ფრე ვილნიუსში - საქართველოს ქალთა ნაკრები ერთა ლიგაზე ისევ არ დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე მატჩში გასვლაზე ლიეტუვას დაუზავდა - 0:0.

თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ და გაბელაიას კარი ხარიხამ იხსნა. ამის შემდეგ ირის ანტმანის შეგირდები გააქტიურდნენ, თუმცა მათმა ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო და თამაში უგოლოდ დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა, C ლიგის მეორე ჯგუფში 2 ქულით მესამე ადგილზეა და 31 ოქტომბერს ლიეტუვას უმასპინძლებს.

ვილნიუსი. „LFF სტადიონასი“

ლიეტუვა - საქართველო 0:0

საქართველო: გაბელაია, ქადაგიშვილი, ტატუაშვილი, კალანდაძე, პასიკაშვილი, დანელია, ჩემინავა, გასვიანი, ბაქრაძე (ჭიჭინაძე 90+7), ჭყონია (მატვეევა 74), ბუხრიკიძე (ბებია 64)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ გოგოებო, ვამაყობ თქვენით
მეგრელი
28 ოქტომბერი 2023 11:47
0
სწორი გეზი გაქვთ აღებული,გოგონებო.არ გადაუხვიოთ.დაუღალავი სწორი შრომით ოსტატობაც ამაღლდება და ნანატრი გამარჯვებებიც აუცილებლად მოვა!
ბრაზი
28 ოქტომბერი 2023 07:20
2
აშკარად ძალიან კარგი მწვრთნელია ანტმანი, ძალიან მცირე დროში ჰარდაქმნა ნაკრები სხვა გუნდად
Dato
27 ოქტომბერი 2023 23:00
1
70-ე წუთიდან ვუყურე.რაც ბრძოლის წყურვილი აქვთ,ჩვენს გოგოებს,იმდენი რომ სხვა უნარებიც ჰქონდეთ,ძალიან მაგარი გუნდი გვეყოლებოდა.რა თქმა უნდა გრანდებისაგან უფსკრული გვაშორებს,მაგრამ ასეთი აზარტის პირობებში,ძალიან სწრაფად გავიზრდებით.ყოველი აღებული ქულა,დიდი მუხტი იქნება,ჩვენი გოგოებისათვის და მჯერა,კიდევ უფრო მაგრად ივარჯიშებენ.კიდევ ბევრს წავაგებთ.დიდი ანგარიშითაც,მაგრამ მუშაობა უნდა გააგრძელონ.90-ე წუთზე,ლიტვეთა მეკარემ,ჩაწოდებული ბურთი აიღო და სწრაფი კონტრშეტევის დასაწყებად,წინ გაიქცა,თავისებისათვის მისაწოდებლად.მეტოქეც,ჩვენებიც და მსაჯიც ქუდმოგლეჯილები გაიცნენ ცენტრისათვის და არავის შეუმჩნევია,მეკარე საჯარიმოს ხაზის წინ გამოვარდა ბურთით ხელში და ფეხით დაარტყა,ჩვენი კარისაკენ.თითქმის ერთი მეტრით გამოსცდა,საჯარიმოს წინა ხაზს.ჩვენ კი დავჯარიმდით და საკმაო დაძაბულობაც შეიქმნა,ჩვენს კართან.მსაჯიც ახალგაზრდა გოგო ჩანდა და ფეხბურთელებზე დიდად მაღალი კლასისა,არც ის ჩანდა.პირდაპირ რეპორტაჟს ვუყურებდი და გადახვევა არ ჰქონდა,ამიტომ ვერ გადავამოწმე,მაგრამ დარტყმის მომენტში,აშკარად საჯარიმოს გარეთ იყო.
სოსო
27 ოქტომბერი 2023 21:18
0

სიახლეები პოპულარული