"ამ ფულის გამოყენება თავად მოუწიათ, დეკემბერში კი ყველა დავალიანებას გაისტუმრებენ" - "TST სპორტის" ექსკლუზივი ფეხბურთის ფედერაციასა და ქართულ კლუბებს შორის დავალიანებაზე

AutoSharing Option
უკვე შეიტყობდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქართულ კლუბებს შორის არსებულ დავალიანებაზე (გორის "დილა", "დინამო თბილისი", ბათუმის "დინამო" და ქუთაისის "ტორპედო"). სწორედ ეს გუნდები იცავდნენ საქართველოს ღირსებას ჩემპიონთა ლიგისა და კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. აქედან გამომდინარე UEFA-მ ამ გუნდებისთვის გათვალისწინებული თანხა დაახლოებით 4 თვის წინ ჩაურიცხა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რათა ამ 4 გუნდისთვის გადაერიცხათ.

საბოლოოდ კი მოხდა ისე, რომ ეს ფული არცერთ გუნდამდე არ მისულა. როგორც "TST სპორტს" სანდო წყარო უყვება, გუნდებმა მიმართეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, თუმცა ამ უკანასკნელმა გუნდებს განუმარტა, რომ
დეკემბრამდე აღნიშნულ თანხას ვერ მისცემდნენ, რადგან ამ ფულის გამოყენება თავად მოუწიათ, დეკემბერში კი ყველა დავალიანებას გაისტუმრებდნენ.

"ჯერჯერობით ამ თემაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ვინმე უმიზეზოდ დავადანაშაულოთ, უბრალოდ გვინდა ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე გაირკვეს და მოგვარდეს" - წერს "TST სპორტი" საკუთარ "ფეისბუქგვერდზე".

წყარო: TST სპორტი
მკითხველის კომენტარები / 45 /
გთხოვთ ჩემი კომენტარი სსფ-ზე არ გამოაქვეყნოთ, იმიტომ რომ შეიცავს უხამსობას, დისკრეტიდაციას და შეურაცხყოფას დიდი დოზით. მადლობა.
სანდრო
23 ნოემბერი 2023 15:44
1
ამ შენობის ადგილას გოგრა თუთის ხე იდგა და მაინცდამაინც ის ხე მოიჭრა, არადა ჯობდა არ მოჭრილიყო…
ლაშა
23 ნოემბერი 2023 12:42
0
ზახოდზე ჭირდებოდათ და რა პონტია, იშოვიან და გადაიხდიან რას ქიპიშოპთ? უჭირთ და გვერდში დგომა ესაა? ქართველები არა ხართ? მოკლედ რიდი ღირსიც ვართ ისინი გვ… ენ თავზე, თორემ თავმოყვარე ერი ნაგვის ურნებში ჩატენიდა აქამდე
suxumchanin
22 ნოემბერი 2023 23:22
2
როგორ ყველა ფედერაცია ერთნაირად ჭამს ფულებს და ერთნაირად იპრავებს თავს.
გიორგი
22 ნოემბერი 2023 22:31
2
ვიღაცა დიზლაიქებს წერს.ისეთ კომენტარებზე სადაც ფედერაცია ილანძღება. გამოდი კობი გიცანი :) :D
roma
22 ნოემბერი 2023 21:17
1
ესეიგო რომ ვწერ, ასე გადაუმოწმებლი ინფორმაციის გამოქვეყნება არ მოსულა თქო მაგას არ უშვებთ ? ოთხი კლუბიდად ერთერთთან მაინც გადაგემოწმებინათ, მაგრამ გვერდზე შემოსვლებია საჭირო და დიდი რეიტინგი, იმენა ტვ.პირველი ხართ :)))
QT
22 ნოემბერი 2023 20:58
12
ოხოოოხოოოოოო რა დომხალია.:)))))) ავოიიეე. ბიჭო დაჟე ისიც არ უთხრეს რომ "თავად მოუწიათ" თუ იმენნა პოსტ-ფაქტუმ დააყენეს?:)) ანუ წინასწარ გააფრთხილეს თუ იმათმა რომ მოიკითხეს ამათ ეს პასუხი მისცეს? ბიჭო ვითომ არაფერი მაგრამ მნიშვნელოვანი მომენტია.:)))))) ანუ ითხოვეს ძმაო ფული თუ იმენა აირტყეს? :)) მოვალეები არიან თუ ჯიბგირები? მარა მომენტ რადგან კლუბებიდან ჩუმი პროტესტი იკვეთება ე.ი. მგონი აირტყეს.:))) საღოლ ძმაო:))) იმენნა აისისია:))) სფფ - როგორ იშიფრევა თუ იცით? სულ ფული ფული:)))
იბერია
22 ნოემბერი 2023 20:30
1
იშიფრება, როგორც საქართველოს ფლანგველთა ფედერაცია!
ლაშა
22 ნოემბერი 2023 21:10
1
კორუფცია გამიგია განვითრებულ კაპიტალისტურ ქვეყნებშიც კი, მაგრამ ესე გოიმური არა!
ლაშა
22 ნოემბერი 2023 19:53
1
სმა ჭამა დიდად შესარგი, ბურთი რა მოსატანია?
კ ო მ ბ ლ ე
22 ნოემბერი 2023 19:16
1
სხვა ფედერაციების ფულებიც მოიკითხონ რასაც საერთაშორისო ფედერაციები ურიცხავენ საქართველის ფედერაციებს ქართული სპორტის განვითარებისთვის!!!
კოკო
22 ნოემბერი 2023 19:13
1

სიახლეები პოპულარული