ქართული ფრთებით - "შახტარმა" მოიგო და პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში „შახტარმა“ „ანტვერპენი“ 1:0 დაამარცხა და როგორც მინიმუმ, გაზაფხულზე ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას.

დონეცკური გუნდის განაპირა მცველებმა, ირაკლი აზაროვმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა, შეუცვლელად და რაც მთავარია, კარგად ითამაშეს.

„მეშახტეები“ აზაროვის მიერ მოპოვებული საჯარიმოდან თავურით მატვიენკომ დააწინაურა. ბელგიურმა გუნდმა კონტრიერიშებით უპასუხა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე რიზნიკი. შემდეგ კარგი შანსი სუდაკოვმა ვერ გამოიყენა, რომელმაც ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

მეორე ტაიმში „ანტვერპენი“ გააქტიურდა. სწრაფი შეტევისას ბურთი ხარიხას ჯერ აზაროვმა გაარტყა, მერე კი სტეპანენკომ. ბელგიელებმა წნეხი
გააძლიერეს. დონბასელებმა კონტრიერიშზე ორი შანსი ვერ გამოიყენეს. ბოლოს რიზნიკმა გადაარჩინა თავისი გუნდი და შეხვედრაც დასრულდა.

„შახტარი“ H ჯგუფში 9 ქულით მესამე ადგილზეა და პლეი-ოფში გასასვლელად 14 დეკემბერს, ბოლო ტურში გასვლაზე „პორტუს“ დამარცხება სჭირდება.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“

შახტარი - ანტვერპენი 1:0
გოლი: მატვიენკო (12)
გაძევება: მუია (90+7, ანტვერპენი)

მკითხველის კომენტარები / 14 /
ყაზაიშვილს რატო არიძახებთ ვინ გყავთ მაგაზე უკეთესი გამოიზახეთ ყაზიაშვილი ჩემი ცოლი ძმა რაღაცას ვერ იყოფს ვინმესთან მე რა შუაში ვარ ხო რეალურად მაგრად იჩაგრება ბევრს ჯობია ვაკო
სიმართლე
29 ნოემბერი 2023 14:34
10
ძალიან რთულია ვერ დაგეთანხმო!ზამენაზე მაინც შემოვიდოდა მეორე ტაიმში 70-75 წეთიდან ძალიანაც გამოადგებოდა ნაკრებს.მითუმეტეს გავიდა უკვე დრო
შახრუდინი
29 ნოემბერი 2023 15:08
2
ვაი თქვენს პატრონს, მოდებაში რომ არ ხართ ფეხბურთში, ისინი ვინც ისე წერთ ვითომდა მინდორზე მარტო ირაკლი და გიორგი იყო და საერთოდ შახტარმა,როგორც გუნდმა რომ ითამაშა მაგრად და ამასთან უკრაინულია, რა მოსატანია არაა??.....ბოღმა გახრჩობთ ვიცი, მაგრამ მოთმენა მოგიწევთ, წინ კიდევ მეტი,მისი მოძალება გელოდებათ და არა მარტო ფეხბურთში......
Jora-giorgi
29 ნოემბერი 2023 12:03
16
მიდი და ამბები ჯი ზე აკომენტარე, იქაა შენი ადგილი...
ზოლა
29 ნოემბერი 2023 14:38
0
)))
გიორგი
29 ნოემბერი 2023 14:14
0
ყველა გამოხმაურება
ძალიან კარგად ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა! ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა გუნდის გარდა ერთმანეთისთვისაც თამაშობდნენ, რაღაცნაირად ზრუნავდნენ ერთმანეთზე, ყოჩაღ ბიჭებო! მუია არ გაახარა აზაროვმა :) ბოლოს ამოასხა მუიას ეგონა ჩხუბით შეაშინებდა აზაროვს, მაგრამ არ იქ დათმო ირაკლიმ :)
კოტე
29 ნოემბერი 2023 10:59
0
ცრემლები კინაღამ მომადგა თვალებზე სიამაყისგან!!!ეს რა ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა!ერთი თუ დაუშვებდა შეცდომას მეორე თავის ფლანგიდან მის ფლანგზე გარბოდა და ასწორებდა თანამემამულის შეცდომას ეს რა ვნახე….აქამდე ასეთი რამ მე არ მახსოვს. მაგალითად მარსელო რომ გაქცეულიყო კარვახალის შეცდომის გამოსასწორებლად თავის ფლანგიდან მის ფლანგზე ან პირიქით!!!ჩვენმა ბიჭებმა 3-4 ეპიზოდში ასე გაუკეთეს ერთმამეთს კინაღამ გავგიჟდი…ორივე დარბოდნენ გაუჩერებლად!ტექნიკა პასი დარტყმა მონდომება ყველაფერი აჩვენეს დღეს…დიდი მომავალი აქვს ორივეს!ასე თუ გააგრძელეს 2-3 წელიწადი და გრანდი გარანტირებულია!მითუმეტეს შახტარიდან მოხვედრა გრანდში უიოლესი საქმეა…სიტი ბაიერნი ჩელსი ლივერპული რეალი ბარსა ინტერი და ასე შემდეგ)
შახრუდინი
29 ნოემბერი 2023 02:24
3
გორში ისევ ძოვაა
გენა
29 ნოემბერი 2023 08:16
6
აზარა ვის ექაჩებოდა თამაშის შემდეგ ვინმემ ხომ არ იცით? სტეპანენკო აკავებდა და იმედია თანაგუნდელს არა…
Zaza
29 ნოემბერი 2023 01:30
2
ბიჭებიიგას თამაშობენ და სანიოლი კვირკველიას და კაშიას აყენებ აქეთ კაკაბაძეს! კვირკველია 6.3 არ ცდება მისი შეფასება და მაინც იძახებს ! კაშია. სლოვანის ძირითადში ვერ ხვდება !( მარტო მაშინ ათამაშებენ ეტყობა ვასს მაყუთს უმაზავს ნაკრების თამაში რომ არის). ეჰ სად ვართ… ხიზაან გვიშველე ხიზაან!!
ხიზანას თავური
28 ნოემბერი 2023 23:57
22
კაკაბაძეს რას ერჩი? საუკეთესოდ თამაშობდა
კახა
29 ნოემბერი 2023 09:08
0
კაკაბაძე საერთოდ საუკეთესო იყო ხვიჩას მერე მე რომ მკითხო. კაკაბაძე და ჩაკვეტაძე! რეებს წერ
საქმეც მაგაშია
29 ნოემბერი 2023 00:59
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული