მინი-ფეხბურთის მსოფლიო თასის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები მასპინძელ არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან პენალტების სერიაში დამარცხდა და სამწუხაროდ, ტურნირს გამოეთიშა.
ბესარიონ არველაძის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო - გვატემალას 6:0, მექსიკას 2:1, ირლანდიას კი 10:1 სძლია და პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა 1/8-ფინალში მარცხი იწვნია.
არადა, საქართველოს ნაკრები გამარჯვებასთან ახლოს იყო - ბექა ტუღუშმა მე-6 წუთზე ჩვენი გუნდი დააწინაურა, მაგრამ ის 49-ე წუთზე გააძევეს, მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს, ბოლო წუთზე მუჰამედმა ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც მასპინძლებმა 3:2
იმარჯვეს.
ასე რომ, გუნდი, რომელსაც ძირითად დროში არც ერთი თამაში არ წაუგია, შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.
აქაც ფულმა ხომ არ გაანათა ჯოჯოხეთი?!