უფრო წარმატებული 2024 - ხვიჩას ბედნიერება, ტრადიციები, ნაკლები პომპეზურობა და ჩასაფრებულები...

AutoSharing Option
ვაჟა-ფშაველა "პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმში" ამბობს, რომ როცა საკუთარ
ქვეყანას გამოადგები, მის განვითარებაში წვლილს შეიტან, ამით მსოფლიო მოქალაქე ხდები - ეკუთვნი კონკრეტულ ქვეყანას, შენი შემოქმედება კი - მთელ პლანეტას. თანამედროვეობაში ასეთი ბევრი არ გვყავს, ფეხბურთში კი ნამდვილად - ხვიჩა კვარაცხელია. მისი მოქმედებები არაერთ ქვეყანაში ხიბლავთ და აღაფრთოვანებთ.

კვარაცხელიამ "შენიშვნები" ყველა მიმართულებით მიიღო - პირადი გრძნობების თუ რწმენის ღიად დაფიქსირების გამო. გიჭირს იმის დაჯერება, ვიღაცას ინტერესი ჰქონდეს, სხვისი წარმატება დააკნინოს, სხვა დაძაბოს და ვამპირივით მის შესაძლო წარუმატებლობას ხარბად დააძღეს, მაგრამ ხომ ვიცით,
რომ ასეთებიც არიან. არავის დამუნათება ჩვენი მიზანი არაა, არც მორალისტობას ვაპირებთ, მაგრამ ისიც წარმოგვიდგინა, კვარაცხელიას ირგვლივ ახალ ტალღას როგორ ააგორებდნენ, როცა სოციალური სივრცე მისი ჯვრისწერის ფოტოებმა მოიცვა. ისევ დაელოდებიან, რაღაც ისეთი მოხდეს, ეს ფაქტი მასთან დააკავშირონ.

Sportall.Ge

არადა, ხვიჩას პომპეზურობა სულაც არ უცდია, ბედნიერი დღე ვიწრო წრეში აღნიშნა და თავად არც ფოტოები გაუვრცელებია. "კვარას" ყურადღების ცენტრში ყოფნა სხვა ფაქტორებით არ სჭირდება, ის ამას უშუალო მოვალეობით იმსახურებს. კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც, შესაძლოა, "ჯვარს აცვან", ისაა, რომ გარკვეულ ქართულ ტრადიციებზე უარი არ თქვა, დღეს ხომ ასეთებზე "გამოკიდება" ტრენდულია. რატომაა კვარაცხელია ამ მასშტაბებზე? - ის ნებისმიერ კრიტიკას, აურზაურს მის ირგვლივ, სწორად და პოზიტიურად "ისრუტავს". ამიტომაც ხდება ყოველდღიურად უფრო ძლიერი, ვიდრე გუშინ. ახლაც ასე იქნება და არქაული იგავების მოხმობა, რომ დაოჯახება ფეხბურთელს "კარიერას უნგრევს", მათ გამოიყენონ, ვინც მიღწეულით კმაყოფილდება.

მეტის თქმა და დაკონკრეტება შეგვიძლია, მაგრამ საჭიროდ არ მივიჩნევთ. ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც საქართველოში ფეხბურთის სიყვარულს ძველი სული შთაბერა, ბევრ სიხარულს გვჩუქნის და ევროპაში ფანჯარა გაჭრა, კიდევ უფრო წარმატებულ 2024 წელს ვუსურვებთ!..

altკლაუდიო ონოფრი: ქორწინება კვარაცხელიას სულიერ სიმშვიდეს მოჰგვრის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 58 /
კარგი ხარ, ღვთისავარ. ისევ შეატოკე და გამოაძვრინე სოროებიდან ადგილობრივი ქართველთველმოძულეები!)))
გიორგი
14:56 02-01-2024
3
კრიტიკა მესმის ფეხბურთელზე რომ გააკეთო და გამოხატო რეაქცია
ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მივესალმები
მაგრამ პირადი ცხოვრება არავის საქმე არაა
კეთილი ინებეთ და სხვისი პირადი ცხოვრების განკითხვას შეეშვით
არანაირად არ არის კვარაცხელია მისი პირადი გადაწყვეტილება ვინმეს შეუთანხმოს როდის დაოჯაზდება და როდის არა ეგ არავის საქმე არაა
და მსგავსი აზრის მქონე ადამიანებმა თქვენ პირადს მიხედეთ
ხვიჩას კიდე წარმატებას და ულევს სიხარულს ვუსურვებ ❤️
IHMO
16:03 20-10-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული