ქართული ფრთებით - "შახტარმა" მოიგო და პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში „შახტარმა“ „ანტვერპენი“ 1:0 დაამარცხა და როგორც მინიმუმ, გაზაფხულზე ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას.

დონეცკური გუნდის განაპირა მცველებმა, ირაკლი აზაროვმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა, შეუცვლელად და რაც მთავარია, კარგად ითამაშეს.

„მეშახტეები“ აზაროვის მიერ მოპოვებული საჯარიმოდან თავურით მატვიენკომ დააწინაურა. ბელგიურმა გუნდმა კონტრიერიშებით უპასუხა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე რიზნიკი. შემდეგ კარგი შანსი სუდაკოვმა ვერ გამოიყენა, რომელმაც ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

მეორე ტაიმში „ანტვერპენი“ გააქტიურდა. სწრაფი შეტევისას ბურთი ხარიხას ჯერ აზაროვმა გაარტყა, მერე კი სტეპანენკომ. ბელგიელებმა წნეხი
გააძლიერეს. დონბასელებმა კონტრიერიშზე ორი შანსი ვერ გამოიყენეს. ბოლოს რიზნიკმა გადაარჩინა თავისი გუნდი და შეხვედრაც დასრულდა.

„შახტარი“ H ჯგუფში 9 ქულით მესამე ადგილზეა და პლეი-ოფში გასასვლელად 14 დეკემბერს, ბოლო ტურში გასვლაზე „პორტუს“ დამარცხება სჭირდება.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“

შახტარი - ანტვერპენი 1:0
გოლი: მატვიენკო (12)
გაძევება: მუია (90+7, ანტვერპენი)

მკითხველის კომენტარები / 14 /
ყაზაიშვილს რატო არიძახებთ ვინ გყავთ მაგაზე უკეთესი გამოიზახეთ ყაზიაშვილი ჩემი ცოლი ძმა რაღაცას ვერ იყოფს ვინმესთან მე რა შუაში ვარ ხო რეალურად მაგრად იჩაგრება ბევრს ჯობია ვაკო
სიმართლე
14:34 29-11-2023
10
ვაი თქვენს პატრონს, მოდებაში რომ არ ხართ ფეხბურთში, ისინი ვინც ისე წერთ ვითომდა მინდორზე მარტო ირაკლი და გიორგი იყო და საერთოდ შახტარმა,როგორც გუნდმა რომ ითამაშა მაგრად და ამასთან უკრაინულია, რა მოსატანია არაა??.....ბოღმა გახრჩობთ ვიცი, მაგრამ მოთმენა მოგიწევთ, წინ კიდევ მეტი,მისი მოძალება გელოდებათ და არა მარტო ფეხბურთში......
Jora-giorgi
12:03 29-11-2023
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული