"სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა" - გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ

AutoSharing Option
"ზესტაფონის" "საბურთალოს", "ლოკომოტივისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა სტუმრად გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტში" საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.

გამოცდილი სპეციალისტის თქმით, ეროვნული ნაკრების პრობლემა არა მთავარი მწვრთნელი, არამედ არასწორი სისტემაა.

"სიმართლე გითხრათ, ესპანეთთან მატჩში ვილი სანიოლის არჩეულმა ტაქტიკამ (4-4-2) გამაკვირვა. ასეთ ძლიერ მეტოქესთან უფრო დიდი სიფრთხილეა საჭირო. სხვათა შორის, იმ მატჩში საყრდენი ნახევარმცველების ადგილს უფრო შემტევი სტილის ფეხბურთელები იკავებდნენ.

ამ შემადგენლობის გათვალისწინებით, ბურთი საქართველოს ნაკრებს უნდა გაეკონტროლებინა. განაპირა მცველებს შეეტიათ და სამივე ნახევარმცველი კარიდან შორს უნდა ყოფილიყო, თუმცა დაცვაში ბევრი
თავისუფალი სივრცე დაგვრჩა და მოხდა ის, რაც მოხდა...

ზოგადად, მეც შეტევის მოყვარული ვარ, მაგრამ თუ 5 მცველით თამაშობ, ესპანეთის დონის ნაკრებთან 6 მცველით უნდა ითამაშო.

სამწუხაროდ ნაკრებში 6 ნომერი არ გვყავს. მექვაბიშვილი? დღეს იმ დონეზე ნამდვილად არ არის, რომ მაღალი დონის ნაკრებებთან ძირითად შემადგენლობაში დააყენო.

ჩვენ ილუზიები გვაქვს, მაინტერესებს, სანიოლმა ვინ უნდა დააყენოს? ხან მარჯვენა მცველი გვაკლია, ხან - ვინ.

სანამ მუდამ იმაზე ვისაუბრებთ, რომ ნაკრების წარუმატებლობა ხან ქეცბაიას, ხან სანიოლის და ხან სამჭკუაშვილის ბრალია, ასე არაფერი გამოვა, ეს ჩვენი სისტემის ბრალია.

ვფიქრობ, ერთა ლიგაზე ყველაზე მაგარი შანსი შარშან გვქონდა, თუმცა შეცდომა დავუშვით. ალბათ, არც ფედერაციამ, არც მთავრობამ და არც ჟურნალისტებმა საკმარისი არ გავაკეთეთ. რაც არ უნდა მომხდარიყო, იმ შეხვედრაში მაყურებლები ტრიბუნებზე უნდა ყოფილიყვნენ, დღეს ნამდვილად ერთა ლიგის დონის გუნდი ვართ", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

altწასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

altგიორგი ჭიაბრიშვილი: "დინამო" არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზი გააკეთოს

მკითხველის კომენტარები / 24 /
ეს ჭიაბრიშვილი საფეხბურთო მაფიის ხელიდან იკვებება
გიორგი
11 ოქტომბერი 2023 12:10
2
მარტო მწვრთნელს არავინ აბრალებს. არანორმალურია, როდესაც ფედერაცია წყვეტს ვინ ითამაშებს ნაკრებში. კრიტერიუმი კი ან ფულია, ან ნაცნობობა.
გიორგი
08 ოქტომბერი 2023 13:40
3
ასეთი პრაქტიკა არის მთელ მსოფლიოში და ყველა გუნდში. დიდი დინამოს დროსაც, სხვათაშორის. ობივატელის პრიმიტიული დამოკიდებულება ისეთი რთული ფენომენის მიმართ, როგორიც არის პროფესიონალური გუნდი, ყველა დროში ერთნაირია - ლანძღვა, დაბრალოება, და, რაც მთავარია, მწვრთნელი გავაგდოთ, ყველა დროში და ყოველთვის ერთი და იგივე. ჩვენი რაოდენობის მჭვრთნელი, მგონი, არავის ყოლია. სხვა, კონსტრუქციული, სიღრმისეული ანალიზი უიშვიათესია.
ერისთავი
12 ოქტომბერი 2023 19:37
0
მაინტერესებს რა Ღირს ახალგაზრდა ფეხბურᲗელის ნაკრებᲨი გამოᲫაᲮება,აბა ხიზანიᲨვილი მეტს კი არაფერს აკეᲗებს,Თუ მაინც უნდა წავაგოᲗ,მწვრᲗნელი არის მᲗავარი მოქმედი პირი,აბა უარყოფიᲗი Შედეგების გამო მწვრᲗნელს რატომ ცვლიან,ფედერაცია,რომ კორუმპირებულია რა.არის გასაკვირი,ყველა მმარᲗველი რგოლი საქარᲗველოᲨი კორუმპირებული არის,ხალხო ბიᲭები ᲗამაᲨობენ სერია ა-Ში და ტოპ ლიგების მეორე.დივიზიონᲨი და არ იᲫახებენ Თუ იᲫახებენ სკამზე ზიან,მაგალიᲗი კაᲨია სლოვანᲨი სკამზე ზის ნაკრებᲨი ᲗამაᲨობს,ლოᲩოᲨვილს არ იᲫახებენ,აბურჯანია დადის მინდორზე დალასლასებს,მამუᲩაᲨვილს არ აᲗამაᲨებენ,როდესაც არ გვყავს ნორმალური საყრდენი და ნამდვილად არ გვყავს,რატომ გაუᲨვეს კანკავა,უცხოელი მწვრᲗნელი Თუ მოგვყავს სტაფიც მაᲗი უნდა იყოს აბა Ჩვენებს რაც არ უნდა ბევრი ფული ჰქონდეს მაინც იᲦლიტებიან,ᲨედარებიᲗ ნორმალურ გუნდᲨი,რომ მოხდე ნაკრებᲨი უნდა გქონდეს ნაᲗამაᲨები,ჰოდა გამოიტანეᲗ დასკვნები,ამაᲗ მაიმუნობაᲨი Ჩვენ კი დაგვაწყდა ნერვები,ახლა ხომ ვერ ვიტყვიᲗ ბიᲭები ცუდ გუნდებᲨი ᲗამაᲨობენო,მაᲨინ ისმის კიᲗხვა,რატომ ᲗამაᲨობენ კვირკველია-კაᲨია და რატომ არა კრემონეზეს და ტორინოს მცველები,რატომ არ ᲗამაᲨობს ავსტრიული ვოლფსფერგერის ნახევრმცველი არ მიᲗხრაᲗ ახლა აზებაიჯანის ლიგა ავსტრიულს სჯობს,ეს არის სიმარᲗლე,ევროპის.Ჩემპიონატზე გავდიოდიᲗ და სტადიონზე ატ ᲨეგვიᲨვეს ამ ინფუზორიებმა.
გოჩა
08 ოქტომბერი 2023 13:33
3
ქეცბაიას დროს ნახევარზე მეტი გასაგდები იყო უმადურებო
kaka
08 ოქტომბერი 2023 13:00
0
კი ბატონო პრობლემა თავშია.
მაგრამ მწვრთნელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს
გიჟები არ არიან ტოპ კლუბები მილიონებს რომ იხდიან.
ქეცბაიას დროს მოვუგეთ უძლეერეს ხორვატიას. და 3 დღეში ისრაელტან წავაგეთ? რატომ ? 2 დღით ადრე კომფლიქტი მოხდა მწვრთნელსა და ერთ მოთამაშეს შორის. ნაკრებიდანაც კი გააგდო. ამით დაზარალდა ნაკრები.
მახსენდება ნოდარ ახალკაცი.
დინამო გადიოდა ბოლო ადგილებზე საკავშირო ჩემპიონატზე. დანიშნეს ახალკაცი და იმ წელსვე გუნდი უეფას ზონაში გაიყვანა.
და ჰოი საოცრებავ ახალკაცი ისევ მოხსნეს. დანიშნეს ვინმე ზონინი და წააგო ბრემენის ვერდენრთან მოსაგები თამაში. ახალკაცი დარწმუნებული ვარ აუცილებლად მოიგებდა იმ თამაშს
las
08 ოქტომბერი 2023 08:59
0
ერთი უზუსტობა მთელ სიმართლეს გიყრის წყალში - დინამო 16 გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილს იქეთ არ ჩასცილებია - ბოლო ადგილებზე არ გადიოდა . გეთანხმები , რომ ახალკაცი გენიოსი იყო და მწვრთნელზე თითქმის ყველაფერია დამოკიდებული .
zaza
11 ოქტომბერი 2023 11:44
0
ახლაც არავის სჭირდება მცოდნე მწვრთნელი და მხოლოდ ყოფილები ტრიალებენ წრეზე
las-ს
08 ოქტომბერი 2023 12:20
0
ისე ადრეც,დანიაში წაგებული 5-1 და ა.შ. მერე ლიტვას მოვუგებთ 4-0,ყაზახებს და რაღაც გვგონია.
ყველა ნაკრები რომელიც დარბის გვიგებს.
ირლანდიასთან 0-0 თბილისში,იმათი მარტო ერთი კაცი დარბოდა სანდერლენდის მარცხენა ნახევარმცველი და ის ერთი კაციც ვერ გააჩერეს,მერე ჩადის ეს გუნდი რომელიმე მორბენალ შოტლანდია-ნორვეგიასთან და გვიკვირს რატო ვაგებთ.
Levani
08 ოქტომბერი 2023 01:40
1
მორბენალ გუნდთან მუდამ წააგებენ, რადგან მოძრავი სათამაშო სახეობაა და ჩვენებს სირბილს კიდე არავინ ასწავლის, მარტო არბენინებენ
Levani-ს
08 ოქტომბერი 2023 12:22
0
სწორს იძახის.სანამ გადაბრალებებს არ მოვღცებით ესე ჩამოვლენ წაიგებენ ფულს.100% აგარ ყოფნის 150% უნდა დაიხარჯო.გადახედე რამდენი მწვრთნელი იყი გამოცდილიც სახელიანიც და ნაკლებატ სახელიან მწვრთნელი.არ იკლავენ მინდორზე თავს გაინაგდებენ კონტრაკთებს და მერე 50% უნდათ მოიგონ.ესა სიმართლე.მწვრთნელი იმასი არ უნდა კარგავდეს დროს.ეს არის ნაკრები და ყველაფერი უნდა ჩადო.აიგე ხორვატია,როგორ იბრძვიან გულს დებენ ჩვნეს უკან ხორვატი ხალხია ეს სლოგანი აქვთ.ესენი ჩამოვლიან ის თმებს იგებავს ეს წვერებს უსვებს.ის სხვა ფეხბურტელის ცოლს მოიყვანს და.მერე გამოდიან და ამათ გაუნათლებელ საუბრებს და ახსნებს უნდა უსმინოთ.წაგებენ აწი უგულოთ სტადიონიდან არ უნდა გაუსვათ!!!ხდება შეიძლება მოიკლა თავი და ვერ მოიგო ხვდება ამას გულშემათკივარი.ჯერ მე მაინტერესებს საქართველოს ნაკრებსი ვინ როგორ იხარჯება.სულ არ მაინტერესებს სხვაგან რას შვება.არა როგორ არ მაინტერესებს გუნდშიდაც წარმატებული რომ არის.იტოგსი გამიგრძელდა.მინდორზე უნდა იყოს თემურ ქეთსბაია და ჯაბა კანკავასნაირი მებრძოლები არა ძანგლიორებუ და ადგილს სირბილი რომ არ უნდათ და ტავს ინახავენ.გაიგეთ ტუ არ შეგიძლია ახალგაზრდებს დაუთმეტ ადგილი.შეგერგოთ ნაკრებით გაქაჩვა.საკმარისია გადაბრალება.ხან კუპერი არ ვარგა,ხან ტოპ მიულერი.ხან კეტსბაია.გადახედეთ ამ მწვრტნელებმა რა კნეს სანამ ჩვენტან მოვიდნენ.აი ჩვენს მერე დასამარდნენ...სასაფლაოა მწვრთნელებისთვის საქართველოს ნაკრებში მოსვლა.იმიტომ რომ შედეგს ვერ დებენ რატომ იმიტომ რომ არ უყვართ თავის კვეყანა ცრემლებამდე ფანატები უნდა იყვნენ არა ისე.სუფრაზე და ტვ მიყვარს საქართველო იძახოს.მძიმე ტვირტია ვიცი მაგრამ ამ ნაკრებმა აგიწყო ცხოვრება.გახარეთ თქვენი ხალხი.ეხლა სანიოლი არ მოწინტ ვინ გინდათ რა გარანტია გაქ რო გახვალ.ფეხბურტელების ბრალია.გამომიხტებიან ეხლა ვიტომ განსწავლულები.გასარკვევ ენაზე ტქვა სანიოლმა მე თავ დადებას და მაქსიმუმს ვერ ვაიძულეო.დაუკვიდით სიტყვებს/ყველა ევროპელი მწვთნელი მუსაობს ესე.იმას არ უხდება ქვეყნის სიყვარულზე საუბარი და ხვეწნა.იცით რა...პრობლემა ჩვენსია და მორჩა.და მოვრჩეთ მეგობრებო გადაბრალებებს.ასე ტუ ისე ნაკრების ფეხბურტელებს პირობები აქვთ.მაშინ 90იანებში რა უნდა გვეტქვა.არც წყალი არც მინდორი და წვალებით.ვთამაშობდიტ ან რა ბიზნეს კლასი ვინ იტყოდა და გაბედავდა.მაგას.ჩემტვის არავინ არა ავტორიტეტი ვინც ნაკრებში 50% თამაშობსესეთი არის 90%!!!
სიმართლე!!
08 ოქტომბერი 2023 01:38
2
მართალია!!! იმიტომ რომ არ გვყავს ფეხბურთელები ვინც თუნდაც მაღალ დონეზე შეასრულებს კონტრშეტევას ამიტომ ავტობუსიც რომ ვითამაშოთ აზრი არ აქ
ჟოპასტენკა
07 ოქტომბერი 2023 23:57
2
და ჭიაბრიანის აზრი ვის აინტერესებს? ეს არის არშემდგარი მწვრთნელი
akademia
07 ოქტომბერი 2023 23:26
4
მართალს იძახის რაღაც მომენტში, გადავხედოთ სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები და სად ესპანელები, მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო.
მამუკა
07 ოქტომბერი 2023 21:19
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული