არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე მინი-ფეხბურთის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ორი გამარჯვება მოიპოვა.
პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გვატემალას 6:0 სძლია, დღეს კი მსოფლიოს ჩემპიონი მექსიკა 2:1 დაამარცხა და 6 ქულით ლიდერია.
30 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ირლანდიას შეხვდება. ჯგუფიდან პლეი-ოფში ორი გუნდი გადის.
გენაცვალეთ!...