
გამოცემის ინფორმაციით, თბილისურ კლუბს მოთამაშეების 3-თვიანი სახელფასო დავალიანება აქვს. "დინამოს" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს გარკვეული დროით მოცდა სთხოვა და პრობლემის გამოსწორებას შეჰპირდა.
თუმცა დათქმულ დროში მოთამაშეებმა თანხმა მაინც ვერ მიიღეს, რის გამოც მათ ოთხშაბათს ვარჯიშზე უარი თქვეს.
Geo Team-ის ცნობით, "დინამოს" ფეხბურთელთა მხარე ეროვნული ლიგის მომდევნო ტურში გამოუცხადებლობასაც განიხილავს.
შეგახსენებთ, ანდრეს კარასკოს გაწვრთნილი გუნდი ხვალ, 4 ნოემბერს, "თელავს" უმასპინძლებს.