რა გველის ნოემბერში - რეაბილიტაციის შანსი ესპანეთთან, კვარაცხელია კვლავ "რეალის" წინააღმდეგ და ჩემპიონობის ბათუმური შანსები...

AutoSharing Option
ნოემბერი, საფეხბურთო თვალსაზრისით, დატვირთული თვეა. ამის შემდეგ, ეტაპობრივად, ზამთრის შესვენებები დაიწყება, სანაკრებო მატჩებს კი, საერთოდ, მარტამდე ვეღარ ვნახავთ. ქართველი გულშემატკივრებისთვის არაერთი საინტერესო შეხვედრა ჩატარდება.

ნაკრები

ვილი სანიოლის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი შესარჩევი ეტაპიდან აღარ აქვს, დარჩენილი 2 მატჩი კი მარტისთვის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს, როცა კონტინენტის პირველობაზე გასვლა "ერთა ლიგიდან" ბოძებული პლეი-ოფიდან შეგვიძლია. ამავდროულად, ესპანეთის ნაკრებთან სექტემბერში განცდილი კატასტროფის (1:7) ერთგვარი რეაბილიტაცია გვჭირდება. შოტლანდიელები თბილისში არაერთხელ გაგვიმწარებია და დიდ ფორუმებს მიღმა დაგვიტოვებია, ამჯერად კი ამას ვერ შევძლებთ, მათ ფინალური ტურნირი
გაინაღდეს. ყველა შემთხვევაში, გამარჯვება ახლა ძალიან კარგ ხასიათზე მოგვიყვანს.

16.11. 21:00 სთ - საქართველო - შოტლანდია;

19.11. 23:45 სთ - ესპანეთი - საქართველო.


საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და 16 ნოემბერს (თბილისის დროით 16 საათზე) ჩრდ. მაკედონიას ესტუმრება. ამით რამაზ სვანაძის გუნდი 2023 წელს დაასრულებს. ჯგუფს 12 ქულით ნიდერლანდელები ლიდერობენ.

ეროვნული ლიგა

ნოემბერში ეროვნული ლიგა, ფაქტობრივად, სრულდება (დეკემბერში 1 ტური რჩება). გასაგებია ჩვენი დონე, ევროტურნირებზე წარუმატებლობა და ა.შ. მაგრამ პირველობის ფინიში საინტერესო იქნება. ლიდერი 67 ქულით ბათუმის "დინამოა" და თბილისის "დინამო" მას 9 ქულით ჩამორჩება. 5 ტურში ეს სერიოზული უპირატესობაა. ამ ეტაპზე, ქუთაისის "ტორპედოს" სამეულში შესვლის სხვაზე მეტი შანსი აქვს. რაც შეეხება ქვეყნის თასს, აქ მამუკა ჯუღელის მიერ შეძენილი, პირველ ლიგაში მოთამაშე ფოთის "კოლხეთი" ნახევარფინალშია და საინტერესოა, როგორ გააგრძელებენ.

Sportall.Ge

"ნაპოლი"

საიდუმლო არავისთვისაა, რომ "ნაპოლის" თამაშებს განსაკუთრებით ველით და სანაკრებო პაუზის მიუხედავად, ნოემბერი ამ მხრივაც დატვირთულია. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონატში 4 ნოემბერს (18:00 სთ) "სალერნიტანას" ეწვევა, 12-ში "ემპოლის" (15:30) უმასპინძლებს, 25 ნოემბერს (21:00 სთ) კი "ატალანტას" ესტუმრება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ ჯერ საშინაო მატჩია - 8 ნოემბერს "უნიონთან", 30 ნოემბერს კი სტუმრობა მადრიდის "რეალთან".

Sportall.Ge

ყურადღებით დავაკვირდებით, ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაუტაძეს დროს რამდენად მისცემს - "აიაქსი" გავარდნის პირასაა. "ვალენსიაში" გიორგი მამარდაშვილის ასეთივე დამაჯერებელი თამაშის იმედი გვაქვს. ქართველ ფეხბურთელებს ყველგან საინტერესო და დაძაბული მატჩები ელით - იტალიის სერია "ა"-სა და "ბ"-ში, ინგლისის ჩემპიონშიპსა თუ საფრანგეთის ლიგა 2-ში...

altხვიჩა და საქართველო სხვა მასშტაბზე, წარსულის შესრუტვა, ოჯახის როლი და "ოქროს ბურთი", როგორც მიზანი...

altვის შეხვდება საქართველოს ნაკრები ევროპირველობის გზაზე - მეტოქეები შეიცვალა, ბერძნებს კვარაცხელიას გოლი ისევ ახსოვთ...

მკითხველის კომენტარები / 22 /
წარმატებული თამაშები ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს!
კოტე
01 ნოემბერი 2023 12:02
0
რა გველის ეკ არ ვიცი მაგრამ ფაქტი ერთია
დიდი ფორუმებზე გამოვედით ან გამოვალთ
ა) რაგბშუ
ბ) კალათბურთში
გ) წყალბურთში
დ) ხელბურთში
ე) ფუტსალში
ვ) მინი ფეხბურთში
ინდივიდუალურ სპორტის სახეობებში ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები გვყავს
ა) ძიუდოში
ბ) თავისუფალ ჭიდაობაში
გ) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში
დ) მძლეოსნობაში
ე) კრივში
ვ) სამბოში
ზ) მკლავჭიდში
თ) ტყვიის სროლაში
ი) ფარიკაობაში
კ) ნიჩბოსნობაში
ლ) ფიგურულ სრიალშიც კი
(ბოდიში თუ ვინმე გამომრჩა)
და..... ყველაზე მეტი ფულით ფინანსდება ფეხბურთი და ყველაზე მეტი ბავშვი დადის ფეხბურთზე.

დასკცნა: რაღაც ვერ არის ჩვენს თავს კარგი ამბავი. ლოგიკა არ იძებნება ან უბრალოდ ჩვეული ამბავი მიუშვი ქართველი სადაც ფული იშოვება და მოსპობს ყველაფერს - გარემოს, ჰაერს, ქალაქს, ბიზნესს, პოლიტიკას, სპორტს.

და მაინც
ა) ზელანდიელები რაგბიში არიან მაგრები - ყველაზე მეტი ბავშვი დადის რაგბზე
ბ) ამერიკელები ამერიკულ ფეხბურთში, ბეისბოლში არიან შეუდარებლები - ყველაზე მეტი ბავშვი დადის ამ სპორტზე
გ) კანადელები ხოკეუში არიან მაგრები - ყველაზე მეტი ბავშვი ყავთ ხოკეიში
დ) ინდოელები და პაკისტანელები კრიკეტში არიან მაგრები - ყველაზე მეტი ბავშვი ამ სპორტს მისდევს.
ჩევნთან რა ხდება ?! იგივე - ბევრს შეცდომით ჰგონია რომ ყველაზე მეტი ფული იშოვება ფეხბურთში და ბავშვებიც ფეზბურთზე ნიჭიერია თუ უნიჭო თავად უნდა თუ არა - ისევე როგორც სხვა პროფესიებში - იურისტი, ჟურნალისტი, მედიკი და ა.შ. შედეგი - ვედრო მანეთად, იურისტი, კბილის ექიმი და ჟურნალისტი. იგივეა ფეხბურთში პლუს სადაც ბევრი ფულია და სადაც ბევრი ხალხია - იქ ნეპოტიზმია და კორუფცია, ხოდა ასე - მოუგეთ ბოლო თამაში შოტლანდიას და აბა ახალი იმედებით სამომავლო ციკლისთვის მზადება და ასე 33 წელი - მე კი დავბერდი ამასობაში და კი დამცვივდა უკვე კბილები თქვენს ლოდინში და :))))))
იბერია
01 ნოემბერი 2023 15:59
4
უნდა ვითამაშოთ ლაღი, თავისუფალი ფეხბურთი მანდრაჟის გარეშე და ყველაფერი რიგზე იქნება!
ყველამ თავის ზონებს უნდა მიხედოს და ერთმანეთის დაზღვევა უნდა ვისწავლოთ. ხოჭოლავა, გადრანი, გველესიანი და პრაქტიკის მქონე არაბიძე უნდა იქნან გამოძახებულნი. კაშია, კვერკველია უკვე უნდა ჩანაცვლდნენ ზემოთ მოყვანილი მცველებით (ეს ვინმემ უნდა შეახსენოს ცალკე მწვრთნელს და ცალკე ფეხბურთელს, რომელთაც ალბათ უკვე აღარ ეყურებათ!). ზივზივაძის და მიქაუტაძის უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ძირითადში უნდა თამაშობდეს პრაქტიკის მქონე ფეხბურთელი ანუ არაბიძე/ქვილითაია! მემგონი უმრავლესობა აღნიშნულს ეთანხმება...
ლაშა
01 ნოემბერი 2023 12:12
21
რა თქმა უნდა არ გეთანხმებით ქვილითაიაზე - ბევრი შანსის მიუხედავად ნაკრებს ვერ ქაჩავს გინდა პრაქტიკა ქონდეს გინდა არა,პირველ ბურთზე თავით კარგია,მაგრამ საგოლე ალღო მართლა არ ქვს,არაბიძე კი მაგ პოზიციაზე არ თამაშობს,თორემ ნაკრებში რო უნდა დააბრუნონ ეს ბიჭი არავინ დავობს
დონ დიეგო
01 ნოემბერი 2023 16:53
0
ქვილითაია აუცილებლად, ვინძლო იმძლავროს მოწინააღმდეგის ტაქტიკამ, ალესილი ხმალივით უნდა შემოვარდეს 62 წუთზე, რადგან იგი ქართული ფეხბურთის წარსული აწმყო და მომავალია
David
01 ნოემბერი 2023 16:46
3
ყველა გამოხმაურება
ესპანეთთან წავაგებთ იმედია 7ზე ნაკლებს გავუშვებთ, შოტლანდიასთან ფრე
სხვა
01 ნოემბერი 2023 13:20
17
ძალიან არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ რომ წერთ, ხოჭოლავა მაგარი მცველიაო, თავისი ქვეყნის რომ სცხვენია, მაინც? რა დონეზეც არ უნდა იყოს ეგ ბიჭი, ნაკრებს არ უნდა გააკარონ, ჩემი აზრით რა თქმა უნდა. როდის გავიგებთ, რომ ნაკრები ქვეყნის სახეა და ცოტა სხვანაირად უნდა მიუდგეს ყველა.
დიდება საქართველოს!
ლევანი
01 ნოემბერი 2023 19:45
10
მაგ ლოგიკით, მე ნახევარ გუნდს ამოვაგდებდი. შენს გულშემატკივარს, თან ბავშვებს, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ჯერ რომ აგინებს და მერე გალახავს, ამაზე კი,რეაქციაც არ გაქვს, შენ ნაკრებში რა უნდა იბრძოლო?!
ციციკორე
02 ნოემბერი 2023 11:17
0
ლუკა გადრანი სერიოზული მცველია რატო არ იძახებენ უცნაურია და კვირკველიას ისევ იძახებენ
გივი
01 ნოემბერი 2023 14:35
3
რა გველის და ორივე თამაშს წავაგებთ. რად უნდა ამას ბევრი ფილოსოფია.ერთი კაცი არ იგებს თამაშს
დავით 67
01 ნოემბერი 2023 13:47
7
ხოჭოლავას რაიმე პოლიტიკურ თანამდებოზე კი არავინ ნიშნავს, რაში გვაინტერესებს მისი პოლიტიკური შეხედულებები? დაახლოებით ეგრე ფიქრობდა დღევანდელ საქართველოს კურსზე ცხონებული ბუბა კიკაბიძეც და ავგრძალოთ მაშინ მისი სიმღერები და ფილმები მისი მონაწილეობით.
ლევანას
01 ნოემბერი 2023 22:49
3
ესპანეთან წავაგებეთ სამით ნოლს და დაიწყებენ ქებას პროგრესი გვაქო ;)))))
giorgi
01 ნოემბერი 2023 13:57
5
ერთი რამ ნაღდათ ვიცი შოტლანდიას უეჭველი მოუგებთ, იმიტომ კი არა, რომ უკეთესები ვართ არა, უბრალოდ ეს ჩვენი ტრადიციაა შოტლანდიას სახლში ყოველთვის მოუგებთ და თან როცა არაფერი აღარ გვშველი მაშინ ლომებად ვიქცევით ხოლმე.DDD
ტტტ
01 ნოემბერი 2023 22:39
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული