"ალბათ, ეს ბევრმა არ იცის, მაგრამ ძალიან მაგარი ადამიანია" - ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს ვარსკვლავზე ისაუბრა

AutoSharing Option
"საქართველოს ბანკმა" რუბრიკა "ხშირად დასმული კითხვები ხვიჩა კვარაცხელიასთან" შემოგვთავაზა და ვიდეო Youtube-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ჟურნალისტი ანდრო ხელაძე "ნაპოლის" გარემარბს სხვადასხვა თემაზე ესაუბრა. გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს.

რა უთხრა ჯუდ ბელინგემმა "კვარას"?

"ჯუდი ოსიმენს ეკითხებოდა, პენალტს რატომ არ ურტყამო? ვიქტორმა ბოლო თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა. ეს, ალბათ, მათაც იცოდნენ. ბელინგემს ვუთხარი, მაგარი "თრეშ თოლქერი" (ბინძურად მოსაუბრე) ხარ-მეთქი. გაეცინა, მერე კი გავუტანეთ და 2:2 გახდა".

შეხვედრა მესისთან "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე

"მესისთან შეხვედრა იყო ისტორია, რომელიც შეიძლება არ დამიჯეროთ. ამის შემდეგ მესი ჩემთვის
რადიკალურად შეიცვალა. რა თქმა უნდა, არა, როგორც ფეხბურთელი. რთულია, იპოვო ასეთი ფეხბურთელი ისტორიაში. რომ ვისხედით, რეკლამის დროს პაუზა იყო. მესი ჩემგან მარჯვნივ იჯდა. უცებ ფეხზე ადგა. ვფიქრობდი, თუ რატომ დგება, რადგან ფეხბურთელებს გვითხრეს, რომ ვმსხდარიყავით და ბევრი არ გვემოძრავა. მესი ჩემკენ მოდიოდა, მე კი ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ხელი როცა გამომიწოდა, ძალიან დავიბენი. წამოვდექი და ხელი ჩამოვართვი. ასეთი ადამიანი, ამხელა ფეხბურთელი რომ დგება შენთვის გამარჯობის სათქმელად... მაგარი პიროვნებაა და ძალიან ვაფასებ".

ვინ იყო ხვიჩა კვარაცხელიასთვის ყველაზე უხერხული ოპონენტი?

"კალაბრია ყოველთვის კარგად მეთამაშება, ძალიან კარგი ფეხბურთელია. სხვათა შორის, ხშირად დაუსვამთ ეს კითხვა, მე კი სულ ვპასუხობ, რომ როდესაც ვარჯიშებზე დი ლორენცოს ვეთამაშები, მის წინააღმდეგ ძალიან მიჭირს, სასწაული მოთამაშეა... მაგარი პროფესიონალია. იმედია, მის წინააღმდეგ თამაში არ მომიწევს".

ხვიჩა და რაფაელ ლეაო

"პირველ რიგში, ჩემთვის მოთამაშეზე მნიშვნელოვანი მისი პიროვნული მახასიათებლებია. რაფა ისეთი ადამიანია... ალბათ, შეიძლება ეს ბევრმა არ იცის, უმაგრესი პიროვნებაა. ზოგადად, რთულია იპოვო ასეთი ადამიანი ფეხბურთში. მაგალითად, იყო პერიოდი, როდესაც გოლის გატანას დიდხანს ვერ ვახერხებდი, ფსიქოლოგიურად მიჭირდა. გოლი როცა გავიტანე, მომწერა, მომილოცა. საოცარი ბიჭია, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, მისი წარმატება ძალიან მიხარია".

საუკეთესო სტადიონი, სადაც "კვარას" უთამაშია

"ალბათ, "ენფილდი". რაც შეეხება იტალიაში, თუ "სან სიროს" არ ჩავთვლით, "მარადონას სტადიონი". "მილანთან" და "ინტერთან" სტუმრად თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ, ვფიქრობ, "მარადონაზე" თამაშიც არ უხარია არავის", - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

alt"შოტლანდიასთან მატჩამდე 2-ჯერ საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა.." - ხვიჩა კვარაცხელიას დასაფასებელი საქციელი

altხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა

alt"რას ვფიქრობ ჩემს საგოლე გადაცემაზე?" - ხვიჩა კვარაცხელიას მატჩისშემდგომი ინტერვიუ

მკითხველის კომენტარები / 30 /
ხვიჩამ თავისი სათქმელი მოედანზე თქვას და დაანებოს ამ ტელევიზობანას თავი და აზრების ფრქვევას!!!
ჯობია
13:03 02-01-2024
45
იმის შემდეგ რაც სპალეტი წავიდა,ხვიჩიას ინგლისი და კარგი მწვრთნელი ჭირდება.კლოპიიი!
ლუკა
12:46 02-01-2024
5

სიახლეები პოპულარული