფლიქტი მოხდა მწვრთნელსა და ერთ მოთამაშეს შორის. ნაკრებიდანაც კი გააგდო. ამით დაზარალდა ნაკრები.
მახსენდება ნოდარ ახალკაცი.
დინამო გადიოდა ბოლო ადგილებზე საკავშირო ჩემპიონატზე. დანიშნეს ახალკაცი და იმ წელსვე გუნდი უეფას ზონაში გაიყვანა.
და ჰოი საოცრებავ ახალკაცი ისევ მოხსნეს. დანიშნეს ვინმე ზონინი და წააგო ბრემენის ვერდენრთან მოსაგები თამაში. ახალკაცი დარწმუნებული ვარ აუცილებლად მოიგებდა იმ თამაშს
las
08 ოქტომბერი 2023 08:59
0
ახლაც არავის სჭირდება მცოდნე მწვრთნელი და მხოლოდ ყოფილები ტრიალებენ წრეზე
las-ს
08 ოქტომბერი 2023 12:20
0
ერთი უზუსტობა მთელ სიმართლეს გიყრის წყალში - დინამო 16 გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილს იქეთ არ ჩასცილებია - ბოლო ადგილებზე არ გადიოდა . გეთანხმები , რომ ახალკაცი გენიოსი იყო და მწვრთნელზე თითქმის ყველაფერია დამოკიდებული .
zaza
11 ოქტომბერი 2023 11:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული