საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი "ბათუმის თასი" გაიმართა

AutoSharing Option
ბათუმში 15-წლამდელთა საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო ტურნირი "ბათუმის თასი" დასრულდა. ტურნირის გამარჯვებული "დინამო თბილისის" 15-წლამდელთა გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში ესპანური "ვალენსია" 2:0 დაამარცხა. მესამე ადგილისთვის მატჩში სფფ-ის აკადემიის გუნდმა ქუთაისის "ტორპედოს" 2:1 სძლია.

"აჭარაბეთ არენაზე" ჩატარებული ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ ჩემპიონისა და ტურნირის სხვა მონაწილე გუნდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად, სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე მონაწილეობდნენ.

ბათუმში ტურნირი 28 ოტომბრიდან მიმდინარეობდა და შემდეგი გუნდები მონაწილეობდნენ: „ვალენსია“ (ესპანეთი), „ალკმაარი“ (ნიდერლანდები),
,,ოლიმპიკი მარსელი” (საფრანგეთი), ,,რიზესპორი“ (თურქეთი), „დინამო ბათუმი“ (საქართველო), „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია“ (საქართველო), „დინამო თბილისი“ (საქართველო), „ტორპედო ქუთაისი“ (საქართველო).

აღნიშნული ტურნირი საფეხბურთო კლუბ "დინამო ბათუმის" 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბათუმში არ იყო ფინალი?
რა გახდა, გოლების ვიდეო მაინც დადეთ, არ შეიძლება??
ასეთი მშრალი ინფორმაცია რა უბედურებაა...
ისე მაინც
22:04 02-11-2023
0
Არც ამათიდან გამოვა არაფერი.იმიტომ კი არა რო მე არ მინდა...აი ნახავთ როგორც კი რაღაცას გაიფაფხურებენ და ეგრევე დამთავრდება ამათი კარიერა.
Არანაირი თავმდაბლობა,თავი 15 წლისებს უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჰგონიათ.
Ნებისმიერს ხვალ რო უთხრათ ოქროს ბურთზე ხართ წარდგენილიო არც კი გაიოცებენ.დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები და 10 წლის მერე გაგახსენდებათ.
21 წლის მერე ზრდას კი არ წყვეტენ იმიტომ რომ სათანადო გუნდებში ვერ ხვდებიან არამედ მამიკოს ფულები 21 წლამდე უქაჩავენ და მერე,მერე უკვე თუ ვერაფერი გააკეთე ვის რაში სჭირდები.
Ბ.ხ.
17:01 02-11-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული