უფრო წარმატებული 2024 - ხვიჩას ბედნიერება, ტრადიციები, ნაკლები პომპეზურობა და ჩასაფრებულები...

AutoSharing Option
ვაჟა-ფშაველა "პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმში" ამბობს, რომ როცა საკუთარ
ქვეყანას გამოადგები, მის განვითარებაში წვლილს შეიტან, ამით მსოფლიო მოქალაქე ხდები - ეკუთვნი კონკრეტულ ქვეყანას, შენი შემოქმედება კი - მთელ პლანეტას. თანამედროვეობაში ასეთი ბევრი არ გვყავს, ფეხბურთში კი ნამდვილად - ხვიჩა კვარაცხელია. მისი მოქმედებები არაერთ ქვეყანაში ხიბლავთ და აღაფრთოვანებთ.

კვარაცხელიამ "შენიშვნები" ყველა მიმართულებით მიიღო - პირადი გრძნობების თუ რწმენის ღიად დაფიქსირების გამო. გიჭირს იმის დაჯერება, ვიღაცას ინტერესი ჰქონდეს, სხვისი წარმატება დააკნინოს, სხვა დაძაბოს და ვამპირივით მის შესაძლო წარუმატებლობას ხარბად დააძღეს, მაგრამ ხომ ვიცით,
რომ ასეთებიც არიან. არავის დამუნათება ჩვენი მიზანი არაა, არც მორალისტობას ვაპირებთ, მაგრამ ისიც წარმოგვიდგინა, კვარაცხელიას ირგვლივ ახალ ტალღას როგორ ააგორებდნენ, როცა სოციალური სივრცე მისი ჯვრისწერის ფოტოებმა მოიცვა. ისევ დაელოდებიან, რაღაც ისეთი მოხდეს, ეს ფაქტი მასთან დააკავშირონ.

Sportall.Ge

არადა, ხვიჩას პომპეზურობა სულაც არ უცდია, ბედნიერი დღე ვიწრო წრეში აღნიშნა და თავად არც ფოტოები გაუვრცელებია. "კვარას" ყურადღების ცენტრში ყოფნა სხვა ფაქტორებით არ სჭირდება, ის ამას უშუალო მოვალეობით იმსახურებს. კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც, შესაძლოა, "ჯვარს აცვან", ისაა, რომ გარკვეულ ქართულ ტრადიციებზე უარი არ თქვა, დღეს ხომ ასეთებზე "გამოკიდება" ტრენდულია. რატომაა კვარაცხელია ამ მასშტაბებზე? - ის ნებისმიერ კრიტიკას, აურზაურს მის ირგვლივ, სწორად და პოზიტიურად "ისრუტავს". ამიტომაც ხდება ყოველდღიურად უფრო ძლიერი, ვიდრე გუშინ. ახლაც ასე იქნება და არქაული იგავების მოხმობა, რომ დაოჯახება ფეხბურთელს "კარიერას უნგრევს", მათ გამოიყენონ, ვინც მიღწეულით კმაყოფილდება.

მეტის თქმა და დაკონკრეტება შეგვიძლია, მაგრამ საჭიროდ არ მივიჩნევთ. ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც საქართველოში ფეხბურთის სიყვარულს ძველი სული შთაბერა, ბევრ სიხარულს გვჩუქნის და ევროპაში ფანჯარა გაჭრა, კიდევ უფრო წარმატებულ 2024 წელს ვუსურვებთ!..

altკლაუდიო ონოფრი: ქორწინება კვარაცხელიას სულიერ სიმშვიდეს მოჰგვრის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 58 /
კარგი ხარ, ღვთისავარ. ისევ შეატოკე და გამოაძვრინე სოროებიდან ადგილობრივი ქართველთველმოძულეები!)))
გიორგი
02 იანვარი 2024 14:56
3
კრიტიკა მესმის ფეხბურთელზე რომ გააკეთო და გამოხატო რეაქცია
ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მივესალმები
მაგრამ პირადი ცხოვრება არავის საქმე არაა
კეთილი ინებეთ და სხვისი პირადი ცხოვრების განკითხვას შეეშვით
არანაირად არ არის კვარაცხელია მისი პირადი გადაწყვეტილება ვინმეს შეუთანხმოს როდის დაოჯაზდება და როდის არა ეგ არავის საქმე არაა
და მსგავსი აზრის მქონე ადამიანებმა თქვენ პირადს მიხედეთ
ხვიჩას კიდე წარმატებას და ულევს სიხარულს ვუსურვებ ❤️
IHMO
20 ოქტომბერი 2023 16:03
4
ცოლის მოყვანა რატომაა გაბედნიერება ეს არ მესმის. უბრალოდ დაქორწინება რომ მოვულოცოთ?
დავით
20 ოქტომბერი 2023 01:18
26
მერე რაც შენ 'არ გესმის' სხვამ პრობლემად რატომ უნდა გაიხადოს?
გიორგი
02 იანვარი 2024 14:51
2
ხვიჩა, საქართველოს ბევრი შენისთანა ჭირდება, შენზე უკეთ ვინ იზამს მაგას? გამრავლდით და გაამრავლეთ ქვეყანა, უფალმა კეთილი თვალით დახედოს თქვენს ბედნიერებას.
ჟორა გაბრიჭიძე
19 ოქტომბერი 2023 17:40
2
ღმერთმა გაგამრავლოთ
დათო
19 ოქტომბერი 2023 15:36
1
გეყოფათ, ნუ ქმნით მტრის ხატს ბოღმით დამძიმებული ხალხისგან. თავის გაჭირვება ეყოფათ, შური პირველ რიგში მათთვის არის მძიმე სატარებელი, ხვიჩას ამით არაფერი აკლდება. ახლა გაიგეთ, რომ შურია ყველაზე გავრცელებული ავადმყოფობა მთელ კაცობრიობაში?
დავითი
19 ოქტომბერი 2023 12:26
6
თვითონვე ქმნით აჟიოტაჟს ასეთი სტატიებით და კიდევ უფრო აღრმავებთ დაპირისპირებას ქართველებს შორის,რომელმაც ლამისაა წაგვლეკა. დიდი ამბავი, ხვიჩა საჯარო პირია და ზოგიც გააკრიტიკებს, ზოგიც ჩასაფრებული და ზოგიც შურიანი, ზოგსაც საერთოდ არ აინტერესებს კვარა, მისი რჩეული, ნაპოლის ამბები,ხელფასი,კონტრაქტი და საერთოდ ფეხბურთი-სხვა ათასი პრობლემებია ქვეყანაში,რომელიც მომავალ თაობებს ეხება. ისე მეტი რა პომპეზურობა უნდა ყოფილიყო მაინტერესებს ბედაურზე ამხედრებული ვეღარ შეჭენდებოდნენ საპატრიაქოში-წყვილი რომლებიც ლამის ორი წელია ერთად ცხოვრობენ..... .ხოო კიდევ!! თურმე, კვარამ ბევრი სიხარული გვაჩუქაო.....ვნახოთ რა სიხარული გვაჩუქა კვარამ ასეთი-ნაკრები ტრადიციულად ბოლოდან მეორე ადგილზე, რომ გავიდა თუ 1-7 წაგება, იქნებ ახალგაზრდულში თამაშით გაგვახარა, როდესაც უარი თქვა საკუთარ და ნაპოლის ინტერესებზე.....რატომ უნდა იწვევდეს საყოველთაო სიყვარულს-ტაილანდს რომ გაუტანა და რეიტინგით 120-ე ადგილზე მყოფ კვიპროს ფორმალურ თამაშშიი თუ ნაპოლი-ის ზეიმზე ერთ ადგილზე ქართული დროშით შემოხვეული რომ ხტუნაობდა??...მეტიც...ქართულ ფეხბურთს ძველი სული ჩაბერაოოო, როგორ კაცოო!! აგვიხსენიი..ყველა ქართული გუნდები ევროტურნირების შესარჩევიდან უსახელოდ გამოვარდნენ ისე რომ პლეი ოფსაც ვერ უწიეს, ნაკრებზე უკვე გითხარით....როგორრრრ..
SOSO
19 ოქტომბერი 2023 11:40
24
ანუუ ასეთი ბოღმა ჰეითერები არსებობთ და კიდე ჩვენ ვქმნით შთაბეჭდილებას ხელოვნურად? ფაქტი სახეზეა რომ არსებობთ. აბსურდული ცილისმწამებლები.
სოსოს
19 ოქტომბერი 2023 16:28
7
კვარაზე მეტი რომელ ფეხბურთელს აქვს გაკეთებული საქრთველოსთვის???კობიაშვილს?კალაძეს? იაშვილს?ოქრიაშვილს?ყაზაიშვილს?კვირკველიას?ხოჭოლავას?დავითაშვილს? მიქაუტაძეს?რომელს????მოქმედ ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი გოლი აქვს ნაკრებში გატანილი,ერთა ლიგის პლეიოფში მისი დამსახურებით ვართ, ერთი ამოსუნთქვით რო გაუტანა გოლები ჩვენ მეტოქეებს დაგავიწყდათ???წინა ერთა ლიგის დივიზიონი მოგვაგებინა ოცი წლის ჩაკვეტაძემ,მეორე, ოცდაერთი წლის კვარაცხელიამ!!!!!! მარტომ ათრია ნაკრები,უფრო მეტსაც გააკეთებს ნაკრებისთვის ვიდრე სხვა ქართველი ფეხბურთელები,დაელოდე,უმადორობასაც ააქვს საზღვრებიიიი!!!!!
SOSO-ს
19 ოქტომბერი 2023 15:00
5
ყველა გამოხმაურება
ვულოცავ ხვიᲩას და ნიცას გაბედნიერებას,კარგი ადამიანი ხარ ხვიᲩა,კარგი ფეხბურᲗელი ხომ ხარ და ხარ,უფრო უკეᲗესი იქნები,მიდი დაუმტკიცე ყველას,გამრავლებას და გახარებას გისურვებ Შვილო,ᲨვილოᲗი,რომ მოგმარᲗავ ეს Ჩემი სიყვარულის გამოხატულებაა Შენს მიმარᲗ,ევროპაზეც გავალᲗ და მსოფლიოზეც აგერ ნახავᲗ,სჯეროდა ვინმეს სერია ას საუკეᲗესო ფეხბურᲗელი ხვიᲩა გახდებოდა,არავის არ სჯეროდა გახდა ბატონო,Ჩვენო ვარსკვლავᲗ ბიᲭუნა,ყოᲩაᲦ კარგი გოგო აგირᲩევია,იხარეᲗ და იბედნიერეᲗ.
გოᲩა
19 ოქტომბერი 2023 08:18
3
ბედნიერება და ღვთის სიხარული ამ ლამაზ წყვილს, ვინც ცუდად განიხილავთ ცივი წყალი დალიეთ და დაწყნარდებით, კვარას მეასედი გააკეთეთ ცხოვრებაში და მერე განიხილეთ ♥️
თეა ქაჯაია
19 ოქტომბერი 2023 07:58
3
ვულოცავ და ბედნიერებას ვუსურვებ, ზოგიერთს რაგინდათ, 25- სართულიანი ტორტი გამოეცხო და 200-კაცი დაექირავებინა მისაცოლად, აააა იქნებ მცხეთა უნდა დაეკეტა? კაცმა გადაიხადა ისეთი ქორწილი როგორიც საჭიროდ ჩათვალა, ადამიანი გამოირჩევა თავმდაბლობით და უბრალოობით, ეს არის ადამიანის ღირსება და მე ამას დიდ პატივს ვცემ.
ვაჟა
19 ოქტომბერი 2023 07:33
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული