ფინეთი - საქართველო | მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მეოთხე მატჩი

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მეოთხე შეხვედრას ფინეთის წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.

მოახლოებული მატჩისთვის საქართველოს ნაკრები 15 ფეხბურთელით ემზადება. საქართველოს ნაკრებს ფინეთში ვილიანი შეუერთდა.

ფინეთი-საქართველოს მატჩი ქალაქ ტურკუში 11 ოქტომბერს, 19:10 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს Livestream.com-ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არხზე შემოგთავაზებთ.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) თორნიკე ბუკია (აქტობე, ყაზახეთი) ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო)

წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ საქართველო),
ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), სიმი საიოტი (ელეკტრიკო, პორტუგალია), ბინიო (ვინია ალბალი, ესპანეთი), ვილიანი (პალმა, ესპანეთი) ელისანდრო (მაგნუსი, ბრაზილია), შაგინია (პალმა, ესპანეთი), ბრუნო გომესი (პალმა, ესპანეთი), ბრუნო პეტრი (კოზენცა, იტალია)

Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვერ ვიპოვე ეს ლაივსტრიმ არხი.
რრრ
20:13 11-10-2023
0
ეს ელიტრაუნდის ბოლო თამაშია? ამ თ
დათო
15:01 11-10-2023
1

სიახლეები პოპულარული