საქართველოს ქალთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეოთხე მატჩში საკუთარ მოედანზე ლიეტუვასთან 0:3 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ირის ანტმანმა და ფეხბურთელმა ნინო პასიკაშვილმა გააკეთეს:
ირის ანტმანი: "გულდაწყვეტილები ვართ. ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. დავისაჯეთ და გოლები საკუთარ კარში მივიღეთ. ფეხბურთში ასე ხდება. სამწუხაროდ, მოთამაშეებისთვის საუკეთესო დღე არ იყო. დღევანდელი მატჩის შედეგი არ ასახავს რეალურ სხვაობას საქართველოს და ლიეტუვის ნაკრებებს შორის. მეორე გოლის გაშვებამდე ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა ამ გოლმა ბევრი რამ შეცვალა და თამაში მეტოქის
სასარგებლოდ გადაწყვიტა. ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ. დეკემბერში ლუქსემბურგთან მატჩი გველის. ფეხბურთელებმა ამ შეკრებაზე 12 დღის განმავლობაში ბევრი იშრომეს და სურდათ წარმატების მიღწევა. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და მოვემზადოთ შემდეგი თამაშისთვის".
ნინო პასიკაშვილი: "მოვლენების სხვაგვარ განვითარებას ველოდით, თუმცა, სამწუხაროდ, დავმარცხდით. წინ კიდევ ორი მატჩი გველის. ვფიქრობთ, მოვახერხებთ კონცენტრირებას და ჩვენს სახეს ვაჩვენებთ გულშემატკივარს. მინდა მადლობა ვუთხრა მათ სტადიონზე მობრძანებისთვის. გულშემატკივრების გვერდში დგომა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს".