"შოტლანდიასთან მატჩამდე 2-ჯერ საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა.." - ხვიჩა კვარაცხელიას დასაფასებელი საქციელი

AutoSharing Option
გუშინ, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში, საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მასპინძელთაგან თავი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა, "ნაპოლის" გარემარბმა აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

Geo Team-ის ცნობით, შოტლანდიასთან დაპირისპირებამდე 2 დღით ადრე საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე "კვარამ" თავის არეში მძიმე დარტყმა მიიღო. 

ფეხბურთელი საავადმყოფოში გამოკვლევებზე ორჯერ წაიყვანეს, თავის ძლიერი ტკივილებიც აწუხებდა და იყო დიდი რისკი, რომ შოტლანდიასთან მატჩს გამოტოვებდა, თუმცა ხვიჩამ განაცხადა, რომ 16 ნოემბერს, "დინამო არენაზე" თამაში ნებისმიერ შემთხვევაში სურდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 8 ქულით მეოთხე
ადგილზეა და 19 ნოემბერს, ბოლო ტურში, ვალიადოლიდში ესპანეთს დაუპირისპირდება.

alt"მაცარი "კვარაშოუს" ყურადღებით აკვირდებოდა - იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

altვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

altკვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

altკვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 24 /
გამოხტა მორიგი გენიოსი. მესიმ და ნეიმარმა ითამაშეს ოლიმპიადა, მაგრამ შესარჩევი არ უთამაშიათ.
qutaisi
18 ნოემბერი 2023 00:50
7
ვა რა დონეას.
წავალ ჯირკოს შევჭედავ,კაცი დაჯდება მაინც.
აბა შენნაირი რო გამომივიდეს მერე ხო მაგინებენ
Levani
18 ნოემბერი 2023 00:40
4
ოლიმპიადა მოგებული აქვს მესის არგენტინის ნაკრებთან ერთად და ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად.უჭკუების გასაგონად ვამბობ.მაგრამ ეს ხომ კვარადონაა თითქმის მარადონა.
ვა რა დონეა
17 ნოემბერი 2023 21:40
31
მორიგი სუპერ ლეაო! ეეჰ რაფა როგორი სასარგებლოდ გამოსაყენებელი გვარი გაქვს ამ საიტის "გენიოსების" დიაგნოზის დასასმელად... კიდევ მომიტევე შენი გვარის აუგად ხსენებისთვის!
ბათუმელა
17 ნოემბერი 2023 23:50
3
საცოდავი ლუზერი. დივნის ექსპერტ
.
17 ნოემბერი 2023 23:22
1
ყველა გამოხმაურება
კვარა შენ და ჩაკვე ხართ ყველაზე მაგრები ნაკრებში❤️❤️
ანი
17 ნოემბერი 2023 21:32
3
მადლობა ხვიჩა, რომ გუშინ ყველაფერი დადე შენი ქვეყნის ნაკრებისთვის!!!შენ გარდა ეს ბრძოლა ვერავისგან დავინახე!
საქართველო უპირველესად
17 ნოემბერი 2023 20:19
1
ხვიჩა ახალი თაობის საყვარელი ფეხბურთელი ხარ!!!!!აი ძველი თაობის ხალხს კი ჩახვეული
აქვთ ახალგაზრდულების თამაში და ოლიმპიადა!!!!
გიორგი
17 ნოემბერი 2023 19:55
4
ხვიჩა!ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ხარ ნაკრებში,არ მოუსმინო შენ მოძულეებს,თოთხმეტი გოლი გაქვს უკვე გატანილი ნაკრებში,რომელ მოქმედ ფეხბურთელს აქვს შენზე მეტი გაკეთებული?ან ნაკრებისთვის?ან ქვეყნისთვის?!.გამოაკელით ამ ნაკრებს კვარაცხელია და რასაც მიიღებთ იმით იამაყეთ ქართველებმა!!!!ჩაიციკლნენ ამ არაფრის მომცემ ოლიმპიადაზე,თუ არა და ვინც თამაშობდნენ ახალგაზრდულში გასულიყვნენ მაგ ოლიმპიადაზე ვინმე უშლიდათ??რო გკითხოთ კვარაცხელია არაფერს წარმოადგენს თურმე და ყველა ასაკობრივ ნაკრებში უნდა ეთამაშა,მერე მთავარ ნაკრებში უნდა ეთამაშა,ჩემპიონთა ლიგა უნდა მოეგო,სერია ა უნდა მოეგო, პლიუს ამას ყველა დაენგრია ყველა ფორუმზე!!!!
ირაკლი
17 ნოემბერი 2023 19:14
1
პირადად ასეთი მსხვერპლის გაღება დიდ უჭკუობად მიმაჩნია. მწვრთნელმა და შეგირდმა ის თუ არ იცის, როდისაა თავის და ფეხის გაწირვა საჭირო და როდის არა კაპიკია მათი ფასი.
ჟორა გაბრიჭიძე
17 ნოემბერი 2023 17:00
26
მართალს ბრძანებთ,მაგრამ რომ არ ეთამაშა,წარმოიდგინეთ,რა ამბავს ატეხდნენ,მისი მოძულენი.ეტყობა მდგომარეობიდანაც მეტ ნაკლებად გამოვიდა და ბრწყინვალედაც ითამაშა.თუ რაღაცა ნარჩენი მოვლენები დარჩა,ესპანეთთან შეიძლება არც გამოიყვანოს.შოტლანდიასთან კი,ბიჭებს გამარჯვება ძალიან უნდოდათ და მანაც თავი გადადო.
სოსო
17 ნოემბერი 2023 18:53
2
ჟორაჯან იქნებ გვითხრა შენ რა გაგიკეთებია ჩვენი ქვეყნის სადიდებლად და მერე დადგინდება გაქვს თუ არა ასეთი კომენტარების უფლება?:))))) კი ვხვდებით რასაც აკეთებ შიშველი ხელებით მარა მაინც გაგვიმხილე:))))))))))
Kolo
17 ნოემბერი 2023 18:52
14
ყველა გამოხმაურება
მართლაც და ასე შემართებით,რომ ეთამაშა მას და მთელს გუნდს ნორვეგიასთან,იგივე შოტლანდიასთან გასვლაზე და თუნდაც ესპანეთან თბილისში ასე უსახელოდ ნაადრევად არ დავამთავრებდით ციკლს და კარის გამოჯახუნების პრინციპით არ ვიქნებოდით აღტკინებული, ფედერაციის მამებისა და საკუთარი პრესტიჟის გადასარჩენად,რამეთუ ახალი პორცია ნაცარი შეაყარონ თვალში ხალხს და დააჯერონ რომ წარმატებები გვაქვს და წინ მივიწევთ,არადა ერთ წრეზე ვტრიალებთ, შედეგის გარეშე. ისე მართლააა!! ახალგაზრდულში,რომ ეთამაშა ამ ბიჭს შეიძლება ოლიმპიური საგზური მართლაც მოგვეპოვებინა,მაგრამ დასვენება,ქეიფი თუ უქეიფობა მოიმიზეზა და კლუბის და საკუთარი ინტერესები დააყენა წინ, ეს ფაქტია და მას ვერანაირად გააპრავებთ, შედეგი ხომ სახეზეა,როგორც ჩვენთვის ისე ხვიჩასთვის-ახალგაზრდულიმა ხომ დაკარგა ისტორიული შანსი, ეროვნულმა ტრადიციულ მე-4 ადგილი დაიკავა, კლუბშიც ისე ვეღარ ბრწყინავს,როგორც შარშან და გაუნჯობესებული კონტრაქტიც ვერ მიიღო. გუშინდელ თამაშიც ყველაზე მეტი დივიდენტი მან მიიღო,სრული თავისუფლება ქონდა და სხვა არაფერი ევალებოდა გარდა გოლის გატანისა, რაც მშვენივრად გამოუვიდა საკუთარი კარიერისთვის, მგონია,რომ მეორე გოლის შემდეგ ის უნდა შეეცვალათ და ცენტრი გაეძლიერებინათ, მთელი თამაში მორღვეული იყო შენგელიას ფრთა. არც მიქაუტაძე და მითუმეტეს არც კვარა დაცვაში არ მუშაობს და შემტევების გარეშე მოწინააღმდეგის დაპრესინგება,როცა ისინი ბურთს ფლობენ წარმოუდგენელია. პრესინგის გარეშე კი დღემანდელი ფეხბურთი არ არსებობს. მე პირადათ პლეი ოფში რაღაცნაირი შიში მაქვს-საბერძნეთის ნაკრები,მართალია უსახური გუნდია, მაგრამ ძალიან ძნელი მათან აუცილებლად მოგებაზე თამაში, ჩვენთვის უხეხული მეტოქეა დაა ამასთან ძალიან გამოცდილი ასეთ სიტუაციაში. ერთი სიტყვით,როგორც იტყვიან ძაღლი გუნდია...
leqso
17 ნოემბერი 2023 16:17
34
ნუთუ? ეგ ოლიმპიური ვინმეს გადარდებდათ აქამდე? ან შვედეთმა რომ მოიგო 2015-ში, ვინმეს ახსოვდა? თუ ამით მაგარი ქვეყანა გახდა უფრო აფასებენ? ჩვენს ფეხბურთელებზე დაბოღმილების თავშესაფრად იქცა ეგ თემა, თორემ არავის აღელვებს „იი ოლიმპიადა, იი ახალგაზრდული“, ყველა ქვეყანაში მთავარი ნაკრებია ყურადღების ქვეშ. ახალგაზრდული არის ახალგაზრდების წარმოსაჩენად და არა უკვე სახელგანთქმული ფეხბურთელების ბოლომდე გამოსაწურად. კვარაცხელია ისედაც გამოწურეს ნაპოლიში, ბოლოს სამი თვე სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა და ვერც ითამაშებდა, იმავდროულად კი სხვებსაც მოუსპობდა თავის გამოჩენის შანსს. კრიტიკა მხოლოდ ლაყბობა არაა, გარემოებების ანალიზის უნარსაც საჭიროებს.
nika
17 ნოემბერი 2023 17:33
6
ჰოლანის თამაში გინახავთ? სწორედაც რომ მარტო ბურთის გატანა ევალება, რასაც მშვენივრად ართმევს თავს. უჭკუო სპალეტი და მაგის მსგავსი მწვრთნელებისთვის ფეხბურთელი, მით უმეტეს თავდამსხმელი რობოტია და წინ და უკან უნდა ირბინოს, რამაც შარშან ხვიჩა და ოსიმენი ისე გადაღალა, წელსაც ვერ ჩადგნენ ფორმაში. ასე, რომ ყველას უნდა ესმოდეს ფეხბურთელი მანქანა არ არის და მოედანზე თავისი საპასუხისმგებლო არეალი უნდა ჰქონდეს მიჩენილი და არა მთელ მოედანზე სირბილი.
ჟორა
17 ნოემბერი 2023 17:08
4
იმედია ტვინის შერყევა არ აქვს. არ გარისკონ ესპანეთთან ეგ თამაში მაინც განწირულია
.
17 ნოემბერი 2023 15:51
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული