ოფიციალურად: შოთა არველაძე "ფატიჰ კარაგუმრუკის" მთავარი მწვრთნელია

AutoSharing Option
შოთა არველაძე "ფატიჰ კარაგუმრუკის" მთავარი მწვრთნელია, ამის შესახებ ინფორმაცია თურქულმა კლუბმა სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა.

კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

"ფატიჰ კარაგუმრუკი" თურქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, ბოლოს არველაძე ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ "ჰალ სიტის" წვრთნიდა, თუმცა რამდენიმე თვეში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

ბრიტანულმა კლუბმა მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ 30 მატჩში 9-ჯერ გაიმარჯვა, 6-ჯერ ფრეს დასჯერდა, 15-ჯერ კი დამარცხდა.

არველაძეს თურქეთის სუპერლიგაში 
აქამდე "კაისერისპორში", "ქასიმფაშასა" და "ტრაბზონსპორში" უმუშავია.

alt"ვფიქრობდი, რომ "აიაქსის" ძირითად შემადგენლობაში ადგილს მალევე დაიმკვიდრებდა" - შოთა არველაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

alt"იმედი მაქვს, კლუბშიც მეტი სათამაშო დრო მიეცემა,

რომელსაც იმსახურებს" - შოთა არველაძე გიორგი მიქაუტაძეზე

alt"გვინდა, საქართველოში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მატჩები ჩავატაროთ" - შოთა არველაძემ ბრწყინვალე პროექტი დააანონსა

მკითხველის კომენტარები / 24 /
ეს ის გუნდი ხოარაა აჩიკო რო ვიცე პრეზიდენტი?! მაშინ გასაგებია ყველაფერი
ალიკა
13 დეკემბერი 2023 00:10
0
ძალიან კარგია, ფაქთაქორის ბევრად ჯობია. თუ შედეგი დადო შეიხლება უფრო კარგი კლუბები დაინტერესდნენ იგივე თურქეთის ჩემპიონატით
იკა
12 დეკემბერი 2023 23:21
1
ყველა ქართველ მწვრთნელს წარმატებას ვუსურვებ მაგრამ შოთი ყველას ერთად რო ჯობია ეს უნდა ვაღიაროთ თორე ვიღაცამ 10 წლის წინ რაღაც შედეგი თუ დადო ეგ ქართულ ფეხბურთს ვეღარ ეხმარება და დღეს გვჭირდება შედეგი როგორიც კვარა არის ფეხბურთელი ეგეთივე მწვრთნელი გვჭირდება
1.2.3.4.5.6.
12 დეკემბერი 2023 14:39
2
ისევ ,, ჭ ,, კლასი.
ყიასა
12 დეკემბერი 2023 11:57
8
აბა ფსონები მარტის ბოლოს გაშვება 2,5 აპრილის 1,95 ხოლო მაისის 1,12
გოგა
12 დეკემბერი 2023 09:46
11
მეგობარო კიდევ მიამატე ერთი ფსონი, 10 დისლაიქს რომ აცდება თქვენი კომენტარი მაგაზე 1.12 გამოვდივარ. :)))
კახა
12 დეკემბერი 2023 13:33
3
ფეხბურთელები არა გვყვავს გასაგებია, მაგრამ ერთი საშუალო დონის მწვრთნელიც რომ არ გვყვავს ქვეყანაში ამაზე რატომ არავინ საუბრობს, ერთადერთი ადამიანი ვინც მსოფლიოზე გაიყვანა ჩვენი ეროვნული გუნდი გია მაისაშვილი გამოდგა, დანარჩენი ჩვენი მწვრთნელები საქართველოს მაშსტაბს აყმაყოფილებენ მხოლოდ, ქეცბასი და შოთას იმედი გვქონდა და ესენიც წყალწაღებულ გუნდებს თუ დააინტერესებთ მხოლოდ, მანდაც ხო სირბილი და ტრენაჟორებში ვარჯიში არ უნდა, დაჯექი და გაიარე სემინარები და აიმაღლე კლასი, რა უბედურება გვჭირს, ფეხბურთში ჭ კლასში ვართ, მწვრთნელებიც ჭ კლასის გვყვავს
მამუკა
12 დეკემბერი 2023 01:02
1
სახელი შემეშალა ლევან მაისაშვილი, რაგბის მწვრთნელზე მაქვს საუბარი
ვახოს
12 დეკემბერი 2023 07:11
0
გია მაისაშვილი პოლიტიკოსი და ეკონომისტი იყო და გარდაიცვალა ბევრი წლის წინ, გია გეგუცაძემ გაიყვანა დინამო უეფას თასზე
ვახო
12 დეკემბერი 2023 01:29
6
მე პირადად მირჩევნია ესეთი ხალხი ქართულ ფეხბურთს რომ ემსახურებოდნენ. სამი ძალიან მაგარი ძმაა, საერთოდ არ ექნებათ პრობლება რამე გუნდი რომ იყიდონ, მაგალითად მეორე ლიგაში, ამოვიდნენ უმაღლესში, გამოუნახონ სტადიონი, შეუქმნან ელემენტარული ინფრასტრუქტურა, თვითონ მართონ - რეზი და აჩი მაგაში გამოცდილები არიან, შოთიმ გაწვრთნას. უცხოეთის კონტაქტები, სახელი, გამოცდილება, ევროპულად საქმის ცოდნა, ყველაფერი აქვთ. რომელ ქართველ ფეხბურთელს არ მოუნდება ასეთ გუნდში თამაში? სამეული და უეფას შესარჩევზე თამაში გარანტირებული ექნებათ 2-3 წელიწადში.
გიორგი
11 დეკემბერი 2023 23:00
9
კარგი ფეხბურთელი იყო და კარგი ადამიანია.წარმატებას ვუსურვებ ყველგან და ყოველთვის.
Walter White
11 დეკემბერი 2023 22:57
7
წარმატებები შოთი, გვიყვარხარ!
@
11 დეკემბერი 2023 20:56
7
მიზანი-უმაღლეს ლიგაში დარჩენა.
Gio
11 დეკემბერი 2023 20:11
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული