![](https://sportall.ge/pictures/image5/00ad7797a9ae032a62a1e1c113f392b0.jpg)
ნაკრები
ვილი სანიოლის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი შესარჩევი ეტაპიდან აღარ აქვს, დარჩენილი 2 მატჩი კი მარტისთვის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს, როცა კონტინენტის პირველობაზე გასვლა "ერთა ლიგიდან" ბოძებული პლეი-ოფიდან შეგვიძლია. ამავდროულად, ესპანეთის ნაკრებთან სექტემბერში განცდილი კატასტროფის (1:7) ერთგვარი რეაბილიტაცია გვჭირდება. შოტლანდიელები თბილისში არაერთხელ გაგვიმწარებია და დიდ ფორუმებს მიღმა დაგვიტოვებია, ამჯერად კი ამას ვერ შევძლებთ, მათ ფინალური ტურნირი
16.11. 21:00 სთ - საქართველო - შოტლანდია;
19.11. 23:45 სთ - ესპანეთი - საქართველო.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და 16 ნოემბერს (თბილისის დროით 16 საათზე) ჩრდ. მაკედონიას ესტუმრება. ამით რამაზ სვანაძის გუნდი 2023 წელს დაასრულებს. ჯგუფს 12 ქულით ნიდერლანდელები ლიდერობენ.
ეროვნული ლიგა
![რა გველის ნოემბერში - რეაბილიტაციის შანსი ესპანეთთან, კვარაცხელია კვლავ "რეალის" წინააღმდეგ და ჩემპიონობის ბათუმური შანსები... Sportall.Ge](/pictures/artimages/original/a0fcd5d8bd44e197e8273e179f502cd4.jpg)
"ნაპოლი"
საიდუმლო არავისთვისაა, რომ "ნაპოლის" თამაშებს განსაკუთრებით ველით და სანაკრებო პაუზის მიუხედავად, ნოემბერი ამ მხრივაც დატვირთულია. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონატში 4 ნოემბერს (18:00 სთ) "სალერნიტანას" ეწვევა, 12-ში "ემპოლის" (15:30) უმასპინძლებს, 25 ნოემბერს (21:00 სთ) კი "ატალანტას" ესტუმრება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ ჯერ საშინაო მატჩია - 8 ნოემბერს "უნიონთან", 30 ნოემბერს კი სტუმრობა მადრიდის "რეალთან".![რა გველის ნოემბერში - რეაბილიტაციის შანსი ესპანეთთან, კვარაცხელია კვლავ "რეალის" წინააღმდეგ და ჩემპიონობის ბათუმური შანსები... Sportall.Ge](/pictures/artimages/original/e3019744151fd9e67f2a8d07511055cc.jpg)
ყურადღებით დავაკვირდებით, ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაუტაძეს დროს რამდენად მისცემს - "აიაქსი" გავარდნის პირასაა. "ვალენსიაში" გიორგი მამარდაშვილის ასეთივე დამაჯერებელი თამაშის იმედი გვაქვს. ქართველ ფეხბურთელებს ყველგან საინტერესო და დაძაბული მატჩები ელით - იტალიის სერია "ა"-სა და "ბ"-ში, ინგლისის ჩემპიონშიპსა თუ საფრანგეთის ლიგა 2-ში...
https://youtu.be/97akFQRkcC0?si=X9tTaEfkfl0Gqe5e