საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, მარტში, საქართველოს ნაკრების პლეი-ოფის მატჩებამდე, საქართველოს "ინტერის" ლეგენდები ეწვევიან.

გამოცემის ცნობით, "ნერაძურის" ლეგენდები საქართველოს ნაკრების ლეგენდებს დაუპირისპირდებიან.

ჯერჯერობით ცნობილია ის, რომ "ჯვაროსნების" შემადგენლობაში შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი და თემურ ქეცბაია ითამაშებენ.

"ინტერის" შემადგენლობაში კი ხავიერ ძანეტი, ლუიშ ფიგუ, მარკო მატერაცი და ესტებან კამბიასო იასპარეზებენ.

აღნიშნული მატჩი ქალაქ ბათუმში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
სასაცილოა,სად ინტერი და სად საქართველოს ნაკრები,რამე ბმა,რამე კავშირი ხომ უნდა არსებონდეს?ასე ჰაერზე სად იპოვეს ერთმანეთი.სად ერეკლეო ისეა
Master
20:26 18-12-2023
12
მაგადანის "სკუმბრიას" როდის ჩამოიყვანთ?
გუგული მაღრაძე
16:54 18-12-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული