Geo Team-ის ცნობით, ქუთაისის "ტორპედოს" ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე სეზონის ბოლოს იმერულ კლუბს დატოვებს და დიდი ალბათობით, კარიერას იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს:
"ტრანსფერში 2 დაწინაურებული გუნდი "მილანი" და "იუვენტუსია". 19 წლის ცენტრალური მცველის დამატების სურვილს "უდინეზე" და "ვერონაც" გამოხატავენ.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, "მილანი" მზადაა ქართველი მცველი დაიმატოს და იჯარით სხვა იტალიურ კლუბში გაუშვას. "იუვენტუსი" მინიმუმ 2024 წლის ზაფხულამდე ამ იჯარის წინააღმდეგია.
შევიტყვე, რომ საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე ლევან მჭედლიძე მუშაობს. შეთანხმების დახურვის სავარაუდო პერიოდი 10 დეკემბრამდეა".