საქართველო - ლიეტუვა | 30 ოქტომბრის განრიგი

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩისთვის ემზადება. 31 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.

ლიეტუვასთან ვილნიუსში (0:0) ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ირის ანტმანის გუნდი საქართველოში დაბრუნდა და 29 ოქტომბერს ქუთაისის სფფ-ის აკადემიაში ივარჯიშა.

30 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ქალთა ნაკრები თბილისში, დავით პეტრიაშვილის არენაზე ივარჯიშებს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიში 15 წუთით ღია იქნება.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თეონა სუხაშვილი (სანედი, იონიშკისი, ლიეტუვა), სვეტალნა გაბელაია (კოლხეთი, ხობი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი),
სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი, თურქეთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), თეონა თოდაძე (კოლხეთი, ხობი), ტატიანა მატვეევა, ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ნინო ბუხრიკიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ხატია ჭყონია (ბათუმი), მაიკო ბებია (სამეგრელო), ანასტასია ბოლქვაძე (ლანჩხუთი), ლელა ჭიჭინაძე (ლანჩხუთი)

nakrebi.ge

altფრე ვილნიუსში - საქართველოს ქალთა ნაკრები ერთა ლიგაზე ისევ არ დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული