ფრე ვილნიუსში - საქართველოს ქალთა ნაკრები ერთა ლიგაზე ისევ არ დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე მატჩში გასვლაზე ლიეტუვას დაუზავდა - 0:0.

თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ და გაბელაიას კარი ხარიხამ იხსნა. ამის შემდეგ ირის ანტმანის შეგირდები გააქტიურდნენ, თუმცა მათმა ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო და თამაში უგოლოდ დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა, C ლიგის მეორე ჯგუფში 2 ქულით მესამე ადგილზეა და 31 ოქტომბერს ლიეტუვას უმასპინძლებს.

ვილნიუსი. „LFF სტადიონასი“

ლიეტუვა - საქართველო 0:0

საქართველო: გაბელაია, ქადაგიშვილი, ტატუაშვილი, კალანდაძე, პასიკაშვილი, დანელია, ჩემინავა, გასვიანი, ბაქრაძე (ჭიჭინაძე 90+7), ჭყონია (მატვეევა 74), ბუხრიკიძე (ბებია 64)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ გოგოებო, ვამაყობ თქვენით
მეგრელი
11:47 28-10-2023
0
სწორი გეზი გაქვთ აღებული,გოგონებო.არ გადაუხვიოთ.დაუღალავი სწორი შრომით ოსტატობაც ამაღლდება და ნანატრი გამარჯვებებიც აუცილებლად მოვა!
ბრაზი
07:20 28-10-2023
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული